მთავარი დაიჯესტი CBC:კანადელებს დაჰპირდნენ, რომ ჰეროინის მოხმარება თავისუფლად შეეძლებათ

CBC:კანადელებს დაჰპირდნენ, რომ ჰეროინის მოხმარება თავისუფლად შეეძლებათ

907
გააზიარეთ
ნარკოტიკი

კანადის ჯანდაცვის მინისტრმა, ქალბატონმა ჟინეტ პეტიპა ტეილორმა განაცხადა, რომ ამ ქვეყნის მთავრობა განიხილავს საკითხს, ნება დართოს ამ ქვეყნის მოქალაქეებს, სამკურნალო დაწესებულებების მიღმა მოიხმარონ სხვადასხვა სახეობის ნარკოტიკები.

მან აღნიშნა, რომ იმ სახეობის ნარკოტიკების მოხმარება, რომლებშიც ჰეროინიც შედის, ექიმებს მკურნალობის დამატებითი ვარიანტების გამოყენების შესაძლებლობას მისცემს. ტეილორმა დაუმატა, რომ ასეთ ნაბიჯს კანადა გადადგამს ქვეყანაში “ოპიოიდური ეპიდემიის” წინააღმდეგ ბრძოლის გასაძლიერებლად. მაგალითად, განიხილავენ ნარკომანებისთვის რეცეპტებით ოპიოიდების მიყიდვის შესაძლებლობას. ვარაუდობენ, რომ ამით შემცირდება უხარისხო ნარკოტიკების მიღებით გამოწვეული სიკვდილიანობა.

კანადის მთავრობას განზრახული აქვს, განახორციელოს ინოვაციური პროექტები, რომელთა ფარგლებშიც ნარკომანებს მიაწვდიან ოპიოიდების გაცილებით უსაფრთხო ალტერნატივებს სპეციალურად საამისოდ გამოყოფილ ადგილებში. ასეთი პრაქტიკა უკვე ხორციელდება ვანკუვერსა და ოტავაში.

ამასთანავე, კანადის ხელისუფლება დაადგენს, ზედმეტად ხომ არ არის გართულებული ნარკოდამოკიდებულებისთვის მეტადონის მიცემის პროცედურა მათი მკურნალობის პროცესში. ტეილორმა კატეგორიულად უარყო იმის შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში განხორციელდება ნარკოტიკების სრული დეკრიმინალიზაცია.

2016 წლის სექტემბერში კანადის ჯანდაცვის სამინისტრომ დაადგინა, რომ ქრონიკულ ნარკომანებს შეუძლიათ ჰეროინის მიღება ექიმის რეცეპტით. ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ასეთი ნაბიჯებით შესაძლებელი გახდება, თავიდან აიცილონ ნარკოტიკების გადიდებული დოზების მიღებით გამოწვეული სიკვდილიანობის შემთხვევები.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here