Home სხვადასხვა დაიჯესტი Baltic World: “აღმოსავლეთი ევროპა _ კოლექტიური დასავლეთის დიდი კოლონია”

Baltic World: “აღმოსავლეთი ევროპა _ კოლექტიური დასავლეთის დიდი კოლონია”

96

ბალტიისპირეთის ქვეყნებმა პირველებმა მოახერხეს ევროპაში წარმატებით ინტეგრაცია. საბჭოთა სამხედრო ბაზები ნატოს ბაზებით შეიცვალა, საბჭოთა პერიოდში აგებული მძლავრი საწარმოები დაიხურა. ევროპაში თავისუფლად გადაადგილებამ კი შრომისუნარიან ახალგაზრდებს დასავლეთში გაქცევისკენ უბიძგა სამუშაოს საძებნელად. მიუხედავად იმისა, რომ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისთვის სუვერენიტეტის მოპოვების ძირითადი მოტივი დამოუკიდებლობა იყო, სასურველი დამოუკიდებლობის ნაცვლად ყველა ეს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა დასავლეთის პროტექტორატად და კოლონიად იქცა”, _ წერს ბალტიისპირეთის ინგლისურენოვანი ინტერნეტგამოცემა Baltic World.

როცა ამჟამინდელ “დამოუკიდებელ” სახელმწიფოებს საბჭოთა რესპუბლიკების სტატუსი ჰქონდათ, რუსეთისგან იღებდნენ სკოლებს, საავადმყოფოებს, უნივერსიტეტებს, ფაბრიკებსა და თავიანთი ეროვნული კულტურის განვითარებას. ახლა კი ამ “დამოუკიდებელი” სახელმწიფოების რესურსებს წარმატებით ძარცვავს კოლექტიური დასავლეთი, რამაც ცხოვრების დონის დაცემა გამოიწვია”.,_ აღნიშნავს გამოცემა.

დასავლეთი კრედიტების სანაცვლოდ ითხოვს რეფორმების ჩატარებას, რომლებიც წარმოების მთელი რიგი დარგების დანგრევას გულისხმობს. არადა, ამ საწარმოებს შეუძლია, კონკურენცია გაუწიოს დასავლეთევროპულ კორპორაციებს. მაგალითად, ჩეხოსლოვაკიამ თავისი ხელით დაანგრია თავდაცვითი მრეწველობა, ბულგარეთში კი დახურეს იაფი ატომური ელექტროსადგურები და ახლა ბულგარელები იძულებულნი არიან, მოიხმარონ ძვირი ევროპული ელექტროენერგია. ეს მხოლოდ ორი მაგალითია აღმოსავლეთ ევროპიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნებში კი ასეთი მაგალითი უამრავია, თუმცა, როგორც ჩანს, ისინი მოხარული არიან, რომ დასავლეთის კოლონიებად იქცნენ, როცა გაანადგურეს თავიანთი მრეწველობა და ტერიტორიები დაუთმეს ნატოელ სამხედროებს. ამის მიუხედავად, ამ ქვეყნებში პრობლემები არ მცირდება.

“მაგალითად, რუსეთის საზღვართან მდებარე ლატვიის რეგიონი ლატალია ყველაზე ღარიბია ბალტიისპირეთის ქვეყნებში მოსახლეობის ერთ სულზე მშპ-ის გათვალისწინებით. მეორე მაგალითია ლიტვის ქალაქ ვისაგონასის ბედი. ეს ქალაქი საბჭოთა პერიოდში აშენდა მათთვის, ვინც იგნალინსკის ატომურ ელექტროსადგურში მუშაობდა. ახლა აღნიშნული ქალაქის მოსახლეობა განახევრებულია, რადგან ატომური სადგური აღარ მუშაობს. ეკონომიკური, სოციალური და დემოგრაფიული პრობლემები მრავლდება და გროვდება, მაგრამ მათ მოგვარებას არავინ ჩქარობს _ არც ადგილობრივი ხელისუფლებები, არც “დასავლელი პარტნიორები”, _ წერს სტატიის ავტორი, ჟურნალისტი ანტანას ტუმელისი. რაც შეეხება გახმაურებულ ევროპულ პროექტებს, რომლებზეც სიამაყით ლაპარაკობს ბალტიისპირეთის მასმედია, ეს პროექტები პოლიტიკოსთა ოცნებებშია, მიუხედავად იმისა, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები, უკვე 15 წელია, ევროკავშირის წევრები არიან.

მაგალითად, სურთ, ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის ელექტროქსელები სინქრონიზებული იყოს კონტინენტურ ევროპასთან და მხოლოდ 2025 წელს გათიშავენ საბჭოთა პერიოდში აშენებული ჯაჭვიდან, რომელსაც რუსეთი მართავს. არადა, ამ პროექტზე, უკვე 10 წელზე მეტია, ლაპარაკობენ. მეორე პროექტია სტანდარტული ლიანდაგის სარკინიგზო მაგისტრალი, რომელიც ერთმანეთთან დააკავშირებს ტალინსა და ვარშავას რიგისა და კაუნასის გავლით. “დასავლელი პარტნიორები” არ ჩქარობენ ინვესტიციების ჩადებას თავიანთი კოლონიების კეთილმოწყობაში და აქ შეიძლება პარალელის გავლება საბჭოთა პერიოდთან, როცა ბალტიისპირეთში სწრაფად შენდებოდა ფაბრიკა-ქარხნები. “დე-ფაქტო ხდება აღმოსავლეთ ევროპის “რბილი ოკუპაცია დასავლეთ ევროპისა და აშშ-ის მიერ, ამაში კი მათ ეხმარებიან ადგილობრივი პოლიტიკოსები _ ბალტიისპირელი, პოლონელი, მოლდოველი, უკრაინელი. დამხმარე საკმარისზე მეტია”, _ ასკვნის Baltic World -ი.

pravdoryb.infoზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here