Home რუბრიკები პოლიტიკა ბიძკოინი და ქილა ოცნება

ბიძკოინი და ქილა ოცნება

5157

საზოგადოებას, რომელსაცქართული ოცნებახელისუფლებაში მოსვლამდე ტარიფების შემცირებას ჰპირდებოდა და შემცირების ნაცვლად კიდევ ერთხელ გაუზარდეს, ნამდვილად არ აქვს გასახარად და საამაყოდ საქმე. სამაგიეროდ, გასახარად აქვს საქმე კომპანია BitFury-, რომლის გამოც ელექტროენერგიის მომატებული ტარიფის გადახდა საზოგადოებას მოუწევს

“საქართველოში კომუნალური გადასახადების ტარიფები 2004 წლიდან ყველა მიმართულებით გეგმაზომიერად და მკვეთრად იმატებდა და 2012 წლისთვის ტარიფების სიდიდით ჩვენმა ქვეყანამ არა მხოლოდ დსთ-ის ქვეყნებს, არამედ ევროპის ბევრ ქვეყანასაც გაუსწრო. ტარიფების მატებითა და კომუნალური გადასახადების ამოღების არაცივილიზებული ხერხების გამოყენებით მკვეთრად გაზრდილი კომუნალური ხარჯები ისედაც ღარიბ მოსახლეობას მძიმე ტვირთად დააწვა. მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის 2004 წლის შემდეგ კომუნალურმა ხარჯებმა საშუალოდ 3-4-ჯერ მოიმატა. ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის, წყლის მიწოდებასა და ნარჩენების გატანას საქართველოში ერთი საერთო რამ აქვს: თითოეული ამ მომსახურების საფასური არაადეკვატურად მაღალია. ამის მიზეზია მთავრობისა და მარეგულირებელი კომისიების მიერ დაკანონებული უსამართლობა. ამ მხრივ განსაკუთრებით 2007 და 2010 წლები გამოირჩეოდა, როდესაც, დაპირებისა და მძიმე სოციალური ფონის მიუხედავად, ტარიფებმა მკვეთრად მოიმატა. თბილისში წყლის ტარიფმა, 2003 წელთან შედარებით, 160%-ით მოიმატა (2007 წელს გაორმაგდა, ხოლო 2010 წელს კიდევ ერთხელ გაიზარდა). თუმცა არც ერთი დაპირება _ 24-საათიანი მომარაგება, წყლის ხარისხის გაუმჯობესება, ტარიფის დიფერენცირება და სხვ. _ არ შესრულებულა და, ფაქტობრივად, მოტყუებულმა მოსახლეობამ გაცილებით ძვირად იგივე, უფრო მეტიც, ხშირად უარესი მომსახურება მიიღო. თითქმის გაორმაგდა ბუნებრივი აირის ფასი. იგი ძალიან მაღალია, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი წინაპირობა არსებობს ბუნებრივი აირის ტარიფის საგრძნობლად შესამცირებლად (საქართველო უფასოდ იღებს ბუნებრივ აირს არსებული მაგისტრალური და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენით ტრანზიტისთვის; ბუნებრივი აირის ხარისხი მაღალი არ არის და ა.შ.). ელექტროედნერგიის ტარიფმა იმავე პერიოდში დაახლოებით 70%-ით მოიმატა. აღსანიშნავია, რომ სოციალურად უსამართლოა დაწესებული დიფერენცირებული ტარიფიც. მიგვაჩნია, რომ კომუნალური ტარიფები უნდა ეფუძნებოდეს რეალურ გათვლებს, შეესაბამებოდეს გაწეული მომსახურების ხარისხს და ხელმისწვდომი იყოს ქვეყნის მოქალაქეებისთვის. აქედან გამომდინარე: უმოკლეს ვადებში განვახორციელებთ ტარიფების ხელახალ და სამართლიან გადაანგარიშებას ტარიფების მნიშვნელოვანი შემცირების მიმართულებით; არ დავუშვებთ ტარიფების ზრდას სუბიექტური, უსამართლო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების საფუძველზე; არ დავუშვებთ ბიზნესისთვის კაბალურ ტარიფებს, რაც აძვირებს პროდუქციას და ხელს უშლის ბიზნესის განვითარებას; გამოირიცხება კოლექტიური მრიცხველები, სხვადასხვა კომუნალური გადასახდელის ერთმანეთზე მიბმა და სხვა ნებისმიერი მექანიზმი, როდესაც უპირატესობა ენიჭება მომსახურების საფასურის ამოღებას და არა მომხმარებელთა ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას” _ ეს არის ამონარიდი საარჩევნო ბლოკ “ბიძინა ივანიშვილი _ ქართული ოცნების” 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების პროგრამიდან, რომელსაც კიდევ ერთხელ შევახსენებთ საზოგადოებას და, რაც მთავარია, ურიგო არ იქნება, ამ დაპირებებსქართული ოცნებისლიდერები თუ გადაავლებენ თვალს. თუმცა საეჭვოა, მომატებული ხელფასებით, პრემიადანამატებით სტომაქამოვსებულიმეოცნებეებიდაპირებების არათუ შეუსრულებლობამ, არამედ ტარიფების კიდევ უფრო მომატებამ შეაწუხოს. ხალხის გაუსაძლის ყოფაზე ზრუნვა რა მაგათი სადარდებელია. მთავარია, ივანიშვილის ბიუჯეტი იზრდებოდეს წელიწადში თითქმის 400 მილიონი დოლარით.

