Home რუბრიკები საზოგადოება გელა სამხარაული ართანას მოსახლეობას შეხვდა

გელა სამხარაული ართანას მოსახლეობას შეხვდა

500

„ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოფელ ართანას მოსახლეობას შეხვდა. გელა სამხარაულმა ადგილობრივთა პრობლემები მოისმინა, ისაუბრა რთველზე ყურძნის ფასზე და მოსახლეობას აგროპროექტების უპირატესობები გააცნო. მისივე თქმით, სოფელში აუცილებელია ფუნქციონირებდეს ამბულატორია და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი  ზრუნავდეს

„გადაწყვეტილებების მიღების პრიორიტეტი ახლა თქვენს ხელშია. თქვენვე უნდა განსაზღვროთ რა გჭირდებათ და ამ საჭიროებებიდან გამომდინარე იმოქმედოთ. ჩვენ, ხელისუფლებამ გადავწყვიტეთ, რომ თქვენ, ყველა სახელმწიფო მოხელეზე უკეთ მოაგავრებთ ადგილობრივ პრობლემებს, ამიტომ მოგეცით სრული თავისუფლება განკარგოთ ფინანსები თქვენივე მოთხოვნილებების შესაბამისად.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/14434965_1285830314780532_7.jpg

ჩვენამდე, არც ერთი ხელისუფლების მიზანი არ ყოფილა სოფლების სიძლიერე, არც ერთ ხელისუფლებას არ მიუცია თვითმმართველობებისთვის თავისუფლად მოქმედების უფლება. მჯერა ამ ნდობას გაამართლებთ. მომდევნო 4 წლის მანძილზე, ჩემი საკანონმდებლო აქტივობის მიზანი იქნება თქვენი განვითარებისთვის საჭირო გარემოს კიდევ უფრო დახვეწა და უფრო მეტი შესაძლებლობების გაჩენა. ჩვენ კარგად გვესმის დამოუკიდებელი და ფინანსურად ძლიერი თვითთმმართველობების არსებობის მნიშვნელობა ქვეყნის საერთო განვითრებაში-“განაცხადა გელა სამხარაულმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here