Home რუბრიკები სამართალი საია: ენერგეტიკის სამინისტრო კანონს არღვევს

საია: ენერგეტიკის სამინისტრო კანონს არღვევს

540

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განცხადებით,  ენერგეტიკის სამინისტრომ კანონი დაარღვია. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 2016 წლის 18 იანვარს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ”გაზპრომთან” მოლაპარაკებების შესახებ ოფიციალურად მიმართა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს და ითხოვა მათ ხელთ არსებული  სრული ინფორმაციის გაცემა.

საიას განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოადგენდა საიდუმლო ინფორმაციას, სამინისტროს საიასათვის უნდა მიეწოდებინა მოთხოვნილი ინფორმაციის საიდუმლოდ მიჩნევის დამადასტურებული ყველა ოფიციალური დოკუმენტის ასლი.

”საიას განცხადების პასუხად, 2017 წლის 25 იანვარს წარმოდგენილი იქნა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს #08/289 კორესპონდენცია, რომლის თანახმადაც სამინისტრომ შემდეგი განაცხადა: „მოთხოვნილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია არ არის დაცული სამინისტროში, შესაბამისად, სამინისტრო მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს თქვენი მოთხოვნა.“

იმის გათვალისწინებით, რომ კომპანია ”გაზპრომთან” მოლაპარაკებებში აქტიურდ იყო ჩართული საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო და მიღწეული შეთანხმების თაობაზე თავად მინისტრმა აცნობა საზოგადოებას, გაურკვეველია რას ეფუძნება სამინისტროს მიერ წერილობითი სახით წარმოდგენილი პასუხი.

სამინისტროს მოქმედება კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის კომპანია ”გაზპრომთან” მიღწეული შეთანხმების საიდუმლოდ მიჩნევის რეალურ საფუძველს. ეს აძლიერებს ეჭვს, რომ სამინისტრო ცდილობს არ გასცეს ინფორმაცია, რომლის გაცემის ვალდებულებაც კანონმდებლობით აკისრია.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდეს ენერგეტიკის სამინისტროს, რომ დღესვე უზრუნველყოს განცხადების შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოში გადაგზავნა და აღნიშნულის შესახებ წერილობითი დასაბუთება მიაწოდოს საიას”, – ნათქვამია განცხადებაში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here