Home სხვადასხვა დაიჯესტი CBS: გარყვნილი მასწავლებელი შანტაჟის მსხვერპლი გახდა

CBS: გარყვნილი მასწავლებელი შანტაჟის მსხვერპლი გახდა

829
ქეტრინ ჰაგანი

აშშის ქალაქ ინდიანაპოლისის პოლიციამ დააკავა სკოლის 38 წლის მასწავლებელი ქეთრინ ჰაგანი მას შემდეგ, რაც ერთერთი მოწაფის დედამ სამართალდამცავებს განცხადებით მიმართა.

დედა შეაშფოთა მისი 17 წლის ვაჟიშვილისა და მასწავლებლის მიმოწერამ სოციალურ ქსელში: მასწავლებელი არასრულწლოვანს შინ ეპატიჟებოდა. როგორც შემდეგ გაირკვა, ქეთრინ ჰაგანი ამ ბიჭთან სექსუალურ კავშირში იმყოფებოდა და მას ფსიქოტროპულ პრეპარატებსაც აძლევდა.

პოლიციამ არასრულწლოვანი მოსწავლის გარყვნის კიდევ ერთი ეპიზოდი დაადგინა. გაარკვია ისიც, რომ ამ ქალმა იყიდა ცეცხლსასროლი იარაღი და მისცა სხვა მოსწავლეს, რათა შემდეგ შეიარაღებული ძარცვა განეხორციელებინათ, _ იტყობინება CBS.

დეტექტივები ყვებიან, რომ დამნაშავეობისკენ მიდრეკილი მასწავლებელი თვითონ გახდა თავისი მოსწავლეების მიერ მოწყობილი შანტაჟის მსხვერპლი. მოსწავლესთან სექსუალური აქტის ერთი შემთხვევა ვიდეოზე გადაიღეს და სწრაფად გაავრცელეს მოსწავლეთა შორის, რომლებმაც მასწავლებელს მაღალი შეფასებების დაწერა მოსთხოვეს, უარის შემთხვევაში ჩანაწერის გამოქვეყნებით დაემუქრნენ.

მასწავლებლის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, ქეტრინ ჰაგანს დიდი ხნით პატიმრობა ემუქრება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here