მთავარი მსოფლიო Al Modon-ი: პუტინი ისრაელის ახალი გმირია

Al Modon-ი: პუტინი ისრაელის ახალი გმირია

447
გააზიარეთ
Al Modon-ი: პუტინი ისრაელის ახალი გმირია

ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ წინასაარჩევნო კამპანიის ჩარჩოებში თავისი პარტიის შტაბბინის შენობაზე გააკრა უზარმაზარი პლაკატი, რომელზეც გამოსახულია, თუ როგორ ართმევს ის ხელს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. ამ ფაქტმა მშფოთვარე დისკუსიები გამოიწვია ისრაელში, _ წერს გამოცემა Al Modon (ლიბანი).

ზოგიერთი ვარაუდობს, რომ ამით ნეთანიაჰუ ცდილობს, ისრაელის რუსულენოვანი მოსახლეობის რაც შეიძლება მეტი ხმის მოპოვებას. სხვების აზრით კი, მსოფლიოს ისეთ პოლიტიკურ ფიგურასთან ახლო ურთიერთობა, როგორიც პუტინია, მსოფლიოს გავლენიანი ლიდერების ჯგუფში ყოფნას ნიშნავს.

გასულ კვირას ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავისი წინასაარჩევნო კამპანიის ჩარჩოებში თელ-ავივში, თავისი პარტია “ლიკუდის” შენობაზე გააკრა უზარმაზარი პლაკატი, რომელზეც ასახულია, როგორ მეგობრულად და კეთილგანწყობით ართმევს ის ხელს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. პლაკატზე, რომელმაც შენობის ფასადის ნახევარი დაიკავა, არის წარწერა ივრითზე “ნეთანიაჰუ _ სხვა ლიგა”. იგულისხმება, რომ ებრაელთა სახელმწიფოს პრემიერმინისტრი მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ლიდერების ჯგუფშია. და, იმის მიუხედავად, რომ იმავე შენობაზე კიდევ ორი ფოტოა, რომლებზეც ნეთანიაჰუ ხელს ართმევს აშშ-ის პრეზიდენტსა და ინდოეთის პრემიერმინისტრს, ყველაზე მეტი ყურადღება, განსაკუთრებით ისრაელის რუსულენოვან მოსახლეობაში, ნეთანიაჰუსა და პუტინის პოსტერმა დაიმსახურა.

ისრაელის რუსულენოვანი ვებგვერდი MIGnews-ი წერს, რომ ისრაელის მოსახლეობის ზოგიერთი ფენის წარმომადგენელთა აზრით, პუტინი არის ლიდერი, რომელმაც გაანადგურა ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფო”; წინააღმდეგი არ არის, ისრაელმა დაარტყას ირანის ობიექტებს სირიაში; არის მთავარი პირი სირიის საკითხის მოგვარების საქმეში; ქედს არ უხრის გაეროს, ევროპას, ამერიკას და დამოუკიდებლად მართავს ქვეყანას; მას არ ეშინია სანქციების და მზად არის, გაანადგუროს ტერორისტები, სადაც უნდა იყვნენ ისინი.

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here