Home ახალი ამბები მსოფლიო Bloomberg-ი: მოლაპარაკებები რუსეთის მორიგ გამარჯვებად იქცა

Bloomberg-ი: მოლაპარაკებები რუსეთის მორიგ გამარჯვებად იქცა

პუტინი თავის გავლენას ბაიდენთან ყოველი შეხვედრის შემდეგ აძლიერებს

49

ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ პუტინს შორის ვიდეოკავშირით გამართული მოლაპარაკებები 2 საათს გაგრძელდა, მაგრამ თვეები გავა, სანამ ცხადი შეიქნება, შეძლეს თუ არა მხარეებმა უკრაინის კრიზისის ჩაცხრობა. უახლოეს პერსპექტივაში ეს მოლაპარაკებები, რა თქმა უნდა, რუსეთის ხელმძღვანელის მორიგი აშკარა გამარჯვება იქნება. ივნისში ერთიერთზე შეხვედრისა და სამი სატელეფონო საუბრის შემდეგ პუტინმა გაიმყარა ლიდერის პოზიციები. ამდენად, ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციას მოუწევს მისი სურვილების გათვალისწინება, როცა ევროპელ მოკავშირეებსა და უკრაინასთან ალიანსის განმტკიცებას შეეცდება”, _ იუწყება ამერიკული საინფორმაციო სააგენტო Bloomberg.

ამერიკული გამოცემა წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი გეგმავდა, მრისხანედ გამოეცხადებინა, რომ უკრაინაში შეჭრა დაუშვებელი იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში “მძლავრ ეკონომიკურ სანქციებს” დააწესებდა, კრემლში კი, როგორც მისი განცხადებებიდან ჩანს, მხოლოდ ერთი რამ სურთ _ ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების შეჩერება, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე შეიარაღების განლაგების დაუშვებლობას ნიშნავს.

“პუტინმა უკვე მიიღო, რაც სურდა, სახელდობრ, ეს მოლაპარაკებები. ყოველ ჯერზე, როდესაც ამერიკის პრეზიდენტი რუსეთის ლიდერისთვის რაღაცის ახსნას ცდილობს, მის წისქვილზე ასხამს წყალს; პუტინი კი ცდილობს, რუსეთი ისეთ სახელმწიფოდ აქციოს, რომელსაც ყველამ პატივი უნდა სცეს”, _ მოჰყავს Bloomberg-ს პროექტ “კრიტიკული მუქარების” დირექტორ ფრედერიკ კაგანის ციტატა.

სტატიის ავტორის აზრით, მოლაპარაკებებმა პუტინს შესაძლებლობა მისცა, განესაზღვრა ბაიდენის პოზიციები, ბაიდენს კი, საეჭვოა, საჭირო დასკვნა გამოეტანა ამ მოლაპარაკებებიდან.

“ბაიდენის პრობლემა არის ის, რომ ყველა კოზირი პუტინის ხელშია, რუსეთის ლიდერი აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრების შემდეგ აძლიერებს თავის გავლენას და ეს ყოველ ჯერზე იწვევს თეთრი სახლის შეშფოთებას”, _ ასკვნის Bloomberg-ი.

fondsk.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here