Home რუბრიკები ბლოგი „ბოროტი პუტინი და კეთილი ობამა“- „მასიური დეზინფორმაციის საშუალებები“ (ნახატი ფილმი)

„ბოროტი პუტინი და კეთილი ობამა“- „მასიური დეზინფორმაციის საშუალებები“ (ნახატი ფილმი)

რუსეთში შექმნილმა და შემდგომ YouTube-ზე განთავსებულმა ნახატმა ფილმმა „მასიური დეზინფორმაციის საშუალებები“, საიტზე დადებიდან  2 დღეში 150 000 ნახვაზე მეტი დააგროვა. ნახატ ფილმში გაშარჟებულია რუსეთის ოპოზიციური მასობრივი ინფორმაციის საშუალებები და ნაჩვენებია როგორ იქმნება იაფფასიანი ანტიპუტინური პროპაგანდა.

მულტიპლიკატორები, რომლებიც საკუთარ თავს „რადიკალურ პატრიოტებად“ მიიჩნევენ, თვალნათლივ გვაჩვენებენ, თუ როგორ ქმნიან „ლიბერასტი ჟურნალისტები“ „თითიდან გამოწოვილ სენსაციებს“.

ანიმაცია ასე იწყება: ომსკის შემოგარენში ხე წაიქცევა და ამ ფაქტთან დაკავშირებით ოპოზიციონერები ტყუილის მთებს აშენებენ, თითქოს ომსკელებს „კრემლის მფრინავი თეფშიდან“ ვლადიმირ პუტინი ესვრის ლაზერს, კლავს და ომსკელებს მხოლოდ ბარაქ ობამა თუ უშველის.

ნახატი ფილმის პერსონაჟები ადვილად გამოსაცნობია, ესენი არიან: გალინა ტიმჩენკო, ალექსეი ვენედიქტოვი, ქსენია სობჩაკი და სხვა „მოლიბერასტო“ მედიასახეები.

შეგახსენებთ, რომ რუსეთში სულ უფრო მეტად და აქტიურად აქილიკებენ ოპოზიციურ მედიას.

ასე, მოსკოვში, სექტემბერში დამზადდა  და პოპულარული გახდა  არტ-საზოგადოება „Главплакат»-ის დამზადებული ბანერი, რომელზეც ნატალია სინდეევა („Дождь“), ნიკოლაი მოლიბოგა (РБК) და დიმიტრი მურატოვი („Новая Газета“),  „დასავლელი სპონსორების“ მოსამსახურეებად ჰყავთ გამოსახული.

იხილეთ ნახატი ფილმი „მასობრივი დეზინფორმაციის საშუალებები“:

https://www.youtube.com/watch?v=9IOO41UlWsE

კონსტანტინე ჩიკვილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here