მთავარი პოლიტიკა ბოლოს შეყარნეს მიშამან დაშლილ-გაშლილი ნაცები

ბოლოს შეყარნეს მიშამან დაშლილ-გაშლილი ნაცები

416
გააზიარეთ
აქცია

განვლილმა არჩევნებმა ერთი პოზიტური შედეგი მოიტანა _ მეორე ტურის წინ მოხდა დიდი თვითლუსტრაცია, ყველას და ყველაფერს თავისი სახელი დაერქვა. საზოგადოებამ ნათლად დაინახა, რომ ცოტა ხნის წინათერთიანი ნაციონალური მოძრაობისხმაურიანი დაშლამფრინავი ჰოლანდიელიმიშიკოს მოგონილი გაშლა ყოფილა _ პირველი ტურის შედეგები ჯერ ბოლომდე დათვლილი არ იყო, რომ .. ევროპულმა საქართველომ, გნებავთ, ევრონაცებმა, მეორე ტურში მხარდაჭერა გრიგოლ ვაშაძეს აღუთქვეს და გიგი უგულავას პირით დასძინეს, რომ ეს არის ჩვენი მხარდაჭერა, მიუხედავად რიგ საკითხებში ფუნდამენტური განსხვავებებისაო, რაც სასაცილო იქნებოდა, სატირალი რომ არ იყოს. რა ფუნდამენტური განსხვავებები შეიძლება არსებობდეს, ფიქტიურად კი არა, როგორც ამ შემთხვევაშია, არამედ თუნდაც რეალურად ორად გაყოფილთა შორის?!

“უიარაღო” კონდრატე თათარიშვილის პერიფრაზით თუ ვიტყვით, არც ერთია ევროპელი და არც მეორე ამერიკელი, ორივე ბედკრული საქართველოს მტრადშობილი, ქართველთმოძულე შვილია, რომლებიც მეტ-ნაკლები სიხშირით თორემ, ორივე ერთნაირი სიამით ვასვასებდა 9 წლის განმავლობაში მათ მიერვე სადისტურად დაღვრილ ქართველთა სისხლსა და ცრემლში და ორთავეს ერთი პატრონ-მყვარებელი ჰყავთ ევროპარლამენტში ე.წ. სახალხო (ლიბერასტული _ დ.მ.) პარტიის სახით.

არჩევნების პირველი ტურის დასრულებიდან მეორე დღესვე, თავდაპირველად, გაუბედავად, შემდეგ ნელ-ნელა გაბედულად შეუერთდნენ 11-სუბიექტიან ოპოზიციურ გაერთიანებას ზოგი მხარდამჭერის სტატუსით (შალვა ნათელაშვილი, ირინე სარიშვილი, ზურაბ ჯაფარიძე, ირაკლი ოქრუაშვილი და, თქვენ წარმოიდგინეთ, ცოტნე გამსახურდიაც კი), ზოგმა კი (ევრონაცებმა და რესპუბლიკელებმა) პირდაპირ დურთეს თავი არნახული სიდიდის ოპოზიციურ კოალიციაში.

თუ ვინმე გამომრჩა ამ “ოქროს სიიდან”, ან თუ ვინმეს სტატუსი შემეშალა, მკითხველს ვთხოვ, მომიტევოს _ აკი ნათქვამია: რა მგელი და, რა მგლისფერი ტურაო, ანუ რა ნაცი და რა მათი მხარდამჭერები, ორივენი ერთი და იგივე პოლიტიკური ტურები არიან.

11-სუბიექტიანი კოალიცია სინამდვილეში ნაცებს პლუს ე.წ. ერთკაციანი პარტიებია და, თუ ვინმე ამ ელემენტრულ არითმეტიკაში არ გვეთანხმება, მაშინ კეთილი ინებოს და მაჭუტაძეების, ქარდავების, დავითაიების, ვაშაძეებისა და .. კოალიციაში შემავალი პარტიების მეორე პირები დაგვისახელონ.

ევრონაცებზე უკვე ვთქვით, რომ მათი გაყრა სინამდვილეში ფიქცია, დაშლა-არ მოშლა იყო, ანუ ისინი ნაცებისგან არსად წასულან და, შესაბამისად, ვერც ვერავის შეუერთდებოდნენ. აქედან გამომდინარე, ოპოზიციური გაერთიანება ისევ 11-სუბიექტიანად დარჩებოდა, რომ არა მარად ორპროცენტიანი რესპუბლიკელი ხლისტები, რომლის მთავარმა იდეოლოგმა ლევან ბერძენიშვილმა, როგორც თვითონ აღნიშნა, ფრანკფურტში ყოფნისას მიშა სააკაშვილის ბოდიში მიიღო 2007 წელს მისგან “კა-გე-ბეს” აგენტის იარლიყის მიკერების გამო და 11-სუბიექტიანი კოალიციის მეთორმეტე წევრად შეიყვანა საქართველოში “ყველაზე ძველი” რესპუბლიკური პარტია.

სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ თავად “კა-გე-ბეს” ჯარში ნამსახურებ ექსპრეზიდენტს ამ შემთხვევაში ლევან ბერძენიშვილთან საბოდიშო არაფერი ჰქონდა, რის დასტურადაც მცირე ამონარიდებს მოვიყვან რამდენიმე წლის წინათ ჩემ მიერ ამავე გაზეთში გამოქვეყნებული სტატიიდან, რომელიც შეიქმნა გაზეთ “ჯორჯიან თაიმსის” 2008 წლის 17 აპრილის ნომერში დასტამბულ წერილზე დაყრდნობით, სათაურით “ვინ და რატომ ჩაუშვა ლევან ბერძენიშვილმა “სუკ”-ის იზოლატორში”, უფრო სწორად ეს იყო ძმები ბერძენიშვილების “სუკ”-თან თანამშრომლობის ამსახველი განსაიდუმლოებული დოკუმენტების ქსეროასლები.

როგორც იმ დოკუმენტებიდან ირკვევა, სინანულში ჩავარდნილი ლევან ბერძენიშვილისთვის თხოვნა შეუსრულებიათ და საკანში საწერი მოწყობილობა მიურთმევიათ. ჰოდა, მას შემდეგ, როგორც იტყვიან, კალამი ვერ გააგდებინეს ხელიდან _ 1984 წლის 6 იანვარს დაიწყო და წავიდა აღიარება-მონანიება-ჩაშვების კასკადი, საიდანაც პიკანტურ ამონარიდებს გთავაზობთ:

* “თვითნაბეჭდი (ე. წ. სამიზდატი _ დ.მ.) ჟურნალისამრეკლომეტი სოლიდურობისთვის გამოცხადდა არარსებული პარტიის (ესეც თქვენი უძველესი პარტია _ დ.მ.) ორგანოდ, ხოლოპარტიას (სტილი აქაც და ყველგან დაცულია _ დ.მ.) მოეძებნა პომპეზური და პრეტენზიული სახელი: საქართველოს რესპუბლიკური პარტია”.

* იქვე _ ჩვენი უსუსურობის კიდევ უფრო შესანიღბად ჟურნალის პირველსავე ნომერს დაერთორესპუბლიკური პარტიის (არარსებულის _ დ.მ.) წესდება, რომელიც ჩემი რედაქციით მომზადდა”.

* და კიდევ _ გადაწყდა, რომ სტატიები მოგვემზადებია მე, . ძაბირაძესა და . შონიას, ჟურნალის გავრცელება კი, ჩემი წინადადებით, ესსაქმედაევალა ჩემს უმცროს ძმას, დავით ვალერიანის ძე ბერძენიშვილს”.

რა ჰქვია ამას, თუ არა ელემენტალურად “ჩაშვება”?

