Home ახალი ამბები მსოფლიო ბანკთაშორისი სისტემა SWIFT-ი რუსეთსა და ჩინეთს აღარ აინტერესებს

ბანკთაშორისი სისტემა SWIFT-ი რუსეთსა და ჩინეთს აღარ აინტერესებს

201

აშშ-სა და ჩინეთს შორის ორდღიანმა უნაყოფო მოლაპარაკებებმა აჩვენა, რომ ვაშინგტონი შეხების წერტილებს კი არ ეძებს, არამედ თავისი მოჩვენებითი მსოფლიო ჰეგემონობით ლამობს, პეკინი ფინანსურ წნეხში მოაქციოს. ვაშინგტონს არ სურს, აღიაროს, რომ რუსეთი, ისევე, როგორც ჩინეთი, დიდი ხანია, წამყვან პოზიციებზე არიან მსოფლიოში. აშშ კი აშკარად არ შეესაბამება მის მიერვე გამოცხადებულ კატეგორია “ზე”-ს. 

თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაცია აცნობიერებს, რომ პეკინსა და მოსკოვზე ზემოქმედების გაგრძელების შესაძლებლობები, პრაქტიკულად, ამოწურა, ურთიერთშორის საქონელბრუნვა თითქმის შეჩერებულია. ეს კი ნიშნავს, რომ ამერიკელები ახალი შეზღუდვების დაწესებას საბაზისო საერთაშორისო ფინანსური მექანიზმების გამოყენებით უნდა შეეცადონ.

ამ მხრივ მნიშვნელოვანი დარტყმა იქნება ბანკთაშორისი საგადასახადო სისტემა SWIFT-იდან რუსეთის ფედერაციის საბანკო სისტემის გათიშვა. ამ საფრთხეს აცნობიერებს რუსეთის მთავრობა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა ვლადიმერ პესკოვმა ისაუბრა. მისი განცხადებით, კრემლში კარგად ხედავენ ოპონენტების უპროგნოზო და იმპულსურ ქმედებებს და ფრთხილად არიან. რადგან ეს საფრთხე კარგა ხნის წინათ შეიქმნა, რუსეთის ბანკი უკვე 2014 წლიდან მუშაობს SWIFT-ის საკუთარ ანალოგზე _ ფინანსური ინფორმაციის გადაცემის სისტემაზე. გასული წლის დასაწყისში რუსულ სისტემაში რეგისტრირებული იყო 391 მონაწილე, რომლებმაც წლის განმავლობაში 12,9 მლნ ფინანსური ინფორმაცია გადასცეს.

რუსეთის ბანკის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ოლგა სკორობოგატოვას, თქმით, SWIFT-ის რუსულ ანალოგს უკვე იყენებენ 23 ქვეყანაში, მათ შორის, სომხეთში, ბელარუსში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, გერმანიასა და შვეიცარიაში. სისტემაში ფინანსურ ოპერაციებს ახორციელებს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის 11 ათასი დიდი ფინანსური ორგანიზაცია. ეს, ექსპერტთა აზრით, ნიშნავს, რომ რუსეთი ნელ-ნელა შორდება SWIFT-ს და მალე მას აღარ გამოიყენებს.

Iarex.ru-ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here