Home ახალი ამბები ბურჯანაძე: ჩემი პრეზიდენტობა ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი შანსია

ბურჯანაძე: ჩემი პრეზიდენტობა ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი შანსია

1650

“დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს” ლიდერი დარწმუნებულია რომ ლიდერთა საბჭო, რომელიც თხუთმეტამდე არასაპარლამენტო პარტიას აერთიანებს, საპრეზიდენტო მარათონზე ერთიანი კანდიდატით გამოვა.

ნინო ბურჯანაძის განმარტებით, საუკეთესო ვარიანტი იქნება თუკი მთელი ოპოზიცია ერთ კანდიდატს დაუჭერს მხარს:

„ჩემი პრეზიდენტობა დღეს ქვეყანაში არის ერთადერთი შანსი ქვეყნის გადარჩენის  და ერთადერთი შანსი იმისა, რომ ის პრობლემები რაც ჩვენ გვაწუხებს, მოგვარდეს. თუ გამოჩნდება ჩემზე უკეთესი კანდიდატი, მე არ ვიბრძვი სკამისთვის, მე ქვეყნის გადარჩენისთვის ვიბრძვი, და ამ შემთხვევაში კომპრომისზე საუბარი შეიძლება. ეს მომავლის თემაა, თუმცა, არ ვარდარწმუნებული, რომ უკეთესი კანდიდატი ადვილად გამოჩნდება მაგრამ ვანხოთ“, – აცხადებს ნინო ბურჯანაძე „პრაიმტაიმთან“ საუბარში.

 

 

2 COMMENTS

  1. ქ–ნი ნინო ბურჯანაძე გამოირჩევა სახელმწიფოს მართვის დიდი ცოდნითა და გამოცდილებით. მისი ხედვა როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკაში აბსოლუტურად სწორი და ეფექტიანია. მან უკვე დაგვიმტკიცა, რომ მოუსყიდავი, უშიშარი და პატრიოტი პიროვნებაა. ქვეყანას უთუოდ გაუმართლებს, თუ ქ–ნი ნინო გახდება საქართველოს პრეზიდენტი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here