სენატორ ჯონ მაკკეინის ქალიშვილმა გეოპოლიტიკურ არენაზე რუსეთის პრეზიდენტის მნიშვნელობა შეაფასა. ტელეკომპანია Fox News–ის გადაცემა The Five–ში მეგან მაკკეინმა განაცხადა:
“დღეს პუტინი დომინანტი ფიგურაა მსოფლიო სცენაზე. პრეზიდენტ ობამასთან შედარებით ჯიმი კარტერიც კი ნაპოლეონ ბონაპარტედ გვეჩვენება”, _ განაცხადა მეგანმა.
აშშ-ის პრეზიდენტი მამა-შვილი მაკკეინების კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოექცა. მეგანმა მას ლიდერის თვისებები დაუწუნა და განაცხადა, რომ ობამას არ ძალუძს, ახლო აღმოსავლეთში პრობლემები მოაგვაროს.
მეგანი სენატორის ოთხი შვილიდან ერთ-ერთია. იგი 1984 წელს დაიბადა. ამჟამად რესპუბლიკური პარტიის წევრია.