Home ახალი ამბები აზერბაიჯანში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება

აზერბაიჯანში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება

1309

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ქვეყანაში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების თაობაზე განკარგულებას ხელი მოაწერა.

ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია იუწყება.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი განკარგულების თანახმად, რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 11 აპრილს გაიმართება.

ამავე განკარგულებით, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფა დაავალა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here