„ რუსების წინააღმდეგობა, რომელსაც ისინი სალაფიტურ ტერორიზმს უწევენ, განადიდებს ამ ქვეყანას (რუსეთს -კ.ჩ.), რომელიც მეხსიერებადაკარგული და დამორჩილებული დემოკრატიებისგან განსხვავებით საკუთარ ფესვების მიმართ დიდ ერთგულებას ამჟღავნებს“,- წერს ფრანგი ჟურნალისტი ივან რიუფოლი.
რუსეთმა, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მეთაურობით, „ჩაუტარა გაკეთილი“ დასავლეთის დემოკრატიებს, გაათავისუფლა რა პალმირა სირიაში და დაიცვა რელიგიური უმცირესობები (მათ შორის მართლმადიდებლები –კ.ჩ.) „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებისგან. ასეთი მოსაზრება გამოთქვა ფრანგმა ჟურნალისტმა ივან რიუფოლმა, ფრანგულ გაზეთ Le Figaro- ში, პარასკევს გამოქვეყნებულ სტატიაში, დასახელებით- „ პუტინის გაკვეთილი ლაჩარ დემოკრატიებს“.
პალმირას გათავისუფლება
„ვის მოვუხადოთ მადლობა, თუ არა პუტინს“,- წერს ავტორი და ხაზგასმით აღნიშნავს იმას, რომ სწორედ რუსეთის ავიაციის მიერ დროულად განხორციელებულმა ავიადარტყმებმა „ისლამური სახელმწიფო“-ს პოზიციებზე, გზა გაუხსნეს ბაშარ ასადის არმიას პალმირასკენ და ტერორისტებისგან მისი გათავისუფლება მოხდა.
„ რუსები, რომლებმაც უკვე დატოვეს საომარი მოქმედებების ველი, მანამდე კი უზრუნვლეყვეს ამ უძველესი ქალაქის დაბრუნების შესაძლებლობა, ხდებიან გამარჯვებულები ამ სიმბოლურ განთავისუფლებაში, აგრძელებს რიუფოლი.- რაც ამერიკის შეერთებული შტატების და მათი მოკავშირეების სისუსტეს ააშკარავებს. პუტინის სტრატეგიის გაკვეთილი, რომელიც აუცილებლად უნდა ავითვისოთ, მარტივია: ისლამურ იდეოლოგიას მხოლოდ ძალა თუ აიძულებს უკანდახევას, რადგანაც ეს იდეოლოგია მხოლოდდამხოლოდ ასეთ ენას სცემს პატივს!“.
Le Figaro-ს ჟურნალისტი აღიარებს, რომ რუსეთის პრეზიდენტს საკმაოზე მეტი კრიტიკოსები ჰყავს, რომლებიც მომხდარს უძებნიან რა ახსნას, გამალებით გაჰყვირიან ყურანის არცოდნაზე, ზომიერ ისლამიზმზე და „კვიეტისტური სალაფიზმის“ ახალმოდურ ახსნაზე. სწორედ მათ მსგავსად, წერს რიუფოლი, მე-15-ე საუკუნეში, კონსტანტინოპოლის დაცემის წინ, უამრავი გონებაგახსნილი და განათლებული პიროვნება მზად იყო დამორჩილებოდა დამპყრობელს.
„ რუსს არ უჭირს ანტიქრისტიანი მტრის გამოაშკარავება, რომელიც განადგურებას ექვემდებარება! ხოლო როცა საფრანგეთის პრეზიდენტი, ფრანსუა ოლანდი, „ისლამური სახელმწიფო“-ს განადგურებაზე საუბრობს, ის იმდენად არადამაჯერებელია, რომ ამ ტერორისტული ორგანიზაციის მთელ მრიცხანებას საკუთარ თავზე „იღებს“ და ისიც მას აპოკალიფსისს პირდება და საკუთარ სიტყვას ასრულებს კიდეც- ამას, არანაირი წუთიერი დუმილი, თუ რესპუბლიკის მოედანზე სანთლების დანთება არ შველის, ეს ყველაფერი არ გადაარჩენს საფრანგეთს „ყურანის ჯარისკაცებისგან“, რომლებიც სირიაშიც და საფრანგეთშიც საკმაოდ არიან. მათ წინააღმდეგ უმოწყალო ბრძოლაა გამოსაცხადებელი“,- თვლის მიმომხილველი.
დასავლეთის სიმხდალე
სტატიის ავტორის აზრით, დასავლეთის ქცევაში „ანტიქრისტიანული სიძულვილის მიმართ შეგუება“ აშკარად ჩანს, თანაც ის თანადათანობით უდარდელობაში გადადის. რაც, კერძოდ, პაკისტანის ქალაქ ლახორში მომხდარი ტერაქტის მიმართ, დასავლეთის არასაკმაოდ აქტიურ რეაქციაში გამოიხატა. ტერაქტის მსხვეპლნი ქრისტიანები გახდნენ, რომლებიც კათოლიკურ აღდგომას აღნიშნავდნენ. „ ეს სიგნალს წარმოადგენს ლიბერალური დემოკრატიების „დასაბუჟებლად“: ისინი, მხოლოდ თავის ტერიტორიაზე მცხოვრებ მუსლიმანურ უმცირესობებს აღიქვამენ მსხვერპლად და სრულებითაც არ ადარდებთ ისლამურ სახელმწიფოებში მცხოვრები ქრისტიანების ტანჯვა-წამება“,- წერს რიუფოლი და საკუთარი სიტყვების დასამტკიცებლად მოჰყავს ის ფაქტი, რომ 2014 წლიდან მოყოლებული, საფრანგეთმა ერაყიდან დევნილ ქრისტიანებზე, მათი განწირული ვედრების მიუხედავად- დაიცვან ისინი „ახალი ნაციზმისგან“, „ისლამური სახელმწიფო“-ს სახით“, 72%-ით ნაკლები ვიზა გასცა,
„ ამ ლაჩრული: „спасайся, кто может”-ის ფონზე, პუტინი გმირად წარმოჩნდება. რუსეთის პრეზიდენტს იმის ნათელი ხედვა გააჩნია, თუ ვინ არიან მისი ქვეყნის მტრები და როგორ უნდა ებრძოლოს მათ“,- აგრძელებს Le Figaro-ს ჟურნალისტი.
„პუტინს ასადისთვის მხარი რომ არ დაეჭირა, ქრისტიანებისა და იეზიდების რელიგიური უმცირესობები განადგურებული და სირიიდან განდევნილი იქნებოდნენ. მან მარტოდმარტომ დაიწყო გააფთრებული ბრძოლა და წერტილოვანი დარტყმების მიყენება ისლამისტების პოზიციებზე, რომლებიც უშუალოდ ბარაქ ობამამ და ფრანგულმა დიპლომატიამ, ლორან ფაბიუსის მეთაურობით, დაინდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში პალმირას ვერ გაანთავისუფლებდნენ“,- ასკვნის ავტორი.
„ რუსების წინააღმდეგობა, რომელსაც ისინი სალაფიტურ ტერორიზმს უწევენ, განადიდებს ამ ქვეყანას (რუსეთს -კ.ჩ.), რომელიც მეხსიერებადაკარგული და დამორჩილებული დემოკრატიებისგან განსხვავებით, საკუთარ ფესვებთან მიმართებაში დიდ ერთგულებას ამჟღავნებს. მორალის გაკვეთილები, რომელსაც რუსები გვაწვდიან დასავლეთის ხელების ჩამოშვების საბაბი თუ ხდება, თუმცა დამარცხებულები ისტორიას არ წერენ!“,- ასე ასრულებს თავის სტატიას ფრანგი ჟურნალისტი.
კონსტანტინე ჩიკვილაძე