Home ახალი ამბები საქართველო ამერიკელებო, ფრთხილად, რამე არ გამოგეპაროთ!

ამერიკელებო, ფრთხილად, რამე არ გამოგეპაროთ!

630
2023 წლის 24 იანვარს "განკითხვის დღის" სიმბოლური საათის ისრები 10 წამით წინ გადასწიეს და იგი ახლა ბირთვული კატასტროფის ათვლის ციფერბლატზე იუწყება, რომ შუაღამის დადგომამდე 90 წამიღა რჩება

ორი  სცენარი  –  ძალიან ცუდი  დაკატასტროფული

1945 წელს რაიხსტაგზე საბჭოთა წითელი დროშის აფრიალებისა და ფაშისტური ერმანიის მიერ  სრულ და უსიტყვო კაპიტულაციაზე ხელის მოწერის შემდეგ  გერმანია დაიყო ორ ნაწილად ფედერაციულ რესპუბლიკა და დემოკრატიულ  რესპუბლიკა.  ნიურნბერგის საერთაშორისო  სასამართლომ ფაშისტი  სამხედრო  დამნაშავეები  სასჯელის უმაღლესი ზომით დასაჯა, გერმანიის ორ ნაწილად გაყოფა კი იყო პრევენციული აქტი ფაშისტური ტენდენციების მქონე სახელმწიფოს შესაკავებლად, თუკი ამ ხალხსა და ამ სახელმწიფოში მომავალში ოდესმე კვლავ გაცოცხლდებოდა ფაშიზმის საშინელი ბაცილა. ეს იყო ისტორიული აუცილებლობით გამოწვეული სამართლიანი გადაწყვეტილება, რომელიც ევროპასა და მთელ მსოფლიოს რამდენადმე მაინც აზღვევდა ფაშიზმისაკენ მენტალურად მიდრეკილ ხალხში მისი აღორძინების რეციდივისგან.

ამ ისტორიული მოვლენიდან ორმოცდაოთხი წელიწადის გასვლის შემდეგ, 1989 წლის 3 ოქტომბერს, აშშის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და, როგორი საკვირველიც უნდა იყოს, საბჭოთა კავშირის ურთიერთშეთანხმებით გერმანიის დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არსებობა შეწყვიტა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ორად გაყოფილი  გერმანია გაერთიანდა. ამ საკითხის შესახებ   დოკუმენტებში ჩაწერილია: “პოლიტბიუროში განხილვისას საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედუარდ  შევარდნაძემ  წამოაყენა წინადადება ბერლინის კედლის დანგრევის შესახებ, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული მოვლენათა უკონტროლო განვითარება”. გორბაჩოვმა მხარი დაუჭირა ორი გერმანიის მშვიდობიან სწრაფვას გაერთიანებისკენ”. დოკუმენტების ამ ნაწილის კომენტარებში კი ვკითხულობთ: საბჭოთა ლიდერი ორი გერმანიის გაერთიანებას ხედავდა საერთოევროპული პროცესისა და საერთოევროპული სახლის ფარგლებში, რომლის შემადგენელ ნაწილადაც უნდა გადაქცეულიყო რეფორმირებული საბჭოთა კავშირიც.  გერმანიის გაერთიანების საქმეში შევარდნაძის როლითა და ღვაწლით დღემდე ამაყობენ მისი მიმდევრები და მემკვიდრეები. „ფეისბუკის“ სპეციალურ გვერდზე, რომელიც შევარდნაძის პიროვნებას ეძღვნება, რამდენიმე დღის წინათ  გამოქვეყნდა მასალა, რომელშიც ვკითხულობთ: გვყავდა კაცი, რომლის  მხარდაჭერითა და მოქმედებებით ახალი მსოფლიო  წესრიგი დამყარდა და მრავალი  წლის განმავლობაში  არსებული პრობლემები მოგვარდა; დაიშალა ტოტალიტარული სახელმწიფო; დასრულდა ორპოლუსიანი დაპირისპირება; თავისუფალი და დამოუკიდებელი განვითარების გზას დაადგა მრავალი რესპუბლიკა; გაერთიანდა ერთ დროს ბეტონის კედლით გაყოფილი გერმანია;  სამუდამოდ დაეშვა რკინის ფარდა“.

