Home ახალი ამბები მსოფლიო ამერიკელები სამხრეთ ამერიკაში მოკავშირე ნეოლიბერალურ მთავრობებს კარგავენ

ამერიკელები სამხრეთ ამერიკაში მოკავშირე ნეოლიბერალურ მთავრობებს კარგავენ

109

ლათინურ ამერიკაში მორიგი ნეოლიბერალური და პროამერიკული მთავრობა ვადამდე ამთავრებს მოღვაწეობას.

ორი კვირაა, ეკვადორში ინფლაციის ზრდისა და პროდუქტების გაძვირების გამო გრძელდება საპროტესტო აქციები, რომლებმაც 6 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ცხოვრების დონის მკვეთრად გაუარესებამ ინდიელების ამბოხება გამოიწვია, რომლებიც, ძირითადად, აგრარულ და სატრანსპორტო სექტორებში არიან დასაქმებულები და დღეს ზარალზე მუშაობენ. მათ საპროტესტო აქციების დაწყებამდე უვადო გაფიცვა გამოაცხადეს, მაგრამ მთავრობამ ყურადღება არ მიაქცია. ახლა ეკვადორელების დიდი ნაწილი ქვეყნის პრეზიდენტ გილერმო ლასოს გადადგომას მოითხოვს. ლასო სამი ყველაზე მდიდარი ეკვადორელის სიაშია და, როგორც ჩანს, პირველობა მოისურვა მსოფლიოში ნავთობის გაძვირების ფონზე – მთავრობამ ქვეყანაში საწვავი 2-ჯერ გააძვირა.

ეკვადორის 6 პროვინციაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის მონაწილეებს მკაცრი ზომებით ემუქრება. მაგრამ ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ლასოს მოუწევს ინდიელების ორგანიზაციებთან კომპრომისზე წასვლა. ამასთანავე, დიდი შანსია, რომ მას პარლამენტში იმპიჩმენტი გამოუცხადონ. არის კიდევ ერთი სცენარი _ სახელმწიფო გადატრიალება, რომელსაც შეიძლება სათავეში ჩაუდგეს უგო ჩავესის, ევო მორალესისა და ძმები კასტროების მეგობარი რაფაელ კორეა.

აღსანიშნავია, რომ აშშ-მა ლათინურ ამერიკაში კიდევ ერთი მოკავშირე დაკარგა _ 19 ივნისს კოლუმბიაში მემარცხენე პოლიტიკოსმა გუსტავო პეტრომ გაიმარჯვა და დაემატა ანტილიბერალებს: ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორს (მექსიკა), ალბერტო ფერნანდესს (არგენტინა), პედრო კასტილიოს (პერუ) გაბრიელ ბორიჩასა (ჩილე) და კსიომარ კასტროს (ჰონდურასი).

გიორგი გაჩეჩილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here