Home ახალი ამბები მსოფლიო ამერიკული დაჯავშნილი ავტომობილები უკრაინაში

ამერიკული დაჯავშნილი ავტომობილები უკრაინაში

63

უკრაინაში გამოჩნდა ამერიკული დაჯავშნილი ავტომობილები International MaxxPro უცხოელი სამხედროებითა და დაქირავებულებით, _ წერს avia.rpo.

თურქეთის მიერ უკრაინისთვის 200 დაჯავშნილი ავტომობილის (ამ მომენტისთვის ცნობილია, რომ უკრაინას გადაეცა 50 დაჯავშნილი სატრანსპორტო საშუალება) გადაცემის ფონზე, ცნობილი შეიქნა, რომ ანალოგიური შეიარაღება უკრაინას ამერიკელმა სამხედროებმაც გაუგზავნეს. როგორც გაირკვა, ლაპარაკია დაჯავშნილ ავტომობილ International MaxxPro-ზე. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ ფოტოზე გამოსახული არიან უცხოელი პოლიციელი და უცხოელი სამხედროები. ფოტო კი გადაღებულია უკრაინის ტერიტორიაზე და  არის პირველი მტკიცებულება, რომ უკრაინამ მიიღო ამერიკული ჯავშანმანქანები International MaxxPro. იქვე არიან უცხოელი სამხედროები და ერთ-ერთი ქვეყნის (დასახელებული არ არის) პოლიციელი, რომელსაც ჯავშანჟილეტზე აწერია “Polis”. დიდი ალბათობით ლაპარაკია თურქეთის მოქალაქეზე, თუმცა პოლიციას ასე რამდენიმე ქვეყანაში უწოდებენ, მაგალითად, შვედეთში. ამას გარდა, კადრში ჩანს ორი უცხოელი სამხედროც. ეს პირდაპირი მტკიცებულებაა იმისა, რომ უკრაინაში უცხოელი ჯარისკაცები იმყოფებიან.

გიორგი გაჩეჩილაძე

https://avia.pro/news/na-ukraine-zamecheny-amerikanskie-broneavtomobili-s-inostrannymi-voennymi-i-policiey

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here