2018 წელს საქართველოს მოსახლეობა მომატებული ტარიფებით შეხვდა. გაძვირდა როგორც ელექტროენერგიის, ასევე წყლისა და ბუნებრივი აირის ტარიფები. “ქართული ოცნების” ხუთწლიანი მმართველობის შედეგად გასაოცარი ცხოვრების ნაცვლად მივიღეთ: ეკონომიკური ზრდის ტემის დაცემა, სამუშაო ადგილების შემცირება, მომატებული ბიუროკრატიული ხარჯები, ინფლაცია, ფასებისა და ტარიფების ზრდა, ლარის გაუფასურება და მოსახლეობის უკიდურესი გაღარიბება, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მთავარია, ივანიშვილის ბიუჯეტი იზრდებოდეს წელიწადში თითქმის 400 მილიონით, საზოგადოების ჭირი კი ღობეს ჩხირია

სემეკის განმარტებით, დენის გაძვირება განპირობებულია ელექტროენერგიის მოხმარების მომატებით და იმ დიდი ინვესტიციებით, რომელთა ჩადებასაც ქსელის გასამართავად მომდევნო სამი წლის განმავლობაში გეგმავენ კომპანიები. მაშინ, როდესაც უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი მოსახლეობისთვის დენი 1, 28 თეთრით გაძვირდა, ბიძინა ივანიშვილის კომპანია BitFury (მართალია, კომპანია ოფიციალურად უარყოფს კავშირს მთავარ მოქალაქესთან, ისევე, როგორც მთავრობის წევრები უარყოფენ ჩრდილოვან მმართველობას, მაგრამ ნათელია და საზოგადოებაც ღრმად არის დარწმუნებული, რომ საქართველოს ხელისუფლებას მილიარდერი მოქალაქე მართავს) შეღავათებით სარგებლობს და დენის საფასურს შეღავათიანი ტარიფით იხდის. შეგახსენებთ, რომ ეს კომპანია კრიპტოვალუტას _ ბიტკოინებს აწარმოებს და ელექტროენერგიას დიდი რაოდენობით მოიხმარს. თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში მდებარე კომპანია BitFury-ს დატა ცენტრი, რომლის სიმძლავრეც 40 მგვტ-ია, ზრდის მოთხოვნას ელექტროენერგიაზე და სწორედ ელექტროენერგიის მოხმარების მატება შეიქნა ტარიფის მომატების საფუძველი, რაც მძიმე ტვირთია ისევ მოსახლეობისთვის, თორემ ივანიშვილის “ფულის საჭრელი ქარხანა” აქამდეც შეღავათიანი ტარიფით სარგებლობდა და მომავალშიც ისარგებლებს.

