Home რუბრიკები ეკონომიკა ეს ეკონომიკური ნონსენსია!თუ კაპიტალიზმის დასაგმობად მზად არ ხართ, მაშინ კერძო მევახშეც არ...

ეს ეკონომიკური ნონსენსია!თუ კაპიტალიზმის დასაგმობად მზად არ ხართ, მაშინ კერძო მევახშეც არ უნდა დაგმოთ

„სოციალისტური საქართველოს“ ლიდერმა ვალერი კვარაცხელიამ სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი მიუძღვნა ქვეყანაში არსებული მევახშეობის პრობლემას. მისი თქმით, არსებული დინამიკა ცოტათი მაინც ტოვებს იმედს, რომ ეს იქნება საწინდარი სისტემურად შეიცვალოს ეს პრაქტიკა ქვეყანაში. კვარაცხელიას განცხადებით, კარგია, როდესაც საზოგადოებას აშფოთებს მევახშეობის კონკრეტული ფაქტები, თუმცა ის მაინც მიიჩნევს, რომ განსაკუთრებულად აღმაშფოთებელი ორგანიზებული მევახშეობაა ანუ საბანკო სისტემა.

“მევახშე ამ ბოლო დროს იმატა აგრესიამ მევახშეებისა და მევახშეობის წინააღმდეგ და ეს კარგია. მევახშე ვამპირია, სისხლის მწოველია, მაგრამ… ისევე, როგორც კონკრეტული ადამიანის დანაშაული, რომელმაც რაღაცა მოიპარა, რაღაცა მიითვისა, გაცილებით ნაკლებია, ვიდრე სტრუქტურულად ორგანიზებული, ბანდიტურ-მაფიოზური დაჯგუფების მიერ ჩადენილი დანაშაული, ამ შემთხვევაშიც კონკრეტული ადამიანის მევახშეობა გაცილებით ნაკლები ბოროტებაა, ვიდრე საბანკო-სისტემური მევახშეობა. აქ მხოლოდ მორალური ასპექტი შეიძლება იყოს სადავო, იურიდიული თვალსაზრისით მევახშეობა დანაშული არ არის, თუკი მევახშე გადასახადს იხდის. უბედურება ისაა, რომ კაპიტალიზმის პირობებში მევახშეობა (ეს უსაზიზღრესი სოციალურ-ეკონომიკური ხასიათის მოვლენა) დაკანონებულია, როგორც ინდივიდუალურ დონეზე, ასევე სტრუქტურულად ორგანიზებულ დონეზე. ერთი სიტყვით, კარგია, როდესაც საზოგადოებას აშფოთებს მევახშეობის კონკრეტული ფაქტები, მაგრამ გაცილებით აღმაშფოთებელი ორგანიზებული მევახშეობა ანუ საბანკო სისტემაა. ამიტომ მევახშობის ცალკეული ფაქტებით აღშფოთებულ საზოგადოებას უნდა შევახსენო: თქვენ როდესაც უპირისპირდებით და გმობთ ინდივიდუალურ მევახშეს, უნდა დაუპირისპირდეთ და დაგმოთ მევახშეობის უფრო მაღალი და სასტიკი ფორმაც – საბანკო მევახშობა, მაგრამ როდესაც დაგმობთ საბანკო მევახშობას, ეს უკვე ე.წ. საბაზრო ეკონომიკის ანუ კაპიტალისტური სისტემის დაგმობაა, ვინაიდან მევახშეობა კაპიტალიზმის საფუძველთა საფუძველია. ამიტომ, თქვენ კაპიტალიზმის დასაგმობად მზად თუ არა ხართ, მაშინ ინდივიდუალური მევახშეც არ უნდა დაგმოთ, ვინაიდან ეს უბრალოდ პოლიტიკური და ეკონომიკური ნონსენსია!”.- წერს კვარაცხელია. 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here