ა, ბატონო, შეხედეთ და დატკბით იმით, როგორ არის მოწოდებული ის ისტორიული დანაშაული და ბოროტმოქმედება, რომელიც დასავლეთმა გორბაჩოვსა და მის გუნდს, რომელშიც შევარდნაძეც შედიოდა, ჩაადენინა. საბჭოთა კავშირისა და ვარშავის პაკტის დაშლა და გერმანიის გაერთიანება აღმოჩნდა არა ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბების საწინდარი, როგორც შევარდნაძის მემკვიდრეებს სურთ, რომ მოგვასაღონ, არამედ პლანეტარული უწესრიგობისა და მესამე მსოფლიო ომისკენ მიმავალი უმოკლესი გზა.

2023 წლის 24 იანვარს  “განკითხვის დღისსიმბოლური საათის ისრები 10 წამით წინ გადაწიეს და იგი ახლა ბირთვული კატასტროფის ათვლის ციფერბლატზე იუწყება, რომ  შუაღამის დადგომადე 90 წამიღა რჩება.

რას ნიშნავს ეს?

“განკითხვის დღის” სიმბოლური საათი არის პლანეტაზე კატასტროფის მოახლოების მეტაფორული ვიზუალიზაცია. ამ საათის ისრები შუაღამის დადგომას, ანუ 24 საათის შესრულებას თუკი გვიჩვენებენ, კაცობრიობა შეწყვეტს არსებობას. ახლანდელი მდგომარეობით, კაცობრიობას სრულ კატასტროფამდე 90 სიმბოლური წამი, ანუ ზუსტად წუთ-ნახევარი აქვს დარჩენილი.

საათი გამოიგონეს სწავლულმა ფიზიკოსებმა, რომლებიც მუშაობდნენ პროექტ  “მანჰეტენზე”. ეს იყო პირველი ამერიკული ატომური ბომბის შექმნის პროექტი. ეს საშინელი საათი პირველად ატომის დარგში მომუშავე მეცნიერთა ჟურნალის (Bulletin of the Atomic Scientists) გარეკანზე 1947 წელს გამოჩნდა. საათის ისრების ჩვენებას განსაზღვრავს ჟურნალის მეცნიერებისა და უსაფრთხოების საბჭოს 18 წევრისგან (ნობელის პრემიის ლაურეატები) შემდგარი კომიტეტი.

არასოდეს  არც ერთი საერთაშორისო  კრიზისის პერიოდშიგანკითხვის დღისსაათის ისრები ისე საბედისწეროდ არ მიახლოებია შუაღამეს (კაცობრიობის აღსასრულის მეტაფორულ დროს), როგორც ახლა.

„ფეისბუკის“ გვერდიდან კი შევარდნაძის აჩრდილი მისი ყალბი ღიმილით შემოგვცქერის და გვეუბნება, –  საბჭოთა კავშირის დაშლითა და გერმანიის გაერთიანებით ახალ მსოფლიო წესრიგს დასაბამი დავუდეთო. საბჭოთა კავშირს ფაშისტური გერმანიის დამარცხება და მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბება 27 მილიონი ადამიანის სიცოცხლედ დაუჯდა.

ამ ვაჟბატონებმა ის წესრიგი დაანგრიეს, მათ მიერ აშენებული ახალი წესრიგი კი ევროპის ტერიტორიაზე ასე გამოიყურება: იუგოსლავია აღგვილია პირისაგან მიწისა;  უკრაინა ცეცხლის ალშია გახვეული; საქართველო  სამ  ნაწილადაა  დაშლილი; გერმანიისა და აშშის ტანკები კი უკრაინისკენ ემართებიან რუსეთთან საომრად.

ბრავო, დიდებული მსოფლიო წესრიგია!

“კიევისთვის ურანის შემცველი დასავლური წარმოების ჭურვების მიწოდება მოსკოვის მიერ შეფასდება, როგორც ბინძური ბირთვული იარაღის გამოყენება”, – განაცხადა რუსეთის დელეგაციის მეთაურმა გავრილოვმა ვენაში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც სამხედრო უსაფრთხოებისა და შეიარაღებაზე კონტროლის საკითხებს მიეძღვნა. აი, გორბაჩოვ-იაკოვლევ-შევარდნაძის მიერ ჩამოყალიბებული “წესრიგის” პირდაპირი შედეგები. დასავლეთი ბინძური ატომური შეიარაღების გამოყენებასაც აღარ  ერიდება ყველაზე ძლიერი ბირთვული არსენალის მქონე რუსეთთან. ფაშისტური სიმბოლიკითდამშვენებულმაგერმანულმა ტანკებმა კი კვლავ აიღეს გეზი რუსეთის მიმართულებით.  არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა, რომ  გმირი უკრაინა, რომელიც დიდი სამამულო ომის დროს პირველი აღუდგა წინ ფაშისტურ  ურდოს, დღეს გაფაშისტებულია და მოუთმენლად ელის ფაშისტური გერმანიის ტანკების შემოსვლას, რათალეოპარდებზეამხედრებულები სამკვდროსასიცოცხლოდ  ეკვეთონ მათი ხორცისა და სისხლის ნაწილს. მეორე მსოფლიო ომში აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს ერთი ფაშისტური გერმანია თუ ჰყავდათ, ახლა ორი ფაშისტური გერმანია (გერმანიასა და უკრაინას ვგულისხმობ) ჰყავთ. შეიცვალა ისიც, რომ მეორე მსოფლიო ომში ისინი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირს (თხუთმეტ რესპუბლიკას) თუ უპირისპირდებოდნენ, ახლა მარტო დარჩენილ რუსეთს უპირისპირდებიან, რადგან ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკებს (ბელარუსის გარდა) სული სატანისთვის მიუყიდიათ და ფაშისტური დასავლეთის მოკავშირეებად ქცეულან.

ურთულესი რეალობაა. ჩვეულებრივი შეიარაღების, ფინანსური თუ ადამიანური რესურსის თვალსაზრისით კოლექტიური დასავლეთი დიდად აღემატება რუსეთს. სწორედ ეს უთანასწორობაა ყველაზე საშიში მსოფლიოსთვის, ვინაიდან რუსეთი, ყოფნაარყოფნის ზღვრამდე თუ მიიყვანესიძულებული აღმოჩნდება,  სტრატეგიული ბირთვული შეიარაღება გამოიყენოს. ეს კი კაცობრიობისთვის  სრული კატასტროფა იქნება.

ეს მოვლენათა განვითარების ერთი (ყველაზე მძიმე და საშინელი) ვარიანტია. მეორე ვარიანტიც მძიმეა, თუმცა, პირველისგან პრინციპულად განსხვავებული.

გერმანიამ თუ თოთხმეტი “ლეოპარდი” გამოუყო უკრაინას, ამერიკელები უფრო გულუხვები აღმოჩნდნენ და ოცდათერთმეტი “აბრამსი” უწყალობეს უკრაინელ ფაშისტებს. ეს რიცხვი – ოცდათერთმეტი, ვინმეს თვალში ცოტა უცნაურად თუ გამოიყურება, ამას ამერიკელებმა ასეთი ახსნა მისცეს: ეს რაოდენობა ზუსტად შეესაბამება უკრაინის სატანკო ბატალიონების რაოდენობას.  ერთი სიტყვით, რაოდენობრივადაც ყველაფერი დათვლილია და შედეგის თვალსაზრისითაც ყველაფერი გათვლილია, რომელიც ასეთი უნდა იყოს: უკრაინელები ბოლომდე უნდა დაიხარჯონ (დაიხოცონ) რუსეთის დასუსტების დასავლური ოცნების ახდენის პროცესში. ეს სიძულვილით გაბრიყვებული და გაფაშისტებული ხალხი დასავლეთის ამ ვერაგობას არათუ დღეს ვერ ხვდება, ალბათ,  იმ დროსაც ვეღარ მიხვდება, როდესაც მათთვის გადაცემულიაბრამსებიცდალეოპარდებიცდაიწვებ და  მათთან ერთად ათასობით და ათათასობით უკრაინელი ჯარისკაცის სიცოცხლეც დაიფერფლება. ბოლომდე დაბრმავებულსა და გაბითურებულ ხალხს ამის შემდეგ ისევ მიაწვდიან ტანკების შეზღუდულ რაოდენობას, იქნებ თვითმფრინავებიც მოაყოლონ, რომლებსაც რუსეთი ისევ გაანადგურებს, მაგრამ ამ საქმეს კვლავ ათასობით და ათიათასობით უკრაინელი ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირება. ასე დაიცლება და დაიწრიტება წერას ატანილი უკრაინა სისხლისგან.

წერას ატანილი უკრაინის ხვედრის შესახებ  თუ ყველაფერი წინასწარ არის ცნობილი, ჯერჯერობით ძნელია ასევე წერას ატანილი დასავლეთის ბედზე ლაპარაკი, მაგრამ ერთი რამ აქედანვე ნათელია: ისედაც მრავალმხრივ კრიზისში ჩაძირულ დასავლეთში ვითარება უკიდურესად გამწვავდება და ახალ, მათთვის სრულიად არასახარბიელო  თვისებრიობას  შეჰქმნის, კონკრეტულად როგორს, ძნელი სათქმელიაიქნებ რევოლუციურსაც.

რაც შეეხება რუსეთს, აქაც ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ, როგორც უკრაინა, რუსეთიც ვეღარ იქნება ისეთი, როგორიც აქამდე იყო. რუსეთი, თუ შეიძლება ასე ითქვას, მოიხდის დასავლურ სახადს, ერთხელ და სამუდამოდ გათავისუფლდება გაუგებარი დასავლური ხიბლისგან და ზურგს შეაქცევს აწ უკვე შიგნიდან გამომპალსა და სახედაკარგულ ცივილიზაციას, რომელიც საბოლოოდ განუდგა ღმერთს და ნიღაბჩამოხსნილი სატანის სახით გამოეცხადა კაცობრიობას. დასავლეთი გარყვნილებისა და გადაგვარების იმ სიბინძურეში ტივტივებს, რომელშიც აუცილებლად ჩაიხრჩობა, ვინაიდან საკუთარ თავს სხვა გამოსავალს თვითონვე არ უტოვებს. როდის იქცევა რეალობად ეს ვარაუდები, ძნელი სათქმელია, მაგრამ ამიერიდან ვითარების  უფრო მეტად დაძაბვას უნდა ველოდოთ. არ გამოვრიცხავ, რომ დასავლეთმა უკრაინის ტერიტორიის პარალელურად რუსეთის ტერიტორიაც აქციოს ომის თეატრად. ამაზე მეტყველებს ფაშისტური უკრაინის ერთ-ერთი წარმომადგენლის, ვინმე პოდოლიაკის შემდეგი განცხადება: “რუსეთში ომის შინაგანი ესკალაცია გარდაუვალია. დარტყმები განხორციელდება სხვადასხვა სამიზნეზე. მათ შორის ისეთ ქალაქებზე, როგორიცაა მოსკოვი, პეტერბურგი, ეკატერინბურგი…”

ვალერი კვარაცხელია

P.S. ამერიკელები ყურადღებით აკვირდებიან რუსეთის ყოვემოძრაობას ბირთვული იარაღი გამოყენების მიმართულებით. თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა: “ჩვენ ვერ ვხედავთ ვერავითარ ნიშანს იმისა, რომ ბატონ პუტინს ჰქონდეს მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების განზრახვა, მით უფრო,  ბირთვული შეიარაღებისა, ნება ეს ტაქტიკური თუ სტრატეგიული“.

სატანის გზაზე საბოლოოდ  შემდგარ  ამერიკელებს მინდა შევძახო: ფრთხილად, რამე არ გამოგეპაროთ!

ვ.კ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here