Home ახალი ამბები საქართველო „ბრძოლა კავკასიისთვის – დიდი სამამულო ომის მსვლელობაში ფუნდამენტური გარდატეხის დასრულება”

„ბრძოლა კავკასიისთვის – დიდი სამამულო ომის მსვლელობაში ფუნდამენტური გარდატეხის დასრულება”

349
„ბრძოლა კავკასიისთვის - დიდი სამამულო ომის მსვლელობაში ფუნდამენტური გარდატეხის დასრულება

2023 წლის 9 ოქტომბერს კავკასიისთვის ბრძოლაში საბჭოთა კავშირის გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა. ეს ბრძოლა ყველაზე ხანგრძლივი და სისხლიანი გახდა დიდი სამამულო ომის დროს. ნაცისტების დამარცხებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს სამხრეთ კავკასიაში მცხოვრებმა ხალხებმა, მათ შორის ქართველებმა.

ამ გამარჯვების მნიშვნელობა განპირობებულია იმით, რომ ამიერკავკასიაში გერმანული ჯარების გარღვევის შემთხვევაში ომში აუცილებლად ჩაერთვებოდა თურქული არმია, რომლის 28 დივიზია განლაგებული იყო სსრკ-ს სამხრეთ საზღვრებზე.

ქართველმა ხალხმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა კავკასიისთვის ბრძოლაში გამარჯვებასა და დიდ სამამულო ომში ნაცისტური ჯარების დამარცხებაში. საქართველოში ჩამოყალიბდა უამრავი ახალი სამხედრო შენაერთი და ფორმირება, რომლებმაც მოგვიანებით მიიღეს მონაწილეობა ჩრდილოეთ კავკასიის კონტრშეტევაში.

„ბრძოლა კავკასიისთვის - დიდი სამამულო ომის მსვლელობაში ფუნდამენტური გარდატეხის დასრულება"

ამ ღირშესანიშნავ თარიღთან დაკავშირებით 2023 წლის 8-10 ოქტომბერს სტავროპოლში გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო- პრაქტიკული კონფერენცია „ბრძოლა კავკასიისთვის – დიდი სამამულო ომის მსვლელობაში ფუნდამენტური გარდატეხის დასრულება”, ამ ბრძოლაში გამარჯვების 80 წლისთავის აღსანიშნავად. კონფერენციას ესწრებოდნენ რეგიონული ხელისუფლების, სამეცნიერო საზოგადოების, ქვეყნის საჯარო, საგანმანათლებლო და კულტურული დაწესებულებების წარმომადგენლები, სტუდენტები და მედია. სხვადასხვა დელეგაციებს შორის საქართველოს წარმოვადგენდით პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტების” პოლიდსაბჭოს წევრები გიორგი მაღლაკელიძე და ვიქტორ ცაავა.

კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ სტავროპოლის ტერიტორიის მთავრობა, რუსეთის სამხედრო-ისტორიული საზოგადოების რეგიონალური ფილიალი, ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური უნივერსიტეტი და სტავროპოლის ტერიტორიის დუმა.

„ბრძოლა კავკასიისთვის - დიდი სამამულო ომის მსვლელობაში ფუნდამენტური გარდატეხის დასრულება"

 კონფერენციაზე სულ გამოცხადდა 130 მოხსენება და გამოსვლა. გამომსვლელებს შორის კვლევის შედეგები წარმოადგინეს 23 მეცნიერებათა დოქტორმა და 36 მეცნიერებათა კანდიდატმა. საერთო ჯამში, კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 1000-ზე მეტმა ადამიანმა, მათ შორის. რუსეთის 22 ქალაქიდან (მოსკოვი, სანკტ-პეტერბურგი, სტავროპოლი, სამარა, დონის როსტოვი, კრასნოდარი, ნოვოროსიისკი, ტაგანროგი, გროზნო, მახაჩკალა და სხვ.). მონაწილეთა ნახევარზე მეტი სტუდენტები იყვნენ.

მისასალმებელი სიტყვით გამოვოიდა საქართველოს დელეგაციის ხემძღვანელი გიორგი მაღლაკელიძე, რომელმაც ხაზი გაუსვა კავკასიის ბრძოლების დიდ მნიშვნელობას და ასევე ისაუბრა იმ უდიდესი წვლილის და მსხვევერპლის შესახებ, რომელიც გაიღო ქართველმა ხალხმა უმაღლესი მთავარსარდლის სტალინის მეთაურობით. კონფერენციის დასრულებისას საქართველოს დელეგაციამ მადლობა გადაუხადა სტავროპოლის მხარის მთავრობას და ქალაქის დუმას მოწვევის და გულთბილი მასპინძლობისთვის .

„ბრძოლა კავკასიისთვის - დიდი სამამულო ომის მსვლელობაში ფუნდამენტური გარდატეხის დასრულება"

ღონისძიების დასასრულს მ. იუ. ლერმონტოვის სახელობის სტავროპოლის აკადემიურ დრამატულ თეატრში გაიმართა სტავროპოლის ახალგაზრდული ჯგუფების საკონცერტო პროგრამა სამხედრო-პატრიოტულ თემებზე. წარმოდგენილი იყო ვოკალური, ქორეოგრაფიული და აკრობატული წარმოდგენები, რომლებიც ასახავდა კავკასიის მრავალეროვნებას.

ვიქტორ ცაავა, ღონისძიების მონაწილე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here