Home ახალი ამბები საქართველო ახლოაღმოსავლური ალიყური ბაიდენს!

ახლოაღმოსავლური ალიყური ბაიდენს!

ყურადღება პეკინისკენ, ლაპარაკობს... პუტინი!

976

პუტინი, პუტინმა, პუტინს ოცდასამი წლის განმავლობაში მთელ  მსოფლიოში ეს გვარი ტრიალებსამ ხნის განმავლობაში პლანეტის საინფორმაციო საშუალებების  მიმართულების განმსაზღვრელი და უმთავრესი მამოძრაებელი სწორედ ეს სახელი და  გვარიავლადიმერ პუტინი. ეს პიროვნება არამხოლოდ იმის გამო არის მუდმივად მსოფლიოს ყურადღების ცენტრში, რომ ყველაზე დიდი ზესახელმწიფოს ლიდერია, არამედ იმიტომ, რომ მსოფლიო ბოროტებასთან (კოლექტიურ დასავლეთთან) მებრძოლი ლიდერია. რომ არა რუსეთი და რომ არა პუტინი, აშშ და მისი ვითომ მოკავშირეები (სინამდვილეში, კოლონიები) კოლექტიური დასავლეთის სახით მსოფლიოს დაიპყრობდნენ, მაგრამ ერთპოლუსიანი მსოფლიოს ამერიკული პროექტი, ომელთანაც ისინი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ასე ახლოს იყვნენ, ვერ შედგა.

 პუტინმა ჯერ კიდევ 2007 წელს გამართულ  მიუნხენის კონფერენციაზე სწორედ ამ სიტყვებით მიმართა დასავლეთს: ერთპოლუსიანი მსოფლიო ვერ შედგა. ცალკეული ნორმები, რელურად, ერთი ქვეყნის თითქმის მთელი იურიდიული სისტემა, უწინარესად, ეს შეერთებულ შტატებს ეხება, ეროვნულ საზღვრებს გასცდა და, ფაქტობრივად, ყველა სფეროში, იქნება ეს ეკონომიკა, პოლიტიკა  თუ ჰუმანიტარული სფერო, მათ სხვა სახელმწიფოებს ახვევენ  თავს. აბა ,ვის შეიძლება ეს მოეწონოს?”

ასე აღუდგა ვლადიმერ პუტინი ამერიკულ ბატონობას მსოფლიოზე. დღეს მას ბევრი მომხრე ჰყავს – ზოგი ღია, ზოგი ფარული, მაგრამ მაშინ მარტო იყო. საბჭოთა კავშირის ნანგრევებიდან გამოსულ, დასუსტებულ და აშლილ რუსეთთან ერთად, სადაც უცხოეთის სპეცსამსახურები თავს ლაღად გრძნობდნენ, ვინაიდან კრემლით დაწყებული და ყველაზე მივარდნილი პროვინციის ადმინისტრაციით დამთავრებული, ყველა რგოლსა და ყველა უბანში იყვნენ. აი, ამ მდგომარეობაში მყოფი რუსეთის პრეზიდენტის პირით გაკეთებული ეს განცხადება მტრებისთვისაც გაუგებარი იყო და მოკეთეებისთვისაც, ვინაიდან ამგვარ პირდაპირობას არც ერთი მხარე არ მოელოდა. ნამდვილი პუტინი მსოფლიომ იმ დღეს იხილა პირველად. დასავლეთის მმართველ წრეებში იმ დღიდან მოყოლებული არ განელებულა მისი შიში და სიძულვილი, რაც მისი პიროვნების თავისებური აღიარებაა. ამ ხნის განმავლობაში დასავლეთი ყველაფერს აკეთებს არამხოლოდ რუსეთის, არამედ პუტინის წინააღმდეგ. სადაც უნდა მოქმედებდეს დასავლეთი, რომელ გეოგრაფიულ წერტილშიც უნდა ხლართავდეს ინტრიგებს, ყველაფერი რუსეთის წინააღმდეგ არის მიმართული:

* აშშ რუსეთის წინააღმდეგ მოქმედებდა იმ დროს, როდესაც ტერორისტულ ისლამურ სახელმწიფოს ქმნიდა, და იმ დროსაც, როდესაც მას ებრძოდა;

* აშშ რუსეთ წინააღმდეგ მოქმედებდა იმ დროს, როდესაც პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებში .. ფერად რევოლუციებს აწყობდა, და იმ დროსაც, როდესაც ნატოს გაფართოებას ცდილობდა და ახერხებდა კიდეც;

* აშშ რუსეთის წინააღმდეგ მოქმედებდა იმ დროს, როდესაც ერაყის პრეზიდენტი სადამ ჰუსეინი საველე წესით აჰყავდა სახრჩობელაზე, და იმ დროსაც, როდესაც ლიბიის პრეზიდენტ მუამარ კადაფის ლინჩის წესით ასამართლებდა;

* აშშ რუსეთის წინააღმდეგ მოქმედებდა იმ დროს, როდესაც იუგოსლავიას ბომბავდა, და იმ დროსაც, როდესაც უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალებას, .. მაიდანს აწყობდა;

* აშშ რუსეთის წინააღმდეგ მოქმედებდა იმ დროს, როდესაც ბალტიის ზღვის ფსკერზე რუსული ბუნებრივი აირის მილებს აფეთქებდა, და იმ დროსაც, როდესაც ფაშისტ მიხეილ სააკაშვილს ცხინვალში ტანკებით შესაჭრელად აქეზებდა.

აშშ, სადაც უნდა მოქმედებდეს: პოსტსაბჭოთა სივრცეში, ახლო აღმოსავლეთში, ავღანეთში, ევროპასა თუ ჩრდილოეთ კორეაში,  ყველგან რუსეთს ებრძვის, მაგრამ ამ ბრძოლას მისთვის სასურველი შედეგი არ მოაქვს. ბოლოს ისეთი რამ სცადეს, ღიმილის გარეშე რომ ვერ იღებს ვერავინ. კერძოდ, ჰააგის ტრიბუნალის ოფიციალურ საიტზე ვკითხულობთ: „2023 წლის 17 მარტს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გაავრცელა ცნობა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმ პუტინის დაპატიმრების ორდერის გაცემის შესახებ.

რამდენს ხარობდნენ და ხტუნავდნენ დასავლური სატანის მოციქულები:

„პუტინი იზოლირებულია!”

„პუტინი რუსეთის გარეთ ფეხს ვერ გაადგამს!”

„პუტინს, სადაც უნდა ჩავიდეს, ყველგან დააპატიმრებენ!”

აი, ეს პუტინი, რომელიც ჰააგის სასამართლოს მიერ ძებნილია და თურმე, „სადაც უნდა ჩავიდეს, ყველგან დააპატიმრებენ”, 2023 წლის 17-18 ოქტომბერს ჩინეთის რიგით მესამე უზარმაზარ ფორუმზე – „ერთი სარტყელი, ერთი გზა”, გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტერეშთან ერთად მსოფლიოს 140 სახელმწიფოს ლიდერთა შორის დგას და თანაც, ოფიციალურად ფორუმის მთავარ სტუმრადაა აღიარებული. მეტიც, 18 ოქტომბერს მსოფლიოს ყურადღება მიპყრობილი იყო  ჩინეთისკენ, სადაც პრესკონფერენცია გამართა  რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა. როგორ ხდება ეს? დასავლეთს პუტინის დაპატიმრების სანქცია აქვს გაცემული, დანარჩენი მსოფლიო კი ჩინეთში პუტინს მთავარ სტუმრად აღიარებს და მთელი ყურადღება  მისკენ არის გადატანილი?! ეს ჰააგის სასამართლოსთან ერთად შეერთებული შტატებისა და მთელი დასავლეთის გაბითურება არ არის? მეშლება რამე? იქნებ სხვაგვარად არის საქმე, მაგრამ როგორ? სად ჩანს აქ დასავლეთის ჰეგემონია კი არა, დასავლეთის მიმართ თუნდაც მისხალი პატივისცემა? მით უფრო, სად ჩანს აქ აშშის წინაშე შიში ან თუნდაც რიდი და მოწიწება? არა, აქ სხვა რამ გამოჩნდა – ასორმოცი სახელმწიფოს ლიდერთა გარემოცვაში მყოფი პრეზიდენტი პუტინი, რომელიც, როგორც მთავარი სტუმარი და უმნიშვნელოვანესი პერსონა, ფორუმის მასპინძელი ქვეყნის ლიდერ სი ძინპინთან ერთად ყურადღების ცენტრშია.

