Home რუბრიკები საზოგადოება სენატორ მაკკეინის ქალიშვილმა ობამას ლიდერის თვისებები დაუწუნა

სენატორ მაკკეინის ქალიშვილმა ობამას ლიდერის თვისებები დაუწუნა

495

სენატორ ჯონ მაკკეინის ქალიშვილმა გეოპოლიტიკურ არენაზე რუსეთის პრეზიდენტის მნიშვნელობა შეაფასა. ტელეკომპანია Fox Newsის გადაცემა The Fiveში მეგან მაკკეინმა განაცