Home რუბრიკები ეკონომიკა Eurostat: ევროკავშირში ყოველი მეოთხე ბავშვი სიღარიბის ზღვარზე ცხოვრობს

Eurostat: ევროკავშირში ყოველი მეოთხე ბავშვი სიღარიბის ზღვარზე ცხოვრობს

“ევროკავშირის ქვეყნებში 25 მილიონი ბავშვი “სიღარიბის ზღვარზე” ცხოვრობს”, _ აღნიშნულია ევროკავშირის სტატისტიკური სამსახურის _ “ევროსტატის” მოხსენებაში. 

25 მილიონი ბავშვი _ ეს არის ევროკავშირში მცხოვრები 17 წლამდელთა 26,9% და, “ევროსტატის” განცხადებით, 2015 წელს სწორედ ამდენ ბავშვს ემუქრებოდა სიღარიბე. “ევროსტატის” კრიტერიუმის თანახმად, ბავშვი “სიღარიბის საფრთხის” წინაშე რომ აღმოჩნდეს, საკმარისია ერთ-ერთი პირობა: ცხოვრება დაბალშემოსავლიან ოჯახში ან ცხოვრება ოჯახში, რომელსაც აქვს “მუშაობის აუცილებელი რაოდენობა”. ყველაზე მეტი ასეთი ბავშვი კი რუმინეთში ცხოვრობს _ 46,8%; რუმინეთის შემდეგ ბავშვების კეთილდღეობის ანტისარეიტინგო სიაში მოდის ბულგარეთი (43,7%); შემდეგ _ საბერძნეთი (37,8%); უნგრეთი (36,1%); ესპანეთი (34,4%) და იტალია (33,5%); ყველაზე კარგად კი ბავშვები ცხოვრობენ შვედეთში, ფინეთსა და დანიაში.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here