Home ახალი ამბები საქართველო ახალგაზრდა ურჩხულის ბებერი თავი

ახალგაზრდა ურჩხულის ბებერი თავი

"ღიმილის სმაილიკი", რომლის დასმისგანაც თავი შევიკავე

994

ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანი მივა იმ დასკვნამდე, რომ კახოვკის ჰესი უკრაინელებმა ააფეთქეს“, ეს სიტყვები ზეპოპულარულ ამერიკელ ჟურნალისტს, ტაკერ კარლსონს, ეკუთვნის. ეს ის ჟურნალისტია, რომელიც ობიექტურობისა და პრინციპულობის გამო Fox News-იდან დაითხოვეს და ახლა ,,ტვიტერის’’  საშუალებით ცდილობს,  მსოფლიოს გააგებინოს თავისი ნააზრევი.

„კახოვკის ჰესის  აფეთქება რისკებს შეიცავს უკრაინისთვისაც, მაგრამ გაცილებით  მეტი ზიანის მომტანია რუსეთისთვის. სწორედ ამის გამო უკრაინული მხარე ამ ვარიანტს ადრეც განიხილავდა. ასეთ შემთხვევაში საქმე გვაქვს არა სამხედრო ოპერაციასთან, არამედ ტერორისტულ აქტთან,“ – ასკვნის ტაკერ კარლსონი. ანალოგიისთვის ჟურნალისტმა “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ის აფეთქება გაიხსენა, რომელშიც უკრაინელთა მონაწილეობაც არ გამორიცხა.

კახოვკის კაშხალზე აფეთქება 6 ივნისს ღამით მოხდა და კატასტროფული შედეგები გამოიწვია.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ამის საპასუხოდ მხოლოდ იმის თქმა მოახერხა, რომ კიევს კვლავ  დაეხმარება. არაცნობიერი ფსიქიკურის შესახებ ვისაც ოდნავი წარმოდგენა აქვს,  დამეთანხმება, რომ ამ კონტექსტში თქმა იმისა,  რომ  “კიევს კიდევ დავეხმარებით“, მომხდარ ფაქტზე პასუხისმგებლობის აღებას ნიშნავს, თუმცა პრეზიდენტ ბაიდენის ფსიქიკის არაცნობიერი ნაწილი კი არა, ცნობიერიც ისეთ  სავალალო მდგომარეობაშია, რომ მისი ნათქვამის ანალიზისთვის დროს არავინ კარგავს, მას მხოლოდ დასცინიან. ჯოზეფ ბაიდენი არის ამერიკული ახალგაზრდა ურჩხულის (ამ სახელმწიფოს მხოლოდ ორი საუკუნის ისტორია აქვს) ბებერი თავი,  რომელში გონების, ზნეობისა და მეხსიერების სრული დეფიციტია. ეს ის თავია, რომელმაც ომი გამოუცხადა რუსეთს.  ამ ომს მსხვერპლად შეწირა უკრაინა და საბოლოო კატასტროფას კოლექტიურ დასავლეთს მოუტანს.

კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე განვითარებული მოვლენების შემდეგ დასავლური პრესა ერთბაშად აყაყანდა მომხდარ სამხედრო დანაშაულში  “ოკუპანტი რუსეთის ბრალეულობაზე“, მაგრამ, როგორც ფაქტობრივი,  ასევე ლოგიკური მტკიცებულებების არარსებობის გამო იძულებული იყვნენ,  უკან დაეხიათ. გამოცემა Bild-ის სათაურმა,  რომელიც იუწყებოდა, რომ “რუსებმა უკრაინაში უზარმაზარი დამბა ააფეთქეს”, სარედაქციო კორექტურის შემდეგ ასეთი სახე მიიღო: “უკრაინაში უზარმაზარი დამბა აფეთქდა”.

