Home რუბრიკები პოლიტიკა “ოცნება”, ნაცები, ბურჭულაძე _ ასე გადაუწყვეტიათ საქართველოს ფარგლებს გარეთ!

“ოცნება”, ნაცები, ბურჭულაძე _ ასე გადაუწყვეტიათ საქართველოს ფარგლებს გარეთ!

476

მოძრაობა „ეროვნულების” ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა.

 “ზუსტად ვიცი, რომ “ოცნება”, ნაცები, ბურჭულაძე _ ასე გადაუწყვეტიათ საქართველოს ფარგლებს გარეთ; დანარჩენი ყველა _ ჩასარეცხი, მოსაშორებელი. გილოცავთ მონობის ახალ 4 წელს. ჩვენი ხმები არაფერია.

მე ბრძოლას ვიწყებ. ბრძოლას ვიწყებ არა რომელიმე კონკრეტული პარტიის წინააღმდეგ, არამედ მათ წინააღმდეგ, ვინც ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარედან ცდილობს ის შედეგი დაგვიდოს, რომელიც სურთ. საქართველოს ბედს საქართველოს მოსახლეობა გადაწყვეტს!

დინების საწინააღმდეგოდ? _ დიახ, დინების საწინააღმდეგოდ წავალთ. ერთხელ გითხრეს თქვენ, რომ დინებას ლეშები მიჰყვებიან!

 ქართველი ერი კი არაა ლეში, ის თავისუფლებისთვის გაჩენილი ერია!” _ წერს ბრეგაძე.

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here