Home ახალი ამბები მსოფლიო ბელარუსს ომს ჰპირდებიან. მშვიდობიანი პროტესტი უნდა დაივიწყონ

ბელარუსს ომს ჰპირდებიან. მშვიდობიანი პროტესტი უნდა დაივიწყონ

80

9 აგვისტოს ორი წელი გავიდა ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებიდან. ეს ორივე მხარემ მასშტაბური ღონისძიებით აღნიშნა: ტიხანოვსკაიამ თავისი მომხრეები ვილნიუსში შეკრიბა კონფერენციაზე სახელწოდებითახალი ბელარუსი”; ლუკაშენკოს მომხრეები კი მინსკში კუპალას სახელობის თეატრში შეიკრიბნენ პატრიოტული ძალების ფორუმზე; თვითონბატკამკი მაღალჩინოსნები მინისტრთა საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე მიიწვია, _ წერს politnavigator.net.

2020 წლის 9 აგვისტოს ბევრი დარჩა უკმაყოფილო ხმის დათვლის პროცედურით, მაგრამ მათგან თითქმის ყველა აღნიშნავდა, რომ არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა ალექსანდრე ლუკაშენკომ. ახლა ეს ადამიანები მოხარულნი არიან, რომ ასე მოხდა.

ლუკაშენკომ წინასაარჩევნო კამპანია წააგო. 2020 წლის დასაწყისში ყველა დარწმუნებული იყო, რომ მას მსუბუქი გასეირნება მოუწევდა, ისევე, როგორც 2016-ში. ოპოზიცია ერთმანეთთან ბრძოლით იყო დაკავებული, ლუკაშენკო კი, ჩვეულებისამებრ, თითქმის არ უთმობდა ყურადღებას წინასაარჩევნო ბრძოლას. ის დადიოდა ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში, ჩნდებოდა ტელეეკრანზე, მსგავსი მედიარესურსი ყოველთვის საკმარისი იყო არჩევნებში გასამარჯვებლად, მაგრამ 2020 წელს პროცესზე გავლენა იქონია რამდენიმე ფაქტორმა:

პირველი. ინტერნეტმა საბოლოოდ დაჯაბნა ტელევიზორი. არადა, პოლიტიზებული აუდიტორიის ძირითადმა ნაწილმა თავი, სახელდობრ, იქ მოიყარა, ინტერნეტში კი ხელისუფლების პოზიციები ტრადიციულად სუსტი იყო;

მეორე. ლუკაშენკომ დაუშვა შეცდომები _ მოაწყო ეკონომიკის დამანგრეველი ალტერნატიული ნავთობის ავანტიურა; გააძლიერა ანტირუსული მიმართულება თავის რიტორიკაში; აკეთებდა უცნაურ განცხადებებს კოვიდის შესახებ. გააჭიანურა პროგრამის გამოქვეყნება;

მესამე. გამოცდილი ოპოზიციონერების გარდა, არჩევნებში ჩაერთვნენ ახალი ადამიანები, რომლებიც თამაშობდნენ ხისტად, პოლიტტექნოლოგიების გამოყენებით. ბელარუსის ხელისუფლებას კი პოლიტტექნოლოგებთან ყოველთვის ჰქონდა პრობლემები. ადმინისტრაციულმა რესურსმა და “ბელაია რუს”-ის ტიპის ორგანიზაციებმა ოპოზიციონერების წინააღმდეგ ვერ იმუშავეს. შედეგად ორი ძირითადი კონკურენტი გისოსებს მიღმა აღმოჩნდა.

შეცდომების ერთობლიობამ და ლუკაშენკოს საწინააღმდეგო პოლიტტექნოლოგიებმა მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. პოლიტტექნოლოგები ელექტორატს თავში უტენიდნენ ერთ აზრს _ ხმა მიეცათ თუნდაც ეშმაკისთვის, ოღონდ არა ლუკაშენკოსთვის. ეშმაკის როლში გამოვიდა ერთ-ერთი დაკავებული პრეტენდენტის ცოლი. როგორც კანდიდატი, ის ისეთივე სუფთა იყო, როგორც ახალშობილის სინდისი. არანაირი გამოცდილება პოლიტიკაში. უბრალო დიასახლისი, სუფთა ფურცელი და ამ სუფთა ფურცელმა პოლიტტექნოლოგების დახმარებით შეძლო ამომრჩევლის მიზიდვა.

შედეგები ცნობილია: კენჭისყრა. პროტესტები. მასობრივი არეულობები. მასობრივი გაფიცვის მცდელობები. და კვლავ განაგრძობდნენ მუშაობას პოლიტტექნოლოგები და მარიონეტების დასავლელი მანიპულატორები. ტელეგრამარხები საპროტესტოდ იწვევდნენ ადამიანებს, მათ უტარებდნენ ინსტრუქტაჟს, როგორ უნდა ჩართულიყვნენ არეულობებში, გზების ბლოკირებაში. პოლიტტექნოლოგები აჩვენებდნენ მიმზიდველ მომენტებს _ მშვიდობიან პროტესტს, სტუდენტების მარშებს, ქალებსა და პენსიონერებს, ლენტებს, ქოლგებს, ჩახუტებებსა და კოცნებს ძალოვანთა ფონზე. თეთრწითელ კაბაში გამოგწყობილ პატარძალს, რომელიც, როგორც შემდეგ გაირკვა, სულაც არ ყოფილა პატარძალი. პროტესტი ძალას იკრებდა, მშვიდობიანი პროტესტი, მიუხედავად უკვე მომხდარი შეტაკებებისა და ბარიკადებისა.

იმხანად ამ პროტესტს ბევრი თანაუგრძნობდა. მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ლუკაშენკოსგან დაიღალა და სწორედ ამ ნაწილს შეაჩეჩეს ქალი, არც ისე ჭკვიანი, მაგრამ ხალხს ჰპირდებოდა, რომ პრეზიდენტის პოსტზე დიდხანს არ გაჩერდებოდა _ სწრაფად ჩაატარებდა არჩევნებს და დაუბრუნდებოდა ქმარსა და კოტლეტებს. ამ ქალის გაპრეზიდენტების მსურველთა რაოდენობამ კიდევ უფრო მოიმატა. ეს იყო პიკი.  

იმ მომენტში ლუკაშენკო იანუკოვიჩი რომ ყოფილიყო, ბელარუსი ახლა უკრაინა იქნებოდა, მაგრამ ლუკაშენკო ლუკაშენკოდ დარჩა და ვითარება თავის სასარგებლოდ შემოაბრუნა. უხეშად, სისხლით, მაგრამ ვითარება გადატეხა. შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა კი აჩვენა, რომ მართალი იყო.

ოპოზიციური სატყუარით მოხიბვლა დიდხანს არ გაგრძელებულა. ახლა უკვე ოპოზიცია უშვებდა შეცდომებს და კარგავდა პოპულარობას…

2020 წლის მოვლენების შემდეგ, ბელარუსთა აზრით, დაინტერესდა საზოგადოებრივი აზრის კვლევითი ორგანიზაცია Chatham House. მისი მონაცემებით,თუ 2020 წელს ოპოზიციის მხარდამჭერთა რაოდენობა 56-57% იყო, 2022 წელს ეს მონაცემი 28-30%-მდე შემცირდა.

და ეს არ არის ლუკაშენკოს მძლავრი პროპაგანდის შედეგი. ინტერნეტსაც ძველებურად ოპოზიცია აკონტროლებს. უბრალოდ, ადამიანებმა ამ ხნის განმავლობაში დაინახეს, რომ ოპოზიციონერებმა იცრუეს კომპენსაციების მიღებაზე, დაიღალნენ ოპოზიციონერთა შორის საქმის გარჩევით და მათი უუნარობით, რამე შედეგიანი ქმედებები განახორციელონ.

იანვრის შემდეგ იყო მოწოდებები დივერსიების განხორციელებისა და უკრაინისთვის სადაზვერვო მონაცემების შეგროვებისკენ, “ბოევიკებისგმირებად წარმოჩენის მცდელობა. შიმბოლოებად, თეთრებში გამოწყობილი გოგონების ნაცვლად, კამუფლაჟიანი და წვერიანი თავზეხელაღებულები იქცნენ. რა თქმა უნდა, ასეთი სიმბოლოების მომხიბვლელობა სხვანაირია.

ბოლო ნაბიჯი იყო 9 აგვისტოს ვილნიუსში გამართული კონფერენცია. იქმშვიდობიანპროტესტს საჯაროდ დაუსვეს ჯვარი. ბევრი ილაპარაკეს ძალადობრივ სცენარზე. პოლკ “პაგონიას” მეთაურის მოადგილემ ისიც კი განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების დახმარებით 3 დღეში აიღებდნენ მინსკს. ტიხანოვსკაიას მინისტრთა კაბინეტში დანიშნეს სპეციალური წარმომადგენელი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება “დეოკუპაციაზე”.

კონფერენციაზე ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა დარჩა ოპოზიციონერ ანატოლი ლებედკოს სიტყვები, რომ ძალადობრივი სტრატეგია მკვეთრად შეამცირებს ოპოზიციის აუდიტორიას.

და მართლაც _ ძალიან შეამცირებს. მშვიდობიანი პროტესტი ყველამ უნდა დაივიწყოს. ახლა ოპოზიციამ პირდაპირ განაცხადა, რომ ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად მზად არის, ომი გამოუცხადოს თავის ხალხს. ამის შემდეგ ასეთი ოპოზიციის პერსპექტივას ჯვარი უნდა დაესვას. ლუკაშენკო კი კიდევ ერთ გამარჯვებას იზეიმებს.

ლუკა მაისურაძე

https://www.politnavigator.net/?s=%D0%91%D0%B5%D0%BB%D0%BE%D1%80%D1%83%D1%81%D1%81%D0%B8%D0%B8+%D0%BE%D0%B1%D0%B5%D1%89%D0%B0%D1%8E%D1%82+%D0%B2%D0%BE%D0%B9%D0%BD%D1%83.+%D0%9F%D1%80%D0%BE+%D0%BC%D0%B8%D1%80%D0%BD%D1%8B%D0%B9+%D0%BF%D1%80%D0%BE%D1%82%D0%B5%D1%81%D1%82+%D0%BC%D0%BE%D0%B6%D0%BD%D0%BE+%D0%B7%D0%B0%D0%B1%D1%8B%D1%82%D1%8C&submit=

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here