Home ახალი ამბები მსოფლიო ბელარუსი და რუსეთი აღრმავებენ ინტეგრაციას, ამჯერად _ ფინანსურ სფეროში

ბელარუსი და რუსეთი აღრმავებენ ინტეგრაციას, ამჯერად _ ფინანსურ სფეროში

374

ბელარუსმა და რუსეთმა მოილაპარაკეს ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ჰარმონიზაციაზე”, _ განაცხადა ბელარუსის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა პავლე კალაურმა. უფრო ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პავლე კალაურმა და რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა ელვირა ნაბიულინამ სამოკავშირეო ინტეგრაციის ჩარჩოებში ე.წ. საგზაო რუკას მოაწერეს ხელი. 

“ჩვენ პრინციპულად მოვილაპარაკეთ ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ცალკეულ საკითხებზე”, _ განაცხალა ბელარუსის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, ბელარუსსა და რუსეთში ერთი და იგივე საფინანსო რეჟიმი უნდა მოქმედებდეს _ ეს არის ინფლაციის ტარგეტირება (ფულად-საკრედიტო პოლიტიკის რეჟიმი, რომლის საბოლოო მიზანი ფასების სტაბილიზაციაა).

“ეს რეჟიმი რუსეთში უკვე მოქმედებს, ბელარუსში კი მოგვიწევს მისი რეალიზება. ვფიქრობთ, რომ, თუ მოწესრიგდება კანონმდებლობა ამ რეჟიმის შესაბამისად, მაშინ ის ამოქმედდება 2021 წლის 1 იანვრიდან”, _ დააზუსტა პავლე კალაურმა და დასძინა, რომ მეორე მნიშვნელოვანი საკითხი იყო ეროვნული ვალუტების კურსები, რომლებიც მცურავი უნდა იყოს.

“ინფლაციის წინააღმდეგ მიზნები, სახელდობრ, ფასების სტაბილურობა ჩვენთვის და რუსეთის ცენტრალური ბანკისთვის საკვანძო საკითხი იქნება”, _ აღნიშნა ბელარუსის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here