კემბრიჯის ალტერნატიული ფინანსების ცენტრის (CCAF) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველო კრიპტოვალუტების მოსაპოვებლად დახარჯული ელექტროენერგიის რაოდენობით მსოფლიოში მეორე ადგილზეა. კვლევაში პირველ ადგილზეა ჩინეთი, სადაც კრიპტოვალუტების შექმნაზე 111 მეგავატი ელექტროენერგია იხარჯება, საქართველოში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 60 მეგავატს შეადგენს, ხოლო აშშში, რომელიც მესამე ადგილზეა, _ 27 მეგავატს. ასე რომ, დევიზიდავეწიოთ და გავუსწროთ ამერიკასგამართლებულია. საზოგადოდ, კრიპტოვალუტის მაინერი კომპანიები ისეთ ქვეყნებშია თავმოყრილი, რომლებშიც ტექნოლოგიები ძალიან განვითარებულია, ელექტროენერგია კი _ იაფი. საქართველო ტექნოლოგიურად რომ არ არის განვითარებული და არც იაფი დენია ჩვენს ქვეყანაში, ამაზე, ალბათ, არავინ დავობს… მართალია, “ქართული ოცნებისხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ 21 ელექტროსადგური აშენდა, რასაც დენის გაიაფება უნდა გამოეწვია და არა გაძვირება, მაგრამ გაირკვა, რომ ჰესების აშენებაც და ბიტკოინების მოსაპოვებლად დახარჯული ელექტროენერგიის საფასურიც ჩვენი გადასახდელი ყოფილა, დიახ, კიდევ ერთხელ გაძვირებული დენის ტარიფი სწორედ ამის შედეგია! კალაძე კი გვამადლის: 24-საათიანი მუშაობის რეჟიმში 21 ელექტროსადგური, 18 ჰიდროელექტროსადგური, 2 თბოელექტროსადგური და ერთი ქარის ელექტროსადგური ავაშენეთ და ამით საქართველოს მოყვარული ყველა ადამიანი იამაყებსო… საზოგადოებას, რომელსაც “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში მოსვლამდე ტარიფების შემცირებას ჰპირდებოდა და, შემცირების ნაცვლად, ტარიფები კიდევ ერთხელ გაუზარდეს, ნამდვილად არ აქვს გასახარად და საამაყოდ საქმე. სამაგიეროდ, გასახარად აქვს საქმე კომპანია BitFury-ს, რომლის მუშაობის გამო ელექტროენერგიის მომატებული ტარიფის გადახდა საზოგადოებას მოუწევს. აქვე გადავავლოთ თვალი ინფორმაციას კომპანია BitFury-ს შესახებ:

თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა 2015 წლის ოქტომბერში შეიქმნა 49 წლის ვადით. ის მდებარეობს თბილისში, გლდანის რაიონში, 18,5 ჰა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე. თბილისის თიზ-ის (თავისუფალი ინდუსტრიული ზონის) ადმინისტრატორი არის შპს “ჯორჯიან ტექნოლოჯი პარკი”, რომელიც BitFury-ის შვილობილი კომპანიაა. BitFury მსოფლიო კრიპტოვალუტის _ ბიტკოინის (ბლოკჩეინის) ტექნოლოგიების წამყვანი კომპანიაა. ტერიტორია, რომელზეც თავისუფალი ინდუსტრიული ზონაა განლაგებული, თიზის სტატუსის მინიჭებამდე რამდენიმე თვით ადრე, 2015 წლის მაისში, “ჯორჯიან ტექნოლოჯი პარკმასახელმწიფოსგან სიმბოლურ ფასად _ 1 ლარად შეიძინა. მიწის გადაცემის საინვესტიციო ვალდებულებად კი მონაცემთა დამუშავების ცენტრის შექმნა განისაზღვრა.

2015 წლის ბოლოს BitFury-მ თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ტერიტორიაზე 40 მგვტ სიმძლავრის დატა ცენტრი გახსნა და, რადგან ცენტრი თიზ-ის ტერიტორიაზეა, ის ელექტროენერგიის საფასურზე დღგ-ისგან გათავისუფლებულია. დატა ცენტრების ძირითადი ხარჯი სწორედ ელექტროენერგიაზე მოდის, რადგან იქ განთავსებულია მძლავრი სერვერები, რომლებიც ბიტკოინს გამოიმუშავებს, რაც მთავარია, ცენტრში ტემპერატურა ყოველთვის უნდა კონტროლდებოდეს და ელექტროენერგიის მოხმარების ძირითადი წილი სწორედ გაგრილების სისტემაზე მოდის. BitFury საქართვლოში ფლობს მონაცემთა ორ ცენტრს: 2014 წელს მან გორში ააშენა მონაცემთა ცენტრი, ამისთვისაცთანაინვესტირების ფონდიდან” 20 მილიონი მიიღო. შეგახსენებთ, რომთანაინვესტირების ფონდი” 2013 წელს ბიძინა ივანიშვილის ინიციტივით დაფუძნდა და მისი ხელმძღვანელია უმრავლესობის ყოფილი ლიდერი დავით საგანელიძე. BitFury-ს ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მათ “თანაინვესტირების ფონდისგან” მიღებული სესხი დაფარეს, ამ ეტაპზე კი არანაირი კავშირი არ აქვთ არც “თანაინვესტირების ფონდთან” და არც ბიძინა ივანიშვილთან.

