Home რუბრიკები ბლოგი ფინეთში ევროკავშირიდან გასვლის პეტიციას , 2 დღეში, 10 000-ზე მეტმა...

ფინეთში ევროკავშირიდან გასვლის პეტიციას , 2 დღეში, 10 000-ზე მეტმა მოქალაქემ მოაწერა ხელი

დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას დიდი რეზონანსი მოყვა მთელ მსოფლიოში.

კერძოდ ფინეთში,  ფინეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ პეტიციას, რომელიც ორგანიზაცია “ჭეშმარიტი ფინელები”-ს ლიდერმა სებასტიან ტიუნკიუნენმა შეადგინა, უკვე 10 000 ადამიანზე მეტმა მოაწერა ხელი.

ამ ინიციატივას ფინეთის პარლამენტი განიხილავს იმ შემთხვევაში, თუკი 6 თვის განმავლობაში მას 50 000 ადამიანი მოაწერს ხელს, რაც რა თქმა უნდა მოსალოდნელია კიდეც: სულ რაღაც ორ დღეში, პატიციას, ხომ ხმების აუცილებელი  რაოდენობის ერთმა მეხუთედმა უკვე მოაწერა ხელი და წინ კიდევ ექვსი თვეა…..

ფინეთის პრესა გვახსენებს, რომ ფინეთში, მსგავსი ინიციატივით ჯერ კიდევ 2013 წელს გამოვიდნენ, თუმცა მაშინ პეტიციას მხოლოდ 30 000-მა ადამიანმა მოაწერა ხელი.

სააგენტო “როიტერის” ინფორმაციით, იგივე პროცესები დაიწყო უკვე რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის სლოვაკეთში, სადაც ევროკავშირიდან გასვლის შესახებ პეტიცია, უკიდურესად მემარჯვენე პარტიამ შეადგინა.

გთავაზობთ ამონარიდს ამ პეტიციიდან: ” დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებმა ბრიუსელის დიქტატურას უარი განუცხადეს! მოვიდა სლოვაკეთის დროც დატოვოს, ჩასაძირად განწირული, ევროპის “ტიტანიკი”!……

იმისათვის, რომ სლოვაკეთში რეფერენდუმი ოფიციალურად ჩატარდეს, აუცილებელია 350 000 ხელმოწერის შეგროვება. სლოვაკეთის კანონმდებლობის მიხედვით, ამ ქვეყანაში  რეფერენდუმის შედეგების აღსრულება აუცილებლია.

კონსტანტინე ჩიკვილაძე

1 COMMENT

  1. ფინეთი და სლოვაკეთი ეკონომიურად ძლიერი ქვეყნები არიან. მათ იმიტომ უნდათ გამოსვლა ევროკავშირიდან, რომ ჩვენნაირმა ეკონომიურად მათხოვარმა ქვეყანამ არ
    მოწველოს. ჩვენთან ხომ წამგლეჯები და მათხოვრები ცხოვრობენ მხოლოდ. პირველი
    მათხოვრობის მიმდევარი კი ხელისუფლებაა. რა თქმა უნდა ასეთ გროტესკულ ქვეყანაში,
    მშრომელ ადამიანს არ გაახარებენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here