Home რუბრიკები პოლიტიკა ბოდიშების ქვეყანა, ანუ ვაშა ამ ახალ საქართველოს! ვაშა ბოდიშებს!

ბოდიშების ქვეყანა, ანუ ვაშა ამ ახალ საქართველოს! ვაშა ბოდიშებს!

2533
ბოდიშების ქვეყანა, ანუ ვაშა ამ ახალ საქართველოს! ვაშა ბოდიშებს!

6 წელიწადია, ხელისუფლების წარმომადგენლები თითქმის ყოველ მეორე დღეს გვაყვედრიან, რომ თურმე ბიძინა ივანიშვილმა უკანალიდანდუბინკებიგამოგვაძრო და ამიტომ რაიმე კრიტიკულს თუ ვიტყვით მის წინააღმდეგ, უმადურები ვიქნებით, “ბიძინა რომ არ გამოჩენილიყო 2012 წელს, ახლაც წაკუზულები ვეყოლებოდით მიშას!” და სხვა მსგავსი ფრაზები თქვენც ხშირად გექნებათ მოსმენილი, ძვირფასო მკითხველო.

მართებულია თუ არა ხალხთან ასეთი ტონით საუბარი, მოდი, ახლა ამაზე ნუ ვიდავებთ, მე მხოლოდ ის მინდა ვთქვა, რომ, თუკი ბიძინა ივანიშვილსა და მის გუნდს არ შეეძლო სახელმწიფოს მართვა ისე, როგორც საჭიროა, და, თუ საბოლოოდ ის ბედი გვიწერია, რომლისკენაც მიდის ყველაფერი და რომლის ალბათობაც ახლა არსებობს, მაშინ სჯობდა, ივანიშვილს მართლა დაეყენებინა 2012-ში ერთ ადგილი და არ გამოჩენილიყო არც პოლიტიკაში და არც საზოგადოებრივ ასპარეზზე. თუკი ყოველივე იმგვარი სცენარით განვითარდა, როგორიც ნაცებსა და გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭრებს სურთ, მაშინ ფაქტია, რომ იმაზე გაცილებით უარეს შედეგებს მიიღებს ქვეყანა და ხალხი, ვიდრე 2012 წელს სააკაშვილის ხელისუფლებაში კიდევ რამდენიმე წლით დარჩენის შემთხვევაში მიიღებდა. კი ბატონო, მსხვერპლი კიდევ იქნებოდა, კიდევ არაერთი სამხედრო ავანტიურის მომსწრე შეიძლება გავმხდარიყავით და შესაძლოა, კიდევ ბევრი პატიმარი და უდანაშაულო ადამიანი ეწამებინათ, მაგრამ ადრე თუ გვიან რეჟიმი აუცილებლად დამარცხდებოდა, თანაც ისე, რომ არანაირი რევანშისა და მობრუნების შანსი აღარ დარჩებოდა. ნაცებს საზოგადოება 2012-ში ვერა, მაგრამ 2016-ში მაინც აუცილებლად გაანადგურებდა, თანაც ისე, რომ ძირფესვიანად ამოძირკვავდა. სწორედ ამიტომ, თუკი ბიძინა ივანიშვილს არ აქვს უნარი, შეინარჩუნოს ხელისუფლება და გაუფრთხილდეს სახელმწიფოს, მას არც უნდა გადაედგა ის ნაბიჯი, რომელიც გადადგა და უნდა ეცლია ხალხისა და საზოგადოებისთვის. თუკი ნაცებმა ახლა მართლა შეძლეს დაბრუნება, მსხვერპლი გაცილებით დიდი იქნება, ვიდრე 2012 წელს მათი ხელისუფლებაში კიდევ რამდენიმე წლით დარჩენის შემთხვევაში შეიძლებოდა ყოფილიყო.

ყოველივე ეს, ანუ რეალურად რისი უნარი აქვს ივანიშვილს და არის თუ არა მისი ხელისუფლება რეალურად უნიათო, არჩევნების მეორე ტურის შემდეგ გამოჩნდება. იმედია, მეორე ტურამდე მშვიდობით მივალთ და ნაცებისა და მათი ქვეშევრდომი ტელევიზიების _ “რუსთავი 2”-ისა დატვპირველის” _ მეცადინეობის მიუხედავად, რომ ქვეყანაში არჩევნების მეორე ტურამდე მოაწყონ პროვოკაციები და არეულობა, ხალხს მაინც მიეცემა არჩევნებზე თავისი პოზიციის მშვიდად გამოხატვის საშუალება.

მანამდე კი განვიხილოთ ის ტრაგიკომიკური ამბები, რომლებიც ჩვენს ბედკრულ საქართველოში ვითარდება ბოლო ექვსწლეულის ყველაზე ცხელი არჩევნების მეორე ტურის წინ.

ყველაზე ტრაგიკომიკური თვით საარჩევნო კამპანიის ძირითადი ხაზია _ კანდიდატები ერთმანეთს რუსეთის აგენტობას აბრალებენ. მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ყველაზე ნაკლები ყურადღება საარჩევნო დაპირებებს დაეთმო. ნაცვლად იმისა, რომ კანდიდატები ამომრჩეველს “ოქროს მთებს” დაჰპირებოდნენ, როგორც ეს აქამდე ყველა არჩევნებზე ხდებოდა, ამჯერად კამპანიის თითქმის 90 პროცენტი მიაქვს იმის გარჩევას, ვინ უფრო რუსეთუმეა _ ვაშაძე თუ ზურაბიშვილი.

უნდა ითქვას, რომ ეს ნაცების შემოგდებული “დღის წესრიგია”, რომელსაც “ქოცები” დიდი ენთუზიაზმით აჰყვნენ, ანუ ზურაბიშვილის დადანაშაულებას კრემლის აგენტობაში კონტრბრალდებებით უპასუხეს და საარჩევნო კამპანია მათაც ამ ჭრილში გადაიყვანეს. ერთი მხრივ, ეს შეიძლება სწორიც იყოს, რადგან, როდესაც მოწინააღმდეგე ასეთ კოზირს თავისით გიდებს ხელში, ძნელია, მისი გამოყენების ცდუნებისგან თავი შეიკავო. ფაქტია: გაცილებით მეტი და მსუყე საფუძველი არსებობს გრიგოლ ვაშაძისრუსეთის კაცადმოსანათლავად, ვიდრეფრანგისალომე ზურაბიშვილისთვის იმავე იარლიყის მისაწებებლად.

მართლაც, გასაოცარია! მოფიქრება ხომ უნდოდა ამას, რომ საბჭოთამგიმო”- (საერთაშორისო ურთიერთობების მოსკოვის სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც საბჭოთა სპეცსამსახურებისთვის ამზადებდა კადრებს) კურსდამთავრებული, საბჭოთაკაგებესოფიციალური თანამშრომელი, რუსული ენისმშობლიურ ენადამღიარებელი კაცი დააყენო პრეზიდენტობის კანდიდატად და საარჩევნოპიარითავიდან ბოლომდე მოწინააღმდეგისთვისრუსეთის აგენტობისდაბრალებაზე ააწყო?

წესით, თუ კამპანიის აწყობას აპირებ მოწინააღმდეგის “რუსეთუმეობაზე” აპელირებით, მაშინ ოფიციალურ “კა-გე-ბეშნიკ” გრიგოლ ვაშაძის კანდიდატურა არ უნდა დააყენო და, თუ ამ კანდიდატურას აყენებ, მაშინ “რუსეთუმეობაზე” ლაპარაკს თავი უნდა დაანებო.

მაგრამ ნაცები რისი ნაცები არიან?! მათ ყველაფერი შეუძლიათ. ტერიტორიების დაკარგვის მიუხედავად, ომის მოგებაც კი! სხვათა შორის, ნაცებმა იმდენი მოახერხეს, რომ სოხუმისა და ცხინვალის დაკარგვასაც, ფაქტობრივად, “ქართულ ოცნებასაბრალებენ, თვითონ კი შარვლის ჩახდისა და უკანალის გამოჩენის მეთოდითპატრიოტებადმოაქვთ თავი.

გასაოცარი ბევრი რამ ხდება ნაცების ხელში. თუნდაც ის რად ღირს, რომ ამას წინათ თბილისის მერობის კანდიდატად წამოყენებულ “ნაც-ევროპელ” ელენე ხოშტარიასაც სწორედ “მგიმოს” დიპლომი ჰქონია.

საოცრებაა ისიც, რომ ნაცების ზოგიერთი მხარდამჭერი დიდი მონდომებით მოითხოვს “ლუსტრაციის კანონის მიღებას”. როგორც ჩანს, აათ ლუსტრაცია მართლა ჭაღთან დაკავშირებული რამ ჰგონიათ. აბა, როგორი ლოგიკაა, რომ საკუთარ რიგებში ამდენი მგიმოსდიპლომიანი პერსონის მყოლი ორგანიზაციალუსტრაციასითხოვდეს? აკი, ლუსტრაცია იმას ნიშნავს, რომ საბჭოთა სპეცსამსახურებთან კავშირში მყოფი ადამიანების შესახებ დაფარული ინფორმაცია გასაჯაროვდეს, გამოქვეყნდეს და პირებს, რომლებსაც რაიმე კავშირი ჰქონიათ საბჭოთა “კა-გე-ბესთან”, აეკრძალოთ, როგორც სახელმწიფო თანამდებობების დაკავება, ასევე ნებისმიერი სახის არჩევნებში მონაწილეობა. გრიგოლ ვაშაძე და ელენე ხოშტარია კი, არათუფარული”, არამედ საბჭოთაკაგებესთანღიად და ოფიციალურად დაკავშირებული პირები არიან. “ლუსტრაციის კანონირომ ახლა ძალაში იყოს, “ნაციონალური მოძრაობისკანდიდატი არათუ ვერ მოიგებდა საპრეზიდენტო არჩევნებს, არამედ მონაწილეობასაც კი ვერ მიიღებდა მასში. მართლაც აუხსნელი ფენომენია, როდესაც ოფიციალური “კა-გე-ბეშნიკის” მომხრეები ლუსტრაციას ითხოვენ. ამ შემთხვევაში მხოლოდ ერთიღა გვრჩება _ ყველამ ერთად გავი-მგიმო-თ და ისე გადავიღოთ სურათი, ჩვენი ახალი პრეზიდენტი “გამოფრინდება”.

