Home ახალი ამბები მსოფლიო BBC News: პატიმრები ამერიკის ციხიდან ორიგინალურად გაიქცნენ

BBC News: პატიმრები ამერიკის ციხიდან ორიგინალურად გაიქცნენ

877

ინციდენტი ალაბამას შტატში 31 ივლისს მოხდა, დეტალები კი 2 აგვისტოს შეიქნა ცნობილი. პატიმრებმა ციხიდან გასასვლელ კარზე დაწერილი ციფრები ახალბედა მცველის დასაბნევად მელნით დაფარეს. “როცა ზედამხედველს დაუძახეს და საკანში შეშვება სთხოვეს, მან შეცდომით ციხის კარი გაუღო”, _ ნათქვამია პენიტენციური დაწესებულების განმარტებით ბარათში. კორპუსიდან გასულებმა საბნებისა და ციხის ტანსაცმლის გამოყენებით შეძლეს მავთულხლართიან კედელზე გადასვლა და მიმალვა.

გაიქცა 12 კაცი. მათგან 11 რამდენიმე საათში დააკავეს. გაქცეულთაგან ერთი, ბრედლი ენდრიუ კილპატრიკი ორი დღე-ღამის განმავლობაში იმალებოდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here