Home რუბრიკები პოლიტიკა CNN: კონგრესმენი უტევს

CNN: კონგრესმენი უტევს

529

ტელეარხ CNN-ის ეთერში რესპუბლიკელმა კონგრესმენმა მხარი დაუჭირა პრეზიდენტ ტრამპის ოდინდელ განცხადებას, რომ ეს არხინაყალბევი ახალი ამბებისშექმნის ადგილია: “ვფიქრობ, იმის მტკიცება, რომ თითქოს რუსები ცდილობდნენ, გავლენა მოეხდინათ აშშში ტრამპსა და ჰილარი კლინტონს შორის არჩევის შედეგებზე, CNN-ის მოგონილია”, _ განაცხადა კონგრესმენმა სტივ კინგმა, რომელიც აიოვას შტატის წარმომადგენელია აშშის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში.

გადაცემის წამყვანის _ ელისონ კემეროტის რეპლიკაზე, რომ CNN-ს არ შეუთხზავს ინფორმაცია ამერიკულ არჩევნებში რუსეთის ჩარევის მცდელობაზე, კერძოდ, კიბერშეღწევის მეშვეობით, და რომ ასეთი იყო 17 სადაზვერვო სააგენტოს შეფასება, რესპუბლიკელმა პოლიტიკოსმა მიუთითა: აშშ-ის დაზვერვის სამსახურების ანგარიშები “ეფუძნება საზოგადოებრივ მოსაზრებებს ფაქტობრივი მტკიცებულების გარეშე”.

“მოდით გავარკვიოთ: კონგრესმენო, თქვენ არ გჯერათ, რომ რუსეთი ერეოდა?” _ ჰკითხა კემეროტმა.

“მე არ ვიცი, ერეოდა თუ არა, _ უპასუხა კინგმა, _ მე მსურს, ვიხილო მტკიცებულებანი, წავიკითხო გაშიფრული ტექსტი, მოვისმინო აუდიო ჩანაწერი”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here