Home სხვადასხვა დაიჯესტი Bild: გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს უჩვეულო შეთავაზება

Bild: გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს უჩვეულო შეთავაზება

1674
გერმანია

გერმანიიდან ნებაყოფლობით წამსვლელებისთვის, რომლებსაც თავშესაფარზე უარი უთხრეს, პრემიის მიცემა არისფრიად გონივრული ღონისძიება”, _ განუცხადა Bildის კორესპონდენტს გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა თომას დე მეზიერმა. “ბოლოს და ბოლოს ეს გერმანელი გადამხდელების ინტერესებშია”, _ აღნიშნა მან და დასძინა, რომ წლეულს გერმანიაში უკვე ჩავიდა 173 ათასი ლტოლვილი.

“დახმარებას ნაღდი ფულით ხელზე კი არ მიიღებენ, არამედ მხოლოდ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ. ფული იქ უნდა დახარჯონ ბინის ყიდვაში ან მის კეთილმოსაწყობად”, _ ხაზი გაუსვა მინისტრმა.

თომას დე მეზიერმა განაცხადა, რომ იმ ხარჯთან შედარებით, რომელსაც გერმანია გაიღებს ლტოლვილების დახმარებისთვის ხანგრძლივი დროის განმავლობაში, პრემიების ოდენობა “უმნიშვნელოა”. აქვე დასძინა, რომ ეს თანხა არ უნდა იყოს იმდენად დიდი, რომ “ადამიანები ჩამოვიდნენ ამ ფულის მისაღებად”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here