მოძრაობა „ეროვნულების” ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა.
“ზუსტად ვიცი, რომ “ოცნება”, ნაცები, ბურჭულაძე _ ასე გადაუწყვეტიათ საქართველოს ფარგლებს გარეთ; დანარჩენი ყველა _ ჩასარეცხი, მოსაშორებელი. გილოცავთ მონობის ახალ 4 წელს. ჩვენი ხმები არაფერია.
მე ბრძოლას ვიწყებ. ბრძოლას ვიწყებ არა რომელიმე კონკრეტული პარტიის წინააღმდეგ, არამედ მათ წინააღმდეგ, ვინც ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარედან ცდილობს ის შედეგი დაგვიდოს, რომელიც სურთ. საქართველოს ბედს საქართველოს მოსახლეობა გადაწყვეტს!
დინების საწინააღმდეგოდ? _ დიახ, დინების საწინააღმდეგოდ წავალთ. ერთხელ გითხრეს თქვენ, რომ დინებას ლეშები მიჰყვებიან!
ქართველი ერი კი არაა ლეში, ის თავისუფლებისთვის გაჩენილი ერია!” _ წერს ბრეგაძე.
vetanxmebi droa gauagdot iankebi eshmas msaxurebi.uitom demokratelxilbi natos reperendmse uari ician xalxi ras itkvis sicruis dauzneobis msaxurebi