Home ახალი ამბები მსოფლიო ბაიდენის ოჯახის კიდევ ექვსი წევრი  ჩართული იყო კორუფციულ სქემებში

ბაიდენის ოჯახის კიდევ ექვსი წევრი  ჩართული იყო კორუფციულ სქემებში

საეჭვო გარიგებებში მონაწილე ბაიდენების რაოდენობამ ცხრას მიაღწია

ჯეიმს კომერი

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საზედამხედველო კომიტეტის თავმჯდომარე ჯეიმს კომერმა Fox Business News-ის ეთერში  პრეზიდენტ ბაიდენისა და მისი ოჯახის წევრების  ოჯახური ფინანსების შესახებ მიმდინარე გამოძიების ახალ დასკვნებზე ისაუბრა, – წერს პოლიტოლოგი დიმიტრი დრობნიცკი თავის ტელეგრამ-არხ „ДРОБНИЦКИЙ“-ზე.

ჯეიმს კომერმა თქვა: „ნება მომეცით, საქმეს ნათელი მოვფინო. ეს არ ეხება მხოლოდ პრეზიდენტის ვაჟს ან მის ძმას. ჩვენ გამოვავლინეთ ბაიდენის ოჯახის [კიდევ] ექვსი წევრი, რომლებიც მონაწილეობდნენ საეჭვო უცხოურ გარიგებებში, რომლებიც, ჩვენი აზრით, გავლენით [ამერიკული] ვაჭრობის პირდაპირი შედეგი იყო. ამრიგად, რაოდენობამ ბაიდენის ოჯახის წევრებისა, რომლებიც მონაწილეობდნენ გავლენით ვაჭრობაში, ცხრას მიაღწია. ეს არის საოჯახო ბიზნესი. ეს არის ის, რაც ყველა ამერიკელს უნდა აინტერესებდეს. დოკუმენტების [მიღებული] განხილვისას ჩვენ შევიტყვეთ, რომ არსებობს უამრავი დამატებითი ფირმა და დამატებითი საბანკო ანგარიში, რომელთა  შესახებაც არ ვიცოდით, სანამ ხაზინას არ მივმართეთ. ჩვენ ბევრი რამ შევისწავლეთ.  გამოძიება გრძელდება.  შემიძლია გითხრათ, რომ ეს ძალიან სერიოზულია და შეერთებული შტატების პრეზიდენტს ძალიან გაუჭირდება იმის ახსნა,  როგორ მიიღეს მისი ოჯახის  წევრებმა ამდენი ფული ჩვენი მოწინააღმდეგეებისგან მთელ მსოფლიოში”.

კომერმა ასევე თქვა, რომ კომიტეტმა ექვს ბანკს გაუგზავნა უწყება საბუთების გამოთხოვის შესახებ და უკვე მიიღო პასუხი. ამჟამად კომიტეტი ეძებს სხვა ბანკებს, რომლებიც შეიძლება ჩაერთული იყვნენ უკანონო საქმიანობაში.

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ   

https://tgstat.ru/channel/@DDrobnitski/5567

                                                                                         

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here