გასაღიმებელი კიდევ ბევრია ჩვენს ქვეყანაში. მაგალითად, ბოდიშების ის კასკადი, რომელსაც საქართველო ბოლო ერთი წელიწადი ისმერნს, ამ წინასაარჩევნოდ უფრო გახშირდა და გაძლიერდა. თანაც უკვე ვეღარც გაარკვევ, ვინ ვის რისთვის უხდის ბოდიშს და ეს “ბოდიშმოხდილები” და “ბოდიშმომხდელები” რატომ და რით არიან ასეთი ბედნიერები.

“ბოდიშის კულტურის” დამკვიდრებაში ვერავინ შეეცილება, რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას. მან რამდენიმე თვის წინათ საჯაროდ მოუხადა ბოდიში ნარკომანებს და იმის შემდეგ ჟურნალისტებთან ლამის ყოველ შეხვედრას “ბოდიშით” იწყებს და ამთავრებს. აღსანიშნავი იყო ბიძინა ივანიშვილის ბოდიშიც “ვერდაფასებული თუ არდაფასებული ყოფილი თანამებრძოლების” მიმართ. გულისამაჩუყებელი იყო მიშა სააკაშვილის ბოდიშიც იმის გამო, რომ პრეზიდენტობის დროს “უპრაგონოდ” და უსამართლოდ ართმევდა ადამიანებს კერძო საკუთრებას და ცრემლებამდე მიგვიყვანა გიგი უგულავას ბოდიშმა 7 ნოემბრის გამო.

მაგრამ მაინც, ყველაზე საოცარი იყო ის ბოდიშები, რომლებიც “ნაციონალური მოძრაობის” სახელით მოუხადა გრიგოლ ვაშაძემ მურმან დუმბაძეს, თაკო ჩარკვიანს, ლევან ბერძენიშვილს, ირაკლი ოქრუაშვილსა და სხვებს

აი, ამას შეიძლება ეწოდოს, ასე ვთქვათ, “შედეგიანი ბოდიშები”, რადგან ამ ბოდიშების შემდეგ ეს პერსონები ნაცების ბანაკში გადაბარგდნენ და ელვის უსწრაფესად გადაისხეს მათი “უტიფრობის” სისხლიც _ სრულიად უსირცხვილოდ გვიმტკიცებენ: ჩვენ, “ნაციონალურ მოძრაობაშიდა საკაშვილთან კი არა, “გაერთიანებულ ოპოზიციაშიგადავედითო.

წარმოუდგენელი უნამუსობაა მათი ერთნაირი განცხადებებიც: “კი, ჩვენ ამ პარტიასა და მის ლიდერებთან გვქონდა გარკვეული უთანხმოებები, მაგრამ, როდესაც ბოდიშს გიხდიან, ადამიანს მიტევება უნდა შეგეძლოსო!”

ანუ, “მე მომიხადეს ბოდიში და სხვა სულ ფეხებზე მკიდია, ვის აწამებდნენ, ვის კლავდნენ და ვის უნგრევდნენ ცხოვრებას”-ო, _ ასე გამოდის ამ პერსონების “ფილოსოფიიდან”

თურმე პირადი ბოდიში ყოფილა “წამალი”, როდესაც გაგიტაცებენ და თავ-პირსა და ნეკნებს გაგიერთიანებენ (მურმან დუმბაძე), როცა ოჯახს აგიწიოკებენ, შენს მოხუც მამას მასხრად აიგდებენ და ქვეყნის დასაცინად გახდიან (თაკო ჩარკვიანი), როცა საჯაროდ დაგაბრალებენ სამშობლოს ღალატს და გამოგაჭენებენ, როგორ ათანხმებ მტერთან შენი ქვეყნის დასაღუპავ გეგმას (ლევან ბერძენიშვილი), როცა მორალურად ისე გაგანადგურებენ, რომ ამხელა კაცს ვიდეოკამერის წინ დაგსვამენ და გაიძულებენ, “მონანიების” ტექსტი იბლუყუნო სახეწაშლილმა (ირაკლი ოქრუაშვილი). თურმე ყოველივეს დასავიწყებლად და იმ ადამიანების გვერდით დასადგომად, რომლებმაც ეს ყველაფერი გაგიკეთეს, ერთი ჩვეულებრივი ბოდიშის მოხდა ყოფილა საკმარისი.

ესეც, როგორც ჩანს, იმ “ახალი საქართველოს” დამახასიათებელი შტრიხია, რომლის აშენებასაც “კა-გებეშნიკი” ვაშაძე და მისი მხარდამჭერები გვპირდებიან. ჰოდა, რადგან გვარიც ხელს უწყობს, მოდი ერთხმად შევძახოთ არჩევნების მეორე ტურის წინ: ვაშა ამ ახალ საქართველოს! ვაშა ბოდიშებს!

ბაკურ სვანიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here