Home ახალი ამბები მსოფლიო CCTV: ბანკეტი ელისეის სასახლეში არის სიგნალი აშშ-სთვის, რომ ევროპა “გონს მოეგო”

CCTV: ბანკეტი ელისეის სასახლეში არის სიგნალი აშშ-სთვის, რომ ევროპა “გონს მოეგო”

165
ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის შეხვედრა ევროპელ ბიზნესმენებთან ელისეის სასახლეში იყო მკაფიო სიგნალი შეერთებული შტატებისთვის, რომ ევროპა “გონს მოეგო” და აპირებს საკუთარი ინტერესების დაცვას, – აცხადებენ ანალიტიკოსები.

საფრანგეთის ლიდერმა მეწარმეებისთვის ბანკეტი გამართა არა „გასართობად“, არამედ იმისთვის, რომ ისინი ქვეყანაში დაეტოვებინა შტატებში ბიზნესის გადინების ფონზე, რაც გამოწვეულია ენერგეტიკული არასტაბილურობის და მაღალი ინფლაციის გამო.

„უფრო და უფრო მეტი ევროპელი ნათლად ხედავს აშშ-ის ნამდვილ გათვლას: გამოიყენოს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი რეგიონის სტრატეგიული ავტონომიის დასაბლოკად; გამოიმუშაოს ფული ენერგეტიკული კრიზისის ფონზე და გადაიბიროს ევროპული წარმოება“, – აცხადებენ CCTV-ს ანალიტიკოსები.

ავტორების აზრით, სულ უფრო მეტი ევროპელი პოლიტიკოსი ხვდება, რომ ვაშინგტონის სტრატეგია არის შეერთებული შტატების ინტერესების დაცვა და სხვა არაფერი, რაც პარტნიორებს უკუაგდებს. ამიტომ ევროპა „გონს მოეგო“ და ეძებს გამოსავალს თეთრი სახლის ზეწოლისგან თავდასაღწევად.

„ელისეის სასახლეში გამართული ბანკეტი ამის აშკარა სიგნალი იყო“, – დაასკვნეს ავტორებმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here