საზოგადოებისთვის ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს, როგორ შეესაბამება თბილისის თავისუფალი ზონის შექმნის პირობები კანონმდებლობას. კანონმდებლობის თანახმად, თავისუფალი ზონა იქმნება სახელმწიფოს ინიციატივით ან ბიზნესის მოთხოვნით. ამ კონკრეტულ შემთხვევაში შეიქმნა ბიტკოინების მწარმოებელი კომპანიის მოთხოვნით. თავისუფალი ზონა კი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: მიწის ფართობი უნდა აღემატებოდეს 10 ჰექტარს და მოთხოვნის შეტანისას მთხოვნელმა უნდა წარადგინოს საკუთრების დოკუმენტაცია. ამ შემთხვევაში მთავრობამ BitFury- მოთხოვნამდე რამდენიმე თვით ადრე სიმბოლურ ფასად, 1 ლარად, გადასცა ამ კომპანიას სახელმწიფოს კუთვნილი თითქმის 2 მილიონი ლარის ღირებულების მიწა; კომპანიამ მთავრობას უნდა წარუდგინოს გეგმა, რომელშიც აღწერილი იქნება, რა სარგებელს მიიღებს საქართველო თავისუფალი ზონიდან. ეს შეიძლება იყოს ინვესტიციები, მოსახლეობის დასაქმება და ქვეყნის ეკონომიკის განვითარება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში არც ერთი მოთხოვნა არ შესრულებულა. მოკლედ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, კომპანიამ 2014 წელს ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული “თანაინვესტირების ფონდისგან” 20 მილიონი მიიღო. BitFury-ს აღმასრულებელი დირექტორი არის ვალერი ვავილოვი, დირექტორთა საბჭოს წევრი კი _ ბიზნესმენი გიორგი კიკვაძე, რომელიც, ამასთანავე, “თანაინვესტირების ფონდის” ერთ-ერთი აღმასრულებელი დირექტორია. როგორც ხედავთ, აშკარაა საქართველოს მთავრობის მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის კიდევ ერთხელ სასათბურე პირობების შექმნა და სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი საქართველოს მოსახლეობის ხარჯზე ხდება. ნაცვლად იმისა, რომ თავისუფალი ზონისთვის გათვალისწინებული პრივილეგიების შედეგად მიღებული სარგებელი ეკონომიკურ ზრდას, პენსიებისა და დახმარებების მომატებას, ადამიანების დასაქმებასა და კეთილდღეობას მოხმარდეს, ეს ყველაფერი მიმართულია მილიარდერი ივანიშვილის კიდევ უფრო გასამდიდრებლად. აქვე გეტყვით, რომ არის დღეები, როდესაც დატა ცენტრის შემოსავალი რამდენიმე ასეული მილიონია.

ცოტა ხნის წინათ BitFury- ჯგუფმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ დენის ტარიფთან დაკავშირებით არანაირი შეღავათით არ უსარგებლიათ და ყველა გადასახადს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად იხდიან. ამ განცხადებამ, შესაძლოა, გვაფიქრებინოს, რომ ბიტკოინების მწარმოებელი კომპანიის მიმართ ცრუ ბრალდებები გაისმა, მაგრამ კომპანია ამ განცხადებით თაღლითურად ცდილობს საზოგადოების დარწმუნებას, რომ არანაირი შეღავათით არ სარგებლობს და მის გამო მოსახლეობისთვის გაძვირებული დენის ტარიფი და დენის მათ მიერ გადახდილი საფასური ერთი და იგივეა. სინამდვილეში კი, რადგან BitFury-ს ცენტრი თავისუფალი ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზეა განთავსებული, ის გათავისუფლებულია დღგ-ის გადასახადისგან და ელექტროენერგიის საფასურსაც დღგ-ის გარეშე იხდის. მათ მიერვე გასაჯაროებული ინფორმაციის თანახმად, მაგალითად, 2017 წლის დეკემბერში BitFury-ს მიერ გახარჯული ელექტროენერგიის რაოდენობა 27017100 კვტ/სთ იყო, რისთვისაც მან 3 329 587 ლარი გადაიხადა. ელექტროენერგიის ტარიფში დღგ-ის განაკვეთი 18%-ია, შესაბამისად, დატა ცენტრი ყოველთვიურად ელექტროენერგიაში გადახდილი თანხის 18%-ს ზოგავს. გამოდის რომ, მხოლოდ დეკემბერში კომპანიამ თითქმის 600 ათასი ლარი დაზოგა. აღარაფერს ვამბობთ სხვა შეღავათებზე, რომლებითაც თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში მდებარე ეს, ასე ვთქვათ, ფულის საჭრელი ქარხანა სარგებლობს. აქვე აღვნიშნავთ, რომ BitFury კაიმანის კუნძულებზე, ოფშორულ ზონაშია რეგისტრირებული და შვილობილი კომპანიების გავლით ოპერირებს.

რაც შეეხება ელექტრონულ ფულს, ბიტკოინებს, მის მიმართ ექსპერტები სკეპტიკურად არიან განწობილი. მაგალითად, ყოფილი ვიცეპრემიერი, ექსპერტი თემურ ბასილია ამბობს: ბიტკოინით მოსარგებლე ადამიანი ხან მოგებული დარჩება და ხან _ წაგებული, ეს არის ახალი პირამიდა, რომელშიც ჩართულნი არიან ადამიანების მასები და ამდენად არ არის გამორიცხული, ამ პირამიდამ არსებობა დაასრულოს ისე, როგორც მისმა წინამორბედმა პირამიდებმა. ვურჩევ საქართველოს მოქალაქეებს, იყვნენ ფრთხილად! ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება ბიტკოინი დიდი სკანდალით დასრულდეს და ასიათასობით ადამიანის გაკოტრება გამოიწვიოს!” ეს არ არის მხოლოდ ერთი კონკრეტული ექსპერტის მოსაზრება. როგორც ქართველი, ისე უცხოელი ექსპერტების დიდი ნაწილი ბიტკოინების მიმართ სწორედ ასეა განწყობილი. ამ ეტაპზე კი, სანამ ეს ფინანსური პირამიდა დიდ მოგებას აძლევს მავანს, საზოგადოებისთვის უკვე მძიმე ტვირთად იქცა. ბიტკოინების საწარმოებლად დენის დიდი ოდენობით მოხმარების გამო გაზრდილი ტარიფი მოსახლეობის ჯიბეზე მიმდინარე თვიდან აისახება და ამით თითოეულ ჩვენგანს წვლილი შეგვაქვს მილიარდერი მოქალაქის მიერ მილიონების დაგროვებაში…

გიორგი გელაშვილი

2 COMMENTS

  1. ჩვენი ხალხი,როგორ სახელმწიფოსაც იმსახურებს ზუსტად ისეთი სახელმწიფო გვაქვს. საქართველოს მოსახლეობა იყოფა სამ ნაწილად. მლიქვნელების ჯგუფად.რომელიც ეფერება და ეკეკლუცება ივანიშვილს
    და მეორე მხარე თავმოყვარე ხალხის ჯგუფი,რობლებიც არ მიიღებენ არავისგან დახმარება სუფრო სწორად მათხოვრულ დახმარებას ოცნება ივანასგან და მესამე უსირცხვილო და უთავმოყვარეო ხალხის ჯგუფი, რომლების ორ თეთრად იყიდებიან და ამის სანაცვლოდ ხმას აძლევენ ბიძინას. მერე კი წუწუნებენ შეგვპირდით და რატო არ გვისრულებთო.

  2. კემბრიჯის ალტერნატიული ფინანსების ცენტრის (CCAF) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების
    მკვლევარებს

    ჩემგან გადაეცით:

    მეზობელ რუსეთში, უკრაინაში და ავღანეთში გადახედოს ელ. ენერგიის მოხმარებას მაინინგში და მერე ასეთ სისულელეებს აღარ იბჟუტურებს.

    სირცხვილია თუთიყუშივით ერთი და იგივე სიბრიყვის გამეორება

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ალეკო Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here