Home ახალი ამბები საქართველო ატომური ბომბი  აშშ-ს ეძებს

ატომური ბომბი  აშშ-ს ეძებს

ჩიხი, რომლიდანაც გამოსვლა უფრო და უფრო გართულდება

549
ბუნებრივი აირის მილსადენ „ჩრდილოეთის ნაკადის“ სქემა და აფეთქებების ადგილები

2022 წლის 8 თებერვალს აშშის პრეზიდენტმა ჯოზეფ  ბაიდენმა გერმანიის კანცლერ ოლაფ  შოლცთან მოლაპარკების შედეგების შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას  უცნაური განცხადება გააკეთა: “რუსეთი თუ შეიჭრებარუსეთის არმია უკრაინის საზღვრებს თუ გადაკვეთს, “ჩრდილოეთის ნაკადი 2″ აღარ იარსებებს. ჩვენ გავაკეთებთ ამას. მე გპირდებით, რომ ჩვენ შევძლებთ ამის გაკეთებას.

2022 წლის 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე სპეციალური სამხედრო ოპერაცია დაიწყო.  2022 წლის 26 სექტემბერს “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ის მილში წნევა დაეცა, 27 სექტემბერს კი გაირკვა, რომ ბალტიის ზღვის ფსკერზე მილი აფეთქებულია.

ჩნდება  შეკითხვა – არის თუ არა პირდაპირი კავშირი პრეიდენტ ბაიდენის მიერ 8 თებერვალს გაკეთებულ განცხადებასა და 26 სექტემბერსჩრდილოეთის ნაკადი 2″-ის აფეთქებას შორის? ამ შეკითხვაზე იურიდიულად დასაბუთებული პასუხის გაცემა მხოლოდ გამოძიებას შეუძლია, მაგრამ ორი მოვლენის ლოგიკაზე და მათ შორის კავშირის არსებობაზე ფიქრის უფლება ყველას გვაქვს. ჰოდა, დავფიქრდეთ…

აშშ-ის პრეზიდენტმა ონალდ ტრამპმა აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ბამა და სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ახლო აღმოსავლეთში ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ შექმნაში დაადანაშაულა: მათ შექმნეს ტერორისტული ისლამური სახელმწიფო. ჰილარი კლინტონმა ჩაიდინა ეს ბარაკ  ობამასთან  ერთად.  დიახ, ობამასთან ერთად“. ეს სიტყვები ტრამპმა 2016 წელს მისისიპის შტატის  ქალაქ ბილოქსიში ამომრჩევლებთან შეხვედრისას წარმოთქვა. იმ წელს ტრამპი ამერიკელმა ხალხმა პრეზიდენტად აირჩია.

აშშ, დიდი ხანია, სახელმწიფო ტერორიზმის გზას ადგას. ეს ჩემი აღმოჩენა რომ არ არის,  დონალდ ტრამპის თუნდაც ის სიტყვები ადასტურებს, ზევით  რომ  წარმოგიდგინეთ.

შვედმა  სეისმოლოგებმა დაადასტურეს, რომ ინციდენტი ჩრდილოეთის ნაკადებზე (ნაკადი-1, ნაკადი-2) არის აფეთქებების შედეგი და არა მიწისძვრის ან წყალქვეშა მეწყრების. ევროპელი სპეციალისტების შეფასებით, იყო ორი  აფეთქება. შედარებით უფრო ძლიერი აფეთქების სიმძლავრე ტროტილის  ვივალენტით 100 კგ აჭარბებდა. სეისმოლოგებს  ეჭვი  აქვთ, რომ ეს არის მიზანმიმართული აფეთქების შედეგი. სადგურმა პირველი აფეთქება აღრიცხა  ორშაბათს, 02 საათსა და 03 წუთზე, მეორე აფეთქება კი ორშაბათს ,19 საათსა და 04 წუთზე.

Reuters-ის ცნობით, შვედეთის პოლიციამ გამოძიება დაიწყო დივერსიის კვალიფიკაციით. დანიის ხელისუფლება ინციდენტს განიხილავს, როგორც წინასწარგანზრახული  ქმედების შედეგს. დანიის პრემიერმინისტრი ფრედერიკსენი აცხადებს: “ამჟამად დაბეჯითებით მხოლოდ იმის თქმა არის შესაძლებელი, რომ საქმე გვაქვს წინასწარგანზრახულ ქმედებასთან”.

პოლონეთის პარლამენტის წევრი, პოლონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სიკორსკი ჩრდილოეთის ნაკადების“ აფეთქებას ასე გამოეხმაურა: “ყოჩაღ, ამერიკა!” პოლონელის ამ თავხედურ გამოხდომას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას, დაუყოვნებლივი რეაქცია მოჰყვა: ეს რა, ტერაქტის ოფიციალური აღიარებაა?!”

„ჩრდილოეთის ნაკადის“  ხაზების ერთდროული აფეთქების შემდეგ არავის რჩება იოტისოდენა ეჭვიც კი იმ ვარაუდის საწინააღმდეგოდ, რომ ეს მიზანმიმართული დივერსია იყო, მაგრამ ვის შეეძლო ეს ჩაედინა? სხვათა შორის, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ტერორისტულ დაჯგუფებებს, როგორი დიდი და ძლიერებიც უნდა იყვნენ ისინი, გამორიცხულია, ჰქონდეთ ამ მასშტაბის ტერორისტული აქტის განხორციელების ტექნიკური შესაძლებლობა, ამის გაკეთება მხოლოდ სახელმწიფოებს შეუძლიათ.

ამ ფაქტზე ძალიან ბევრი ითქვა და დაიწერა, მაგრამ ყველაფრის ციტირების არც საშუალებაა და არც აუცილებლობა. განა ის მონაცემები, ომლებსაც  ამ მცირე მოცულობის სტატიაში თავი მოვუყარეთ, ერთმნიშვნელოვნად არ იუთითებს იმაზე, რომ ეს ან ამერიკელების, ან ინგლისელების მიერ მოწყობილი ტერორისტული აქტია?! ქართველებმა რამდენიც უნდა ვლანძღოთ რუსები, ისინი ისე ადვილად მოსატყუებლები არ არიან, რომ ვერ მიხვდნენ,  რა საიდან მოდის. ჟურნალ „Национальная оборона“-ს მთავარი რედაქტორი იგორ კოროტჩენკო ასე ფიქრობს:

ასეთი დივერსია, შესაძლებელია, ხელს აძლევდეს აშშ, დიდ ბრიტანეთს, პოლონეთსა და უკრაინას. მილების აფეთქების საიდუმლო ოპერაციის განხორციელებისთვის სანქციის მიცემა შეეძლო პირადად დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრ ლიზ ტრასს. ასეთ შემთხვევაში ამ სახელმწიფოს მოქმედება უნდა შეფასდეს, როგორც საერთაშორისო ტერორიზმი. რუსეთს სრული უფლება აქვს საპასუხო დარტყმის მიყენებისა“.

მე დავძენ: თავისი მასშტაბიდან გამომდინარე, ეს არც საბოტაჟია, არც დივერსია და არც ტერაქტი, ეს არის  ამერიკელებისა და ბრიტანელების მიერ რუსეთისა და გერმანიისთვისაც (მთელი ევროპისთვის) ომის გამოცხადება. ეს ძალადობაა იმის მისაღწევად, რომ ამ სახელმწიფოებმა და ამ კონტინენტმა აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის დიქტატის ქვეშ იცხოვრონ. რუსეთში ამას, როგორც იქნა, მიხვდნენ, ევროპაში კი ხელისუფლების დონეზე ამის გაცნობიერება (ყოველ შემთხვევაში, აღიარება) ჯერ არ მომხდარა, თუმცა ხალხი უკვე ყველაფერს ხვდება (ან გრძნობს) და პროტესტის ნიშნად ქუჩებში გამოდის.

ამერიკელებმა, როგორც ჩანს, ერთდროულად ორი კურდღლის დაჭერა განიზრახეს:

1. უკრაინელი ხალხისა და უკრაინის სახელმწიფოს შეწირვით რუსეთის დასუსტება;

2. რუსეთთან დაპირისპირებით ევროპის დაჩოქება.

მართალია, ამ უპრეცედენტო მასშტაბის ავანტიურით ამერიკელები საკუთარ თავს ბირთვული დარტყმის მაღალი რისკის წინაშე აყენებენ, მაგრამ, ეტყობა, მათ კარგად  გაათვითცნობიერეს რუსეთში ევროპიდან შემოსული და მყარად დამკვიდრებული გამოთქმა: “Кто не рискует, тот не пьёт шампанского!”. ის კი, ალბათ, ნაკლებად სმენიათ, რომ ისტორიამ მრავალი ფაქტი იცის ამ სასმელში შხამის გარევისა. ალბათ, კიდევ უფრო ნაკლებად  ის სმენიათ,  რას ამბობდა საიდუმლოებით მოცული ანხელ დე კუატიე მათ მეზობელ სახელმწიფო მექსიკაში: შენ ჯოჯოხეთად აქციე შენი სიცოცხლე. ნაცვლად იმისა, რომ სინათლის სხივი ეძებო, შენ მუდამ წყვდიადს დაეძებ. დაეძებ, პოულობ კიდეც და გამოგაქვს მზის სინათლეზე, რათა დატკბე საკუთარი საშინელებით. საითაც უნდა გაიხედო, რისი შეფასებაც უნდა დააპირო, შენ ყველგან ჯოჯოხეთის სურათებს ხედავ, მაგრამ ეს შენი ჯოჯოხეთია, შენი.

არ ვიცი, გულისხმობდა თუ არა ავტორი აშშ-ს, როდესაც ამ საოცრად ამაფორიაქებელ სიტყვებს წერდა, მაგრამ, როგორც ახლა ამბობენ ხოლმე, ეს სიტყვები რომ დააკვდა ამ ქვეყანას, ფაქტია, ისევე, როგორც უდიდესი სპარსი პოეტის, რუმის, მიერ ჯერ კიდევ მეცამეტე საუკუნეში ნათქვამი: რასაც შენ დაეძებ, ის შენც დაგეძებს!”

აშშ ატომური ბომბის ხელმეორედ გამოყენების საბაბს ეძებს. დანარჩენი წარმოიდგინეთ ისე, როგორც რუმი ამბობს, ანუ ატომური ბომბიც ეძებს აშშ.

ვალერი კვარაცხელია

P. S. დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის მოსახლეობამ რეფერენდუმში მხარი დაუჭირა რუსეთის შემადგენლობაში შესვლას. ამ გადაწყვეტილებას ხმა მისცა დონეცკში მოსახლეობის 99, 23-მა პროცენტმა; ლუგანსკში – 98, 42-მა პროცენტმა; ზაპოროჟიეში – 93, 11-მა პროცენტმა; ხერსონში – 87, 05-მა პროცენტმა. როგორც უკვე ვამბობდი, ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების თავხედურ პროცესს რუსეთის დასავლეთით გაფართოების მტკივნეული პროცესი მოჰყვა. მსოფლიო კი თანდათანობით ექცევა ჩიხში, რომლიდანაც გამოსვლა უფრო და უფრო გართულდება.

ვ.კ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here