Home ახალი ამბები მსოფლიო ამერიკელმა სენატორმა ქვეყნის მთავარი ინფექციონისტის, ენტონი ფაუჩის, პოსტიდან გათავისუფლება მოითხოვა

ამერიკელმა სენატორმა ქვეყნის მთავარი ინფექციონისტის, ენტონი ფაუჩის, პოსტიდან გათავისუფლება მოითხოვა

155

სენატორმა რესპუბლიკური პარტიიდან _ რენდ პოლმა აშშ-ის ადმინისტრაციას მოუწოდა, ვაშინგტონის მიერ უჰანის ლაბორატორიაში კორონავირუსის შესასწავლი კვლევების დაფინანსების გამო დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლოს ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი ენტონი ფაუჩი.

უფრო ადრე ჯანმრთელობის დაცვის ეროვნულ ინსტიტუტში (NIH) აღიარეს, რომ ქვეყანაში გამოყოფილი იყო თანხები მსგავსი კვლევების დასაფინანსებლად რამდენიმე სამეცნიერო ორგანიზაციაში, მათ შორის ჩინეთის ვირუსოლოგიის ინსტიტუტში.

“ის უნდა გათავისუფლდეს”, _ განუცხადა სენატორმა რენდ პოლმა პორტალ Axies-ის ჟურნალისტებს და ამერიკის მთავარი ინფექციონისტი სიცრუის თქმაში დაადანაშაულა. სენატორის განცხადებით, გამოსაძიებელია დაფინანსება კვლევებისა, რომლებსაც, რესპუბლიკური პარტიის წევრის აზრით, შეეძლო გამოეწვია ახალი კორონავირუსის პანდემიის აფეთქება.

თვითონ ფაუჩიმ ტელეარხ ABC-სთვის მიცემულ ინტერვიუში ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ უჰანში მუშაობა მკაცრი კონტროლის ქვეშ მიმდინარეობდა და არ ყოფილა ახალი ვირუსის შექმნის მცდელობა. აშშ-ის სადაზვერვო სამსახურების თანამეგობრობამ ადრე აღირა, რომ აქვს საკმარისი ინფორმაცია იმის დასადგენად, კორონავირუსი ბუნებრივი წარმონაქმნია თუ ლაბორატორიიდან გაჟონვის შედეგად გავრცელდა.

2019 წლის 31 დეკემბერს ჩინეთის ხელისუფლებამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას აცნობა უჰანში (პროვინცია ჰუბეი) უცნობი პნევმონიის აფეთქების შესახებ. 2020 წელს ქვეყანაში ოფიციალურად გამოაცხადეს, რომ აფეთქების მიზეზი იყო კორონავირუსის ახალი სახეობა. 2020 წლის 11 მარტს კი ჯანმოს ხელმძღვანელმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელებას პანდემიის ხასიათი აქვს.

ორგანიზაციამ მარტში გამოაქვეყნა ექსპერტთა საერთაშორისო ჯგუფის მოხსენება კორონავირუსის წარმოშობის გასარკვევად უჰანში ვიზიტის შესახებ, რომელშიც ვირუსის ლაბორატორიიდან გაჟონვა “ნაკლებად სავარაუდოდ” არის მოხსენიებული.

ria.ru-ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here