რუსეთის პრეზიდენტმა პეკინიდან უმნიშვნელოვანესი გზავნილები გააკეთა, რომელთა შორის რამდენიმეს გამოვყოფ:

* აშშ-ის მიერ უკრაინისთვის ATACMS -ის (არმიის ტაქტიკური სარაკეტო სისტემა) მიწოდება კარდინალურად ვერ შეცვლის ვითარებას.

* აშშის სულ უფრო მეტი ჩართვა უკრაინის კონფლიქტში მასშტაბური ხასიათის შეცდომაა!

* რუსეთის სამხედრო კოსმოსური ძალები მუდმივად იწყებენ შავი ზღვის საჰაერო სივრც გაკონტროლებას. ეს არ არის მუქარა. ჩვენ გავაკონტროლებთ ამ რეგიონს!

* უკრაინაში თუ სურთ მოლაპარაკების პროცესი, ამისთვის თეატრალური ჟესტები არ არის საჭირო. საჭიროა მოლაპარაკებების აკრძალვის შესახებ დეკრეტის გაუქმება.

* რუსეთი კონფლიქტის გამწვავების გარეშეც ყოველთვის უჭერდა მხარს პალესტინის სუვერენული სახელმწიფოს შექმნას.

დასავლეთი, მისი ბრიყვულად ამბიციური პოლიტიკითა და თითქმის მთელი მსოფლიოსთვის დაწესებული სულელური სანქციებით თვითონ გავიდა თამაშიდანაც და საერთაშორისო სამართლებრივი სივრციდანაც.

ისრაელში ვიზიტის შემდეგ პრეზიდენტი ბაიდენი, რომელსაც ერთობლივი შეხვედრა ჰქონდა დანიშნული პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასთან, ეგვიპტის პრეზიდენტ აბდულფათაჰ ალსისისთან და იორდანიის მეფე აბდლა მეორესთან, მტკიცე უარით გამოისტუმრეს მას შემდეგ, რაც ღაზის სექტორში საავადმყოფოს დაბომბვას ათასამდე უდანაშაულო ადამიანის (მათ შორის, ქალებისა და ბავშვების) სიცოცხლე შეეწირა. ახლო აღმოსავლეთის ამ სახელმწიფოთა ლიდერებმა მასთან შეხვედრაც კი არ მოისურვეს. ეს იყო ალიყური იმ ქვეყნის პრეზიდენტისთვის, რომელიც მთელ დედამიწაზე ტერორის, კონფლიქტების, ომების, პროვოკაციებისა და სახელმწიფო გადატრიალებების ინიციატორად გვევლინება.

შეადარეთ ორი პრეზიდენტის ვიზიტი: პუტინის ჩინეთში, რომელსაც თითქმის მთელი მსოფლიო განსაკუთრებული პატივით იღებს, და ბაიდენის ახლო აღმოსავლეთში, საიდანაც კუდამოძუებული გამოუშვეს.

ჩინეთისა და ახლო აღმოსავლეთის მოვლენებმა ნათელი მოჰფინა იმ ფაქტს, რომ დასავლური პოლიტიკური მზე ჩადის, აღმოსავლურმა პოლიტიკურმა მზემ კი უკვე ამოანათა, ხოლო რუსეთი  კვლავ გაბრწყინდება, როგორც აღმოსავლეთით, ასევე დასავლეთით.

ვალერი კვარაცხელია                                                                                             

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here