Home ახალი ამბები საქართველო ბაჩო დოლიძე – „ოცნებიდან“ გასული დეპუტატების განცხადება არის მორიგი თავდასხმა აშშ-ის ელჩზე...

ბაჩო დოლიძე – „ოცნებიდან“ გასული დეპუტატების განცხადება არის მორიგი თავდასხმა აშშ-ის ელჩზე და იმ ქვეყანაზე, რომელიც 30 წელია, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია

52

ეს არის „ქართული ოცნების“ ქვედანაყოფი, ჩვეულებრივი ქვედანაყოფი, რომელსაც დავალებული აქვს ყველაზე მძაფრი ანტიდასავლური ხაზის გატარება, – ასე შეაფასა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა, ბაჩო დოლიძემ „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატების, მიხეილ ყაველაშვილის, დიმიტრი ხუნდაძის, სოზარ სუბარისა და გურამ მაჭარაშვილის განცხადება.

როგორც ბაჩო დოლიძემ აღნიშნა, ამ განცხადებით ისინი დაესხნენ თავს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, რომელიც საქართველოს პარტნიორია.

„ეს არის მორიგი თავდასხმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩზე, ქვეყანაზე, რომელიც 30 წლის განმავლობაში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. დღეს ჩვენ გვყავს მართლაც, რომ უსამშობლო მთავრობა, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რათა გათვალისწინებული იყოს ბიძინა ივანიშვილის, რუსეთის ინტერესი ამ ქვეყანაში და ცდილობს, ყურადღება არ მიაქციოს ხალხის განწყობას, რომელმაც დააფიქსირა კონკრეტული პოზიცია, რომ თავის მომავალს ხედავს ევროპაში“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

მისივე თქმით, დღევანდელი განცხადება არის „ქართული ოცნების“ მესიჯბოქსი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა შეიმუშავა.

პარლამენტის წევრებმა სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა განცხადებას დღეს გაავრცელეს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „შეკითხვების უპასუხოდ დატოვება ამყარებს რწმენას, რომ რადიკალური დღის წესრიგის უკან ამერიკის საელჩო დგას“.

https://1tv.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here