Home ახალი ამბები მსოფლიო ბალტიისპირეთი “რკინის ფარდას” აფარებს

ბალტიისპირეთი “რკინის ფარდას” აფარებს

156

ამა წლის თებერვლის ბოლოს ლატვიამ შეწყვიტა ვიზების გაცემა რუსეთის მოქალაქეებისთვის, გამონაკლისი დაუშვეს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ახლობელი ადამიანის დაკრძალვაზე მიდიოდნენ. მარტში ასეთივე გადაწყვეტილება მიიღეს მეზობელმა ლიეტუვამ და ესტონეთმა, _ წერს politrus.com.

აპრილში ლატვიის სეიმმა (პარლამენტმა) დაამტკიცა შესწორებები, რომლებიც ითვალისწინებდა ერთწლიანი აკრძალვის დაწესებას ბინადრობის ნებართვის გაცემაზე ბელარუსისა და რუსეთის მოქალაქეებისთვის.

იმავე გზით წავიდა ესტონეთიც, თუმცა იქ დამატებით მუშაობის ნებართვაც აკრძალეს.

მაისში ლიეტუვამ რუსეთიდან ელჩი გაიწვია და გააუქმა გენერალური საკონსულო სანქტ-პეტერბურგში, ამასათანავე, რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარა.

ახლა ჯერი მიდგა ლატვიაში რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისთვის უკვე გაცემული ბინადრობის ნებართვის გაგრძელების აკრძალვაზე. ესტონეთიც ანალოგიურად მოიქცევა.

ამ ხნის განმავლობაში ლიეტუვა ფაშისტური ოკუპაციისგან განმათავისუფლებლის ძეგლების აღებაში ვარჯიშობდა, ბლოკავდა რუსეთის ტრანზიტს კალინინგრადის ოლქში, აგვარებდა ურთიერთობას ტაივანთან და მსჯელობდა საფორტიფიკაციო ნაგებობების აშენებაზე.

რუსი ექსპერტების აზრით, იმ საერთო ნარატივის გათვალისწინებით, რომ  ევროპაში მოგზაურობა პრივილეგიაა”, რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებს ბალტიისპირეთში აღარ შეუშვებენ. შესაბამისად, აქტუალურია საპასუხო ზონები. სიმეტრიული პასუხი არ შეიძლება _ ბალტიისპირეთის ქვეყნების ელიტების კლინიკურ იდიოტიზმში რიგითი ადამიანები დამნაშავენი არ არიან. ეს კი ნიშნავს იმას, რომ რუსეთმა უნდა გაიზიაროს ბელარუსის გამოცდილება, რომელმაც პოლონეთის მიერ საზღვარზე კედლის აგების შემდეგ პოლონელებისთვის დროებითი უვიზო რეჟიმი დააწესა “კეთილმეზობლური ურთიერთობის მხარდასაჭერად”.

“საერთოდ, _ ამბობენ რუსი მიმომხილველები, _ თუ სურთ, ბარიერების აგებით ჩვენგან დისტანცირება და პროპაგანდის მეშვეობით ჩვენი წარმოჩენა სიღარიბეში ჩარჩენილ ველურებად, მაშინ პირიქით _ მაქსიმალურად უნდა გავიხსნათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ორიოდე წლის შემდეგ მართლა ირწმუნებენ, რომ რუსები არიან ველურები, რომლებიც უკრაინულ უნიტაზებს იპარავენ. ამასთანავე, ნორმალურ ადამიანებს ექნებათ შანსი, დატოვონ სტუმართმოყვარე ბალტიისპირეთი, რუსეთს კი მოქალაქეები შეემატება”.

 ლუკა მაისურაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here