ტელეარხ CNN-ის ეთერში რესპუბლიკელმა კონგრესმენმა მხარი დაუჭირა პრეზიდენტ ტრამპის ოდინდელ განცხადებას, რომ ეს არხი “ნაყალბევი ახალი ამბების” შექმნის ადგილია: “ვფიქრობ, იმის მტკიცება, რომ თითქოს რუსები ცდილობდნენ, გავლენა მოეხდინათ აშშ–ში ტრამპსა და ჰილარი კლინტონს შორის არჩევის შედეგებზე, CNN-ის მოგონილია”, _ განაცხადა კონგრესმენმა სტივ კინგმა, რომელიც აიოვას შტატის წარმომადგენელია აშშ–ის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში.
გადაცემის წამყვანის _ ელისონ კემეროტის რეპლიკაზე, რომ CNN-ს არ შეუთხზავს ინფორმაცია ამერიკულ არჩევნებში რუსეთის ჩარევის მცდელობაზე, კერძოდ, კიბერშეღწევის მეშვეობით, და რომ ასეთი იყო 17 სადაზვერვო სააგენტოს შეფასება, რესპუბლიკელმა პოლიტიკოსმა მიუთითა: აშშ-ის დაზვერვის სამსახურების ანგარიშები “ეფუძნება საზოგადოებრივ მოსაზრებებს ფაქტობრივი მტკიცებულების გარეშე”.
“მოდით გავარკვიოთ: კონგრესმენო, თქვენ არ გჯერათ, რომ რუსეთი ერეოდა?” _ ჰკითხა კემეროტმა.
“მე არ ვიცი, ერეოდა თუ არა, _ უპასუხა კინგმა, _ მე მსურს, ვიხილო მტკიცებულებანი, წავიკითხო გაშიფრული ტექსტი, მოვისმინო აუდიო ჩანაწერი”.