Home ახალი ამბები მსოფლიო ბაიდენმა პუტინთან და სი ძინპინთან პირისპირ საუბარი ვერ გაბედა

ბაიდენმა პუტინთან და სი ძინპინთან პირისპირ საუბარი ვერ გაბედა

119

აშშ-ის პრეზიდენტმა, რომელმაც რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინს მკვლელი უწოდა, სასწრაფოდ გადაწყვიტა, შეხვდეს რუს და ჩინელ კოლეგებს. 

დასავლური მედიასაშუალებები თეთრი სახლის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კლიმატური ცვლილებების შესახებ სამიტზე ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მიიწვია.

ვირტუალურ მოლაპარაკებებში, რომელიც 22-23 აპრილს უნდა გაიმართოს, სულ 40 პირი მიიღებს მონაწილეობას. თვითონ ბაიდენმა მასმედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ ამ საკითხზე პირადად არ ულაპარაკია პუტინთან და სი ძინპინთან, მაგრამ მათ იციან მიწვევის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ ეს შეხვედრა პირდაპირ ეთერში უნდა გადაიცეს.

topnews.ru-ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here