Home ახალი ამბები საქართველო ბიზნესს ორი მთავარი გასაჭირი აქვს -კადრების დეფიციტი და რეგულაციები, რომლებიც ევროკავშირის მოთხოვნითაა...

ბიზნესს ორი მთავარი გასაჭირი აქვს -კადრების დეფიციტი და რეგულაციები, რომლებიც ევროკავშირის მოთხოვნითაა შემოღებული.

123

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას – „საქართველოს ეკონომიკისა და სწრაფად მზარდი სექტორების პერსპექტივები“, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და მთავრობის წევრები დაესწრებიან.

კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე პრემიერ-მინისტრს, მთავრობის წევრებსა და ბიზნეს საზოგადოებას 2019-2023 წლების ინდექსის დინამიკას გააცნობს, რის საფუძველზეც შეფასდება ბიზნესის განწყობები და მოლოდინები.

„4 წელია ვაწარმოებთ ბიზნესის ინდექსს და კარგად ვხედავთ დინამიკას. თუ 3-4 წლის წინ პრობლემა იყო ლარის კურსი, პროდუქციის გაყიდვის ან მოთხოვნის საკითხი და ა.შ. დღეს სხვა ტიპის პრობლემებია, რომელიც 2 ჯგუფად არის დაყოფილი. ესენია, პირველი – სამუშაო ძალასთან დაკავშირებული პრობლემები, პროფესიულ კადრებზე ხელმისაწვდომობა, რომელიც ყველას აწუხებს დღეს ჩვენს ქვეყანაში; მეორე – ეს არის ადმინისტრაციული წნეხი, რომელიც რეგულაციებიდან მოდის. ბიზნესისთვის გასაგებია, რომ ეს არის ევროპული რეგულაციები და ამ კუთხით იქნება ჩვენი თხოვნა, რომ კერძო სექტორი იყოს ჩართული ამ პროცესში. ევროპული სტანდარტების ადაპტაციას სჭირდება შეგუება ბიზნესის მხრიდან, ეს კი მოითხოვს მეტ კომუნიკაციას მთავრობასა და ბიზნესს შორის,“ – განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

https://www.bpn.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here