Home რუბრიკები პოლიტიკა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთის თავდასხმა ნატოს წევრ რომელიმე ქვეყანაზე არარეალურია

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთის თავდასხმა ნატოს წევრ რომელიმე ქვეყანაზე არარეალურია

479

უნგრეთის საგარეო საქმეთა და ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრი პიტერ სიიარტო მიიჩნევს, რომ რუსეთის თავდასხმა ნატოს რომელიმე ქვეყანაზე არარეალურია. ეს მან ინტერნეტპორტალ Index.ru-ს განუცხადა.

 “ვფიქრობ, მოსაზრება, თითქოს რუსეთი შეიძლება ნატოს წევრ რომელიმე ქვეყანას თავს დაესხას, ამ ეტაპისთვის არარეალურია. ნატოს წევრი თითოეული სახელმწიფო თავისებურად აღიქვამს რუსეთისგან მომავალ საფრთხეს. ჩვენ ასე არ ვუდგებით რუსეთს. ჩვენ არ გვგონია, რომ რუსეთი ჩვენთვის რაიმე საფრთხეს წარმოადგენს”, _ განაცხადა სიიარტომ. 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here