Home ახალი ამბები მსოფლიო ბუნებრივი აირის კრიზისი ევროპაში

ბუნებრივი აირის კრიზისი ევროპაში

141

ევროპაში ბუნებრივი აირის კრიზისმა ახალი ძალით იფეთქა. კომპანია Freeport LNGმა (თხევადი ბუნებრივი აირის მწარმოებელი დიდი ამერიკული ქარხნის ოპერატორი) განაცხადა, რომ გასულ კვირას გაჩენილი ხანძრის შედეგად ქარხანა არ იმუშავებს 2022 წლის სექტემბრამდე და მხოლოდ წლის ბოლოს თანდათანობით აღადგენს სიმძლავრეებს.

ეს ქარხანა უზრუნველყოფდა ამერიკული თხევადი ბუნებრივი აირის წარმოების 20%-ს _ დაახლოებით 22-23 მლრდ კუბ. მ-ს წელიწადში.

ამ ტერმინალის მოცულობის დაახლოებით 70% ევროპაში მიდიოდა. 2022 წელს აშშ-მა ევროპას მიაწოდა 21 მლრდ კუბ. მ ბუნებრივი აირი, თანაც ბოლო სამ თვეში მიწოდება შეამცირა. ევროპაში აშშ-ის მთლიანი ექსპორტის 25% Freeport LNG -ზე მოდის.

აშშ-დან ევროპაში თხევადი აირის ექსპორტის წილი 2018 წელს შეადგენდა  13%-ს; 2019 და 2020 წლებში _ 36%-ს; 2021 წელს _ 33%-ს; 2022 წელს _ თითქმის 72%-ს.

ამრიგად, ევროპა კარგავს თითქმის 4 მლრდ კუბ.მ ბუნებრივ აირს აშშ-დან. ამასთანავე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ “გაზპრომი” 40%-ით ამცირებს ბუნებრივი აირის მიწოდებას “ჩრდილოეთის ნაკადის” მილსადენით.

* “ჩრდილოეთის ნაკადით” ევროპას მიეწოდებოდა 167-170 მლნ კუბ.მ. ახლა მიეწოდება 100 მლნ კუბ. მ;

* უკრაინის ბუნებრივი აირის სატრანზიტო სისტემით ევროპას მიეწოდებოდა 100 მლნ კუბ. მ აირი, ახლა _ 40 მლნ კუბ.მ;

* თურქული ნაკადით მიეწოდებოდა 40 მლნ კუბ. მ, ახლა _ 20 მლნ კუბ. მეტრი.

* იამალ-ევროპით მიეწოდებოდა 100 მლნ კუბ.მ, ახლა _ თითქმის არაფერი.

2021 წ. ევროპაში ბუნებრივი აირის მიწოდება რუსეთიდან კვირაში 3,1 მლრდ კუბ.მ-ს შეადგენდა, ამჟამად ეს მოცულობა 60%-მდე შემცირდა.

საერთო ჯამში, ევროპა 10 მლრდ კუბ. მ ბუნებრივ აირს დაკარგავს წელიწადში.

ლუკა მაისურაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here