უნგრეთის საგარეო საქმეთა და ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრი პიტერ სიიარტო მიიჩნევს, რომ რუსეთის თავდასხმა ნატოს რომელიმე ქვეყანაზე არარეალურია. ეს მან ინტერნეტპორტალ Index.ru-ს განუცხადა.
“ვფიქრობ, მოსაზრება, თითქოს რუსეთი შეიძლება ნატოს წევრ რომელიმე ქვეყანას თავს დაესხას, ამ ეტაპისთვის არარეალურია. ნატოს წევრი თითოეული სახელმწიფო თავისებურად აღიქვამს რუსეთისგან მომავალ საფრთხეს. ჩვენ ასე არ ვუდგებით რუსეთს. ჩვენ არ გვგონია, რომ რუსეთი ჩვენთვის რაიმე საფრთხეს წარმოადგენს”, _ განაცხადა სიიარტომ.