Home ახალი ამბები მსოფლიო ახალი კონცეფცია – სომხური შავი ზღვა

ახალი კონცეფცია – სომხური შავი ზღვა

მათ სურთ, რომ სომხები რუსეთის ღია მტრებად აქციონ, თანაც, პირველ რიგში, რუსეთში მცხოვრებნი, შავი ზღვის სანაპიროზე

248
საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო ინსტიტუტი ლონდონში

საინტერესოა, როგორ შეიძლება, ერთი და იგივე გეოპოლიტიკური ხელკეტი იქნიო საუკუნეების განმავლობაში.  ვიმედოვნებ, ეს ამჯერადაც უეფექტო იქნება, მაგრამ მოდი, აღვნიშნოთ: დიდი თამაში გრძელდება, უცნაური და, ჩვეულებისამებრ, უკიდურესად საზიზღარი ჩვენი ისტორიული ოპონენტების მხრიდან, – წერს  ტელეგრამ-არხი „Политджойстик/Politjoystic“.

ლონდონის Chatham House-ში (საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო ინსტიტუტი – გ.გ.) ადგილობრივმა ინტელექტუალებმა კავკასიურ სეპარატიზმზე იმსჯელეს, არა როგორც მოვლენაზე ზოგადოდ, არამედ როგორც იარაღზე რუსეთის წინააღმდეგ. დასკვნები, უფრო ზუსტად, წინადადებები ასეთია: დაღესტანი, მით უმეტეს   ჩეჩნეთი, უკვე აღარ ვარგა  რყევებისთვის. ახალი კონცეფციაა  სომხური შავი ზღვა. დიახ, დიახ, მათ სურთ, რომ სომხები რუსეთის ღია მტრებად აქციონ და, პირველ რიგში, ისინი, ვინც რუსეთში ცხოვრობენ, შავი ზღვის სანაპიროზე.

ბრიტანელთა  ლოგიკა ეშმაკური არ არის: სომხებმა ექსტრემალური ფორმებით არაერთხელ გამოავლინეს  სეპარატიზმის სურვილი,  ყარაბაღში კი პრობლემა დღესაც აქტუალურია. სანაპიროზე კომპაქტურად მცხოვრები მრავალრიცხოვანი სომხები უნდა დარწმუნდნენ, რომ რუსეთის გარეშე უკეთესი იქნებოდა და მათ ეს უკვე დაიმსახურეს. სოხუმში, სოჭში, ანაპაში, ყირიმში, შესაძლოა, ბულგარეთის ვარნაშიც

ტრიგერის რანგში გამოიყენებენ რეზონანსულ  დანაშაულს, რომელიც  იქნება გამომწვევი, როგორც  ტუნისში, ეგვიპტეში, კიევსა და თვით ამერიკის  შეერთებულ შტატებშიც კი, როდესაც პოლიციელმა ნარკომოვაჭრე  ფლოიდ დაახრჩო.  ისინი მოამზადებენ ასეთ სცენარს: სამხედრო სპეცოპერაციის ვეტერანი (რუსი, რა თქმა უნდა) სოჭში კლავს  ახალგაზრდა სომეხს. დაიწყება სახალხო არეულობა, მოთხოვნები, ძალიან სწრაფად ამოქმედდებიან უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებები. სწორედ ამას შეეცდებიან. რა მოხდება, დამოკიდებული იქნება სპეცსამსახურების პროფესიონალიზმსა და დიასპორის ლიდერების სიბრძნეზე.

აქ „ინგლისელი ქალის“ მთავარი მიზანი  თვითონ  პროცესშია. დაძაბულობის კიდევ ერთი კერა, განსაკუთრებით დიდი, განსაკუთრებით ნაციონალისტური –  ეს არის დარტყმა რუსეთზე, კოლოსალური რესურსების მიზიდვა და დაკავება. ეს უკვე გავიარეთ – 1990-იან წლებში „დამოუკიდებელი ჩერქეზეთის“ შექმნის პროექტი, შეიხ შამილის მოძრაობის მხარდაჭერა, „დამოუკიდებელი  იჩერი, რა თქმა უნდა, არც ერთ ამ ბრიტანულ კონსტრუქტს  (რეალური სამყაროს  ერთეული, რომელიც შეიძლება განცალკევდეს – გ.გ.) არ დაუსრულებია რუსეთი,  მაგრამ სვამდნენ სისხლს, პირდაპირი მნიშვნელობით.

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

https://tgstat.ru/channel/@politjoystic/34154

                                                                                                         

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here