Home ახალი ამბები მსოფლიო “ადამიანებს, უბრალოდ, აბრაზებენ”: მოლდოვის ხელისუფლების  ანტირუსული პოლიტიკა ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციას იწვევს

“ადამიანებს, უბრალოდ, აბრაზებენ”: მოლდოვის ხელისუფლების  ანტირუსული პოლიტიკა ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციას იწვევს

89
ოპოზიციის მიტინგი პრეზიდენტის სასახლესთან

ავიაკომპანია Air Moldova განაცხადა, რომ სასამართლოში უჩივლებს მოლდოვის ხელისუფლებას, თუკი ის არ გააუქმებს აკრძალვას მოსკოვში რეისების განხორციელებაზე. მოლდოვის ხელისუფლებამ თავისი გადაწყვეტილების მოტივად უსაფრთხოება დაასახელა, _ წერს russian.rt.com.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მოლდოვის ხელისუფლება მაია სანდუს მეთაურობით შეგნებულად ამწვავებს რუსეთთან ურთიერთობას, იქნება ეს ავიამიმოსვლის თუ ბუნებრივი აირის მიწოდების საკითხი. ამასთანავე, პროდასავლურად განწყობილი ხელისუფლება არ ითვალისწინებს, რომ მისი ქმედებები განზრახ აუარესებს მოლდოვის მოქალაქეთა მდგომარეობას.

ადრე Air Moldova-მ გამოაცხადა, რომ მოსკოვში რეისებს განაახლებდა 1 ოქტომბრიდან. ავიაგადამზიდმა ეს გადაწყვეტილება მიიღო მოლდოვის იმ მოქალაქეთა მრავალრიცხოვანი მიმართვის საფუძველზე, რომლებსაც სამშობლოში დაბრუნება სურთ. მაგრამ 10 სექტემბერს მოლდოვის ვიცეპრემიერმა ანდრეი სპინუმ განაცხადა, რომ საავიაციო რეგულატორმა Air Moldova-ს მოსკოვში ფრენები აუკრძალა. მისი თქმით, აკრძალვა დაწესდა უსაფრთხოების მიზნით. ამის შემდეგ Air Moldova იძულებული შეიქნა, ბილეთების გაყიდვა შეჩერებინა მოსკოვის მიმართულებით და უკან.

ანტისახალხო პოლიტიკა

უახლესი სახელმწიფოების ინსტიტუტების დირექტორმა ალექსეი მარტინოვმა აღნიშნა, რომ მოლდოვის ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება, უწინარესად, ქვეყნის მოქალაქეებს ავნებს, რადგან მოსკოვის რეისებზე დიდი მოთხოვნა იყო.

“რუსეთში ბევრი მოლდოველი მუშაობს, სწავლობს და აქვს ბიზნესი. რუსეთი მოლდოვისთვის ტრადიციულად მნიშვნელოვანი ბაზარია, განსაკუთრებით ახლა, სარეკორდო ინფლაციისა და ბუნებრივი აირის, პროდუქტებისა და ელექტროენერგიის გაძვირების ფონზე. ადამიანებს სჭირდებათ ადგილი თანხის გამოსამუშავებლად, რუსეთი კი ერთ-ერთი ასეთი ადგილია. ამჟამად Air Moldova-მ მოძებნა დერეფნები მარშრუტისთვის, რომლებიც მგზავრობის დროს კი ახანგრძლივებს, მაგრამ მოსკოვამდე მიღწევის საშუალებას იძლევა”, _ განმარტა ექსპერტმა.

ყველაფრის მიუხედავად, მოლდოვის ხელისუფლებამ მაინც აკრძალა მოსკოვის მიმართულებით ფრენა.

ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, მიმართული რუსეთთან ავიამიმოსვლის გასართულებლად, მაგრამ ადამიანები მაინც მიდიან, როგორც წესი, ჯერ სტამბოლში, იქიდან _ მოსკოვში. ეს იწვევს ფრენის დროის გახანგრძლივებასა და ბილეთის გაძვირებას. არადა, ლაპარაკია ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანების ყოფნის შემსუბუქებაზე. მოლდოვის მთავრობის გადაწყვეტილებაში ლოგიკა არ არის”, _ აღნიშნა მარტინოვმა.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მოსკოვიდან ავიამიმოსვლის აკრძალვა პრეზიდენტ მაია სანდუს მიერ არჩეულ საერთო ანტირუსულ ტრენდში “ჯდება”. ამასთანავე, მოლდოვის ხელისუფლება ცდილობს, თავი აარიდოს რუსეთის მიმართ ვალდებულებების შესრულებას ბუნებრივი აირის მიწოდების ვალის გადახდაზე.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის “გაზპრომი” 2021 წლის ოქტომბერში დათანხმდა მოლდოვისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას 5 წლის განმავლობაში, იმ პირობით, რომ რესპუბლიკა დაფარავდა დავალიანებას და დროულად გადაიხდიდა მიწოდების საფასურს. კიშინიოვს კი ამა წლის 1 მაისამდე უნდა მოეწვია უცხოელი აუდიტორი, მაგრამ ეს არ გააკეთა.

მიუხედავად იმისა, რომ რესპუბლიკა არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, “გაზპრომი” ბუნებრივი აირის მიწოდებას მაინც განაგრძობდა.

აგვისტოს დასწყისში კი “მოლდოვგაზმა” განაცხადა, რომ “გაზპრომს” თანხას ვერ გადაუხდის სახსრების არქონის გამო. აღსანიშნავია, რომ “გაზპრომმა” მოლდოვის მიერ ვალდებულებების არაერთგზის შეუსრულებლობის მიუხედავად, შემხვედრი ნაბიჯი მაინც გადადგა და მოლდოვას დავალიანების გადახდა გადაუვადა.

ამასთანავე, მაია სანდუ უარს ამბობს მოსკოვში წასვლასა და მოლაპარაკების გამართვაზე ცისფერი საწვავის მიწოდების კონტრაქტის განახლების შესახებ. ის ყველას დარწმუნებას ცდილობს, რომ მოსკოვი თითქოს აყენებს მიუღებელ პირობებს, რომლებიც ქვეყნის დამოუკიდებლობას ემუქრება, მაგრამ არ ამბობს, რა არის ეს პირობები.

არ ვნანობ, რომ მოსკოვში არ წავედი, ჩვენ მივიღეთ ისეთი კონტრაქტიგაზპრომთან”, რომლის მიღებაც შეგვეძლო. მე არ ვაპირებ ქვეყნის ნაწილის გაყიდვას იმისთვის, რომ ნახევარი წლის განმავლობაში იაფად მივიღოთ ბუნებრივი აირი”, _ განაცხადა სანდუმ.

ამის შემდეგ რესპუბლიკის პრეზიდენტმა მოლდოვის მოქალაქეებს მოუწოდა, მაქსიმალურად შეამცირონ ბუნებრივი აირის მოხმარება თითქოს იმიტომ, რომ “გაზპრომმა” შეიძლება შეწყვიტოს რესპუბლიკისთვის აირის მიწოდება.

პოლიტოლოგ ალექსეი მარტინოვის თქმით, სანდუს ადმინისტრაციის პოლიტიკა რუსეთიდან ბუნებრივი აირის მიწოდების მიმართ გაკვირვებას იწვევს, რადგან კიშინოვს ბუნებრივი აირის მიღების სხვა წყარო არ აქვს. “როგორც ჩანს, სანდუ ფიქრობს, რომ ბუნებრივი აირის მიწოდებას არ შეუწყვეტენ, რადგან რუსეთი იმავე მილსადენით დნესტრისპირეთსაც ამარაგებს. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბუნებრივი აირის საფასური არ უნდა გადაიხადოს. რუმინეთიდან ბუნებრივი აირის მიღების იდეა არასიცოცხლისუნარიანია, რადგან რუმინეთს თვითონ არ ჰყოფნის ცისფერი საწვავი. რესპუბლიკის ხელმძღვანელობას გადახდის უუნარობის რეპუტაცია ჩამოუყალიბდა”, _ განმარტა მარტინოვმა.