ამის შემდეგ, როგორც ჩანს, ლევან ბერძენიშვილი მაგრად “შაშინებულა”: სიხარულით მივიღე აფხაზეთის უნივერსიტეტის მოწვევა. სწორედ აქ, სოხუმში, ჩვენი (ჩემი და ჩემი მეუღლის) ცხოვრების პირველსავე დღეებში მოვიდა გამოფხიზლება და არ ვმალავ, რომ აფაზეთში წასვლა იყო ფაქტიური გაქცევა არალეგალური საქმიანობისგან ნამდვილი და საჭირო საქმიანობისკენ. მე, ფაქტობრივად, გავწყვიტე კავშირისამრეკლოსთანდა რესპუბლიკურ პარტიასთან, “სამრეკლოსმეორე ნომერი ჩემი მონაწილეობის გარეშე გამოვიდა”.

ჰა, როგორია? მაგრამ ჯერ სადა ხართ?! დღეს, ვისაც არ ეზარება, სააკაშვილის სიმხდალეზე ლაპარაკობს, მათ შორის _ ლევან ბერძენიშვილიც, რომელიც აი რას წერს: ჩემი დაშინებული და კურდღლადქცეული პიროვნება შვებას პოულობდა მხოლოდ მუშაობაში”.

დასასრულ, “დედას ლევანას” დისიდენტობის აპოგეა, გნებავთ, კვინტესენცია: ჩვენ (ანუ ძმები _ ..) დავუბრუნდით ჩვენს საზოგადოებას, ჩვენ გვახარებს ჩვენი დიადი ქვეყნის წარმატებები და განსაკუთრებით ყველაფერი კარგი, რაც ჩვენს რესპუბლიკაში კეთდება ბოლო წლებში. მინდა, დიდი მადლობა ვუთხრასუკ”-ის თანამშრომლებს, განსაკუთრებით კი სამძებრო განყოფილების გამგეს, პოლკოვნიკ . მირიანაშვილსა და გამომძიებელს, კაპიტან . ცინცაძეს, რომლებმაც მამაშვილური და მეგობრული (ავოეეე! _ ..), ჰუმანური დამოკიდებულებით საშუალება მომცეს, ამეხსნა ჩემი სულისთვის ეს მძიმე ტვირთი (საღოლ, ლეოჯან, კარგი ხარ! _ ..) და მეღიარებინა ჩემი დანაშაული. ველოდები დამსახურებულ სასჯელს და იმედი მაქვს, რომ სასჯელის მოხდის შემდეგ რაიმეთი მაინც გამოვადგები ჩემს ერს, ჩემს ქვეყანას, ჩვენს საბჭოთა ხალხსა და მის იდეალებს. როგორც იქნა, ჩემი სინდისი სუფთაა”.…

სალომე ზურაბიშვილის ადვოკატად არ გამოვდგები, მაგრამ, ნათქვამია, ნამუსიც კარგი საქონელიაო, და რადგანაც სუკ-ის ყოფილი აგენტები არ არსებობენ, უნამუსობაა, რომ სალომე ზურაბიშვილს კრემლის აგენტობას აბრალებდეს ის კოალიცია, რომლის საპრეზიდენტო კანდიდატი, არა თუ ძმები ბერძენიშვილებივით თანამშრომლობდა სუკ-თან, არამედ, როგორც ირწმუნებიან, გრიგოლ ვაშაძე სუკ-ის ოფიცერიც იყო.

ცოტნე გამსახურდიას არაერთხელ შეურაცხუყვია ქართველთა სათაყვანებელი პატრიარქი და ახლა ახალ სიმაღლეზე ასვლას “ვულოცავთ” _ იგი იმ კოალიციას უჭერს მხარს, რომელშიც შედიან ან მხარს უჭერენ: თამარ ჩხეიძე, ირინე სარიშვილი, ბაჩუკი ქარდავა, გიგა ბოკერია, ძმები ბერძენიშვილები, რომან გოცირიძე და ა.შ. ერთი სიტყვით, ზვიად გამხახურდიას იდეური მკვლელები… ყოველივე ზემოთქმულის მიზანი არ არის ე.წ. გაერთიანებული ოპოზიციის განქიქებით “ქართული ოცნების” გათეთრება.

ჩვენ მხოლოდ ვსაუბრობთ დათა თუთაშხიას ცნობილი პრინციპიდან გამომდინარე _ “მეფეს და ჟანდარმებს ყველაფერი ჯობია”. მიუხედავად უამრავი ნაკლისა და ქართველი საზოგადოების პრეტენზიებისა “ქართული ოცნებისა” და პირადად ბიძინა ივანიშვილის მიმართ, ნაცხროვას რომ ყველაფერი ჯობია, ჭკუათმყოფელი ადამიანებისთვის უდავო ჭეშმარიტებაა.

სწორედ იმ მიზნით, რომ არ დავუშვათ ევრო თუ უბრალო ნაცების რაიმე ფორმით ხელისუფლებაში დაბრუნება, 4 ნოემბერს ვერის ბაღში შეიკრიბნენ, ძირითადად, რიგითი თბილისელები. ამ შეკრებაზე სიტყვის თქმის პატივი თქვენს მონამორჩილსაც მერგო. აღვნიშნე, რომ არჩევნების მეორე ტურამდე დარჩენილი დრო, იმის მიხედვით, რას აპირებს “ქართული ოცნება”, ცოტაც არის და ბევრიც. აქედან გამომდინარე, იქიდანაც მივმართე და ახლა აქედანაც მივმართავ ხელისუფლებას: ქართველ ხალხს უკვე ნაკლებად გვაინტერესებს, რა უნდაქართულ ოცნებას”. ქართველთა უმრავლესობას სწადია, რომ სალომეს გაპრეზიდენტება ავტომატურად ნიშნავდეს უნამუსო, უტიფარი, ქართველთა სისხლში გასვრილი ნაცების არა მხოლოდ უბრალოდ დამარცხებას არჩევნებში, არამედ ნაცების, როგორც პარტიის, ერთხელ და სამუდამოდ დასამარებას.

ამ შედეგისთვის კი ქუდზე კაცია საჭირო, რაც მხოლოდ “ქართული ოცნების” პარტიული რესურსების მობილიზაციით ვერ მოხერხდება. ვერც ბიძინა ივანიშვილის მიერ უხვად გაცემული სიტყვიერი დაპირებები იქნება საკმარისი ქუდზე კაცის ეფექტისთვის, რადგან ბატონ ბიძინას აღარ აქვს საზოგადოების ჭარბი ნდობა, რომლითაც იგი აქამდე სარგებლობდა. აქედან გამომდინარე, მკაფიო, უტყუარი გზავნილებია საჭირო ქართველი საზოგადოებისადმი, რომ იგი ამჯერად მაინც შეასრულებს თავის დაპირებებს. მსგავსი ქმედებები კი არჩევნებამდე დარჩენილ მოკლე დროში ძალზე ძნელია, მაგრამ არა შეუძლებელი…

ბატონო ბიძინა! ნაცების დასამთავრებლად საჭიროა, რომ პარლამენტმა დაუყოვნებლივ გაიზიაროსპატრიოტთა ალიანსისინიციატივა: შეიქმნას პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც გამოიძიებს ვარდების რევოლუციად წოდებული, სახელმწიფო გადატრიალების გზით მოსული ხელისუფლების დანაშაულებს, დასჯის დამნაშავეებსა და პოლიტიკურად შეაფასებს სააკაშვილის 9-წლიან ხელისუფლებას. ეს კი, თავის მხრივ, ლეგიტიმური საფუძველი იქნება იმისა, რომნაცმოძრაობას”, როგორც პარტიას, პოლიტიკური საქმიანობა აეკრძალოს. მეორე ტურამდე პარლამენტის მიერ “პატრიოტთა ალიანსის” ინიციატივის გაზიარებას, რომელსაც 300 ათასამდე ხელმოწერაც უმაგრებს ზურგს, კოაბიტაციის დასასრულის დასაწყისად აღიქვამს ქართველი საზოგადოება, კოაბიტაციის, რომელიც ყოველივე ზემოთ ხსენებული უბედურებების თავიდათავია.

ეს კი თავისთავად ქუდზე კაცის გამოსვლის გარანტიაა. დანარჩენი თქვენი დაპირებები, ბატონო ბიძინა? დანარჩენზე არჩევნების მერე დაგელაპარაკებათ ქართველი ერი…

დავით მხეიძე

გააზიარეთ

1 COMMENT

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here