Home ახალი ამბები მსოფლიო აშშ-ში ეკონომიკის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება

აშშ-ში ეკონომიკის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება

48

ამერიკულმა გამოცემა CBS News Poolმა სოციალური გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა _ ეროვნული ეკონომიკის მდგომარეობა სულ უფრო უარესდება.

გამოკითხულთა მხოლოდ 22% მიიჩნევს, რომ ქვეყნის ეკონომიკის მდგომარეობა კარგია, 75%-ის აზრით კი _ ცუდი. ეს მაჩვენებელი  12 პუნქტით მეტია, ვიდრე აპრილში იყო. გამოკითხულ რესპუბლიკელთა უმრავლესობა და დამოუკიდებლები მიიჩნევენ, რომ აშშ-ის ეკონომიკის მდგომარეობა ცუდია. დემოკრატების 60%, რომელიც ეკონომიკის მდგომარეობას აფასებს, როგორც ცუდს, აღსანიშნავია იმით, რომ მათი პოზიციები ახლოს არის რესპუბლიკელებისა და დამოუკიდებლების პოზიციებთან, თუმცა დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები მანამდე მდგომარეობას უფრო დადებითად აფასებდნენ, მაგალითად, გასულ თვეში ასეთი დემოკრატების რაოდენობა 42%-ს შეადგენდა. ამერიკელთა 50% საიმედოდ მიიჩნევს თავის პირად ფინანსურ და ეკონომიკურ მდგომარეობას. ერთი წლის წინათ ანალოგიური მონაცემი 60%-ს შეადგენდა, საერთოდ, ამერიკელთა უმრავლესობა თავიანთი ოჯახებისთვის ბოლო წლებს აღწერს, როგორც “რთულსა” და “დაძაბულს”. ბევრი ამბობს, რომ პროდუქტებისა და საწვავის გაძვირებამ ძალიან დაარტყა მათ ბიუჯეტს.

პრეზიდენტის მუშაობას იწონებს გამოკითხულთა 41%, ეს ყველაზე დაბალი შეფასებაა ბაიდენის პრეზიდენტობის პერიოდში.

გიორგი გაჩეჩილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here