საპროტესტო განწყობილება

მოლდოვის ხელისუფლების დამანგრეველმა პოლიტიკამ უკმაყოფილება გამოიწვია რესპუბლიკის მოსახლეობაში: ზაფხულიდან ქვეყანაში რეგულარულად იმართება საპროტესტო აქციები მოქალაქეებისა, რომლებიც უკმაყოფილონი არიან ფასების მატებით ბუნებრივ აირსა და სხვა ენერგორესურსებზე, საკვებ პროდუტებზე, აგრეთვე, ქვეყანაში ცხოვრების დონის დაცემის გამო. ამას გარდა, მოსახლეობა ხელისუფლებას ოპოზიციის წნეხში მოქცევის გამოც აკრიტიკებს. ადრე მოქალაქეებს მასობრივ საპროტესტო აქციებში მონაწილეობისკენ მოუწოდა ყოფილმა პრეზიდენტმა იგორ დოდონმა, რომელმაც მოლდოვის ამჟამინდელი ხელისუფლება პასიურ კორუფციაში, უკანონოდ გამდიდრებასა და სამშობლოს ღალატში დაადანაშაულა. თავის მხრივ, მოლდოვის ოპოზიციური პარტიაშორ”-ის მომხრეებმა 9 სექტემბერს მრავალათასიანი აქცია გამართეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან და 18 სექტემბერს კიდევ უფრო  მასშტაბური აქციის გამართვა დააანონსეს. ექსპერტთა აზრით, მოლდოვის ამჟამინდელი ხელისუფლება თავისი პოლიტიკით თვითონ უბიძგებს ადამიანებს ქუჩაში გამოსვლისკენ.

“დღეს ადამიანებს, უბრალოდ, აბრაზებენ, უბიძგებენ პროტესტიკენ, ბუნტისკენ _ თანაც შიმშილით გამოწვეული ბუნტისკენ. აქ ლაპარაკია არა რაღაც პრინციპულ პოლიტიკურ ასპექტებზე, არამედ გადარჩენაზე”, _ აღნიშნა, მარტინოვმა.

პლაკატი ოპოზიციის მიტინგზე

ბალტიისპირეთის კვლევების ასოციაციის პრეზიდენტი ნიკოლოზ მეჟევიჩი ამბობს, რომ მოლდოვის ხელისუფლება ევროპის მითითებებს ასრულებს, ანტირუსულ პოლიტიკას ატარებს და ამით შეგნებულად აუარესებს თავისი მოქალაქეების ცხოვრების დონეს.

“ეს ანტირუსული პოლიტიკა სულელურია, ის არ ჯდება ეკონომიკურ იმპერატივში. ხელისუფლებას სჭირდება იმის ახსნა, ზამთარში რატომ იქნება მდგომარეობა უარესი, ვიდრე 2021 წელს იყო. და აქ, ალბათ, გამოიყენებენ უკვე გამოცდილ და დაუსრულებელ რუსოფობიას”, _ განაცხადა მეჟევიჩმა და დასძინა: “აშკარაა, რომ მოლდოვის ამჟამინდელი ხელისუფლება ხელმძღვანელობს არა თავის ამომრჩეველზე ზრუნვით, არამედ იმით, რა მოეწონება კოლექტიურ დასავლეთს”.

მოლდოვის ამჟამინდელი  ხელისუფლება ასრულებს თავის ამოცანას _ აფუჭებს თავის ურთიერთობას მოსკოვთან და, ლონდონის, ვაშინგტონის, ბრიუსელის თვალსაზრისით, ეს საკმარისია. ამის შემდეგ ქალბატონი სანდუ წავა ბუქარესტში ან პრაღაში, ან ბრიუსელში და დაიწყებს სწავლებას კარგი აკადემიური პოზიციიდან, ქვეყანა კი საბოლოოდ გადაიქცევა რუსეთთან ბრძოლის სათადარიგო პლაცდარმად”, _ დასძინა მეჟევიჩმა.

გიორგი გაჩეჩილაძე

https://russian.rt.com/ussr/article/1047516-moldaviya-rossiya-aviasoobshenie-protesty

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here