Reuters-მა კი სათაური, რომელიც მომხდარში პირდაპირ რუსეთს ადანაშაულებდა, ასე შეცვალა: “უკრაინის სამხრეთში აფეთქებულია დამბა, რომლიდანაც ყირიმი წყლით მარაგდებოდა”. New York Times-მა კი ასეთ ხერხს მიმართა –  მთავარი სათაურიდან რუსეთი ამოიღო: “ფრონტის ხაზზე მნიშვნელოვანი კაშხალი  დანგრეულია”, მაგრამ ქვესათაური ასე ჩამოაყალიბა: “უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ ტერორისტულ აქტში რუსეთი დაადანაშაულა”.

მედიის მანიპულაციები, მოგეხსენებათ, რასაც ნიშნავს, განსაკუთრებით, თუკი დასავლურ მედიაზე ვსაუბრობთ, მაგრამ ამ შემთხვევაში მათი უკანდახევა ისე მკვეთრი და ორგანიზებული სახის მქონეა, რომ უკრაინელებიც კი გაოცდნენ. “როგორ, თავისით აფეთქდა?” – ცოფებს ყრიან ისინი ამ მასალების კომენტირებისას. ერთ-ერთმა უკრაინელმა ჟურნალისტმა ნაზარ პრიხოდკომ დასავლეთის ჟურნალისტებს (განურჩევლად) журнашлюхи” უძახა. სპეციალისტების აზრით, ის, რაც მოხდა, უდიდეს ზიანს მიაყენებს ეკოსისტემას. გაჩნდა ასეთი შეფასებაც: ეკოციდი!

რა კუთხიდან და რომელი რაკურსითაც უნდა შევხედოთ ამ კონკრეტულ ფაქტს, მთავარი არის ის, რომ იგი შედეგი და შემადგენელი ნაწილია უკრაინაში დატრიალებული ტრაგედიისა, რომელსაც ერთადერთი ავტორი და შემოქმედი ჰყავს – აშშ და კოლექტიური დასავლეთი. რომ არა, მსოფლიოზე გაბატონების ავადმყოფური სურვილი ამერიკელებისა, არ იქნებოდა ნატოს გაფართოების პროგრამა; რომ არა ნატოს გაფართოების პროგრამა, არ იქნებოდა უკრაინის ომი; რომ არა უკრაინის ომი, არ იქნებოდა უზარმაზარი მსხვერპლი და ნგრევა, მათ შორის არც კახოვკის ჰესის აფეთქება. არავითარი ძიება არ სჭირდება იმას, რა უდევს საფუძლად უკრაინის ტრაგედიას, მაგრამ საქმე რაკი ტრაგედიამდე მივიდა, ახლა, დიახაც, გამოსაძიებელია,  კონკრეტულად რომელმა მხარემ ჩაიდინა დანაშაული. და არა ისე, როგორც დასავლეთის პრესა და პოლიტიკოსები იქცევიან – მოხდება დანაშაული და დამნაშავე რუსეთია! ეს მიდგომა აღარ მუშაობს, ამგვარი მიდგომისა  დასავლეთშიც კი აღარავის სჯერა. მაგალითად: აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა: “თეთრი სახლი ყურადღებით აკვირდება კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, მაგრამ მომხდართან რუსეთის დასაკავშირებლად მტკიცებულებები არ გააჩნია”.

გერმანულმა გამოცემამ კახოვკის ჰესის აფეთქების შესახებ მასალის სათაურიდან რუსეთი ამოიღო

საპირისპირო მტკიცებულებები კი არსებობს. მაგალითად, უკრაინის არმიის გენერალ-მაიორი ნდრეი კოვალჩუკი აცხადებდა, რომ 2022 წელს ამერიკული HIMARS-ის სისტემიდან გაშვებული რამდენიმე რაკეტით დააზიანეს კახოვკის კაშხლის რაბები. გამოცდამ წარმატებით ჩაიარა, – აცხადებდა  გენერალი კოვალჩუკი და ამბობდა, რომ ეს იქნებოდა საგანგებო ზომა, ე.ი., ისინი დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდნენ ამისთვის.

საგანგებო ზომაო, რომ ამბობდა გენერალი კოვალჩუკი, ეს საგანგებო ზომა საგანგებო ვითარებაში უნდა განეხორციელებინათ. საკითხავია, რა იყო ეს საგანგებო ვითარება, როდესაც უკრაინელებმა ჩათვალეს, რომ საგანგებო ზომისთვის უნდა მიემართათ. იქნებ ის, რომ ამერიკელები დაიღალნენ მათთვის ხელოვნურად თავსმოხვეული უკრაინის კრიზისსგან? ამაზე მეტყველებს Pew Research Centerის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები, რომელშიც ნათქვამია, რომუკრაინის მოვლენების მიმართ ამერიკული პოლიტიკის მხარდამჭერთა რაოდენობა განუხრელად მცირდება ჯერ კიდევ გასული წლიდან“. რაოდენობა იმ მოქალაქეებისა, რომელთა აზრითაც უკრაინისთვის გაწეული დახმარება გადაჭარბებულიაოთხჯერ გაიზარდა, რესპუბლიკელთა  შორის კიშვიდჯერ. გამოკითხვის შედეგების მიხედვით, სწრაფი ტემპით ეცემა ამ საკითხებში მედიის მიმართ ნდობა. Gallupის მიერ  ჩატარებული გამოკვლევის შედეგების მიხედვით კი,  გამოკითხულთა მხოლოდ 11 პროცენტს სჯერა უკრაინის მოვლენებზე  მედიასაშუალებათა მიერ მიწოდებული ინფორმაციის სისწორე.

მედიის მიმართ გაჩენილ უნდობლობას აქვს ახსნა. როგორ უნდა ენდო მედიას, როდესაც უმაღლესი რანგის სახელმწიფო მოხელეები აბსოლუტურ უპასუხისმგებლობას იჩენენ და ყოვლად დაუსაბუთებელ ბრალდებებს თვალისდაუხამხამებლად ისვრიან. მომხდარზე  ევროპის საბჭოს თავმჯდომარე შარლ მიშელმა განაცხადა: “ჩვენ პასუხისმგებლობას რუსეთს ვაკისრებთ”. ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენმაც ხელი დაუყოვნებლივ გაიშვირა რუსეთისკენ და მომხდარს “სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის აღმაშფოთებელი თავდასხმა” უწოდა. ასეთივე უპასუხისმგებლო განცხადებები გააკეთეს გერმანიის კანცლერმა შოლცმა და სხვა ევროპელმა ლიდერებმა.

დასანანია, რომ ევროპის ლიდერებს არათუ ტოლს არ უდებს, გამორჩეულად უპასუხისმგებლო განცხადებებით უსწრებს კიდეც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი: “კატეგორიულად ვგმობ რუსეთის მიერ ჩადენილ კიდევ ერთ ომის მძიმე დანაშაულს. საშინელი თავდასხმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, “ნოვა კახოვკის” კაშხალზე, კიდევ ერთხელ აჩვენებს რუსეთის სასტიკ ტაქტიკას. ომის ამ დანაშაულებებს სამართლებრივად უნდა გაეცეს პასუხი. საქართველო უკრაინის გვერდით დგას!” – ბრძანა მან.

უკრაინის მოვლენებმა გვიჩვენა, რომ ნატო, აშშ და კოლექტიური დასავლეთი რუსეთს ვერ დააჩოქებენ, მაგრამ ზუსტად ვერავინ იტყვის, გადაურჩება თუ არა ეს უზარმაზარი ბირთვული სახელმწიფო ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის რისხვას. რუსეთში, სავარაუდოდ, ამ მიმართულებასაც აკვირდებიან და პრევენციულ ღონისძიებებსაც, ალბათ, ამუშავებენ. აქ წერტილის ნაცვლად ინტერნეტში ასე ფართოდ გავრცელებულ ე.წ. ღიმილის სმაილიკს დავსვამდი, მაგრამ თავს იმიტომ ვიკავებ, რომ არ ვიცი, სერიოზულ ჟურნალისტიკაში ეს პრაქტიკა რამდენად გაამართლებს.

ვალერი კვარაცხელია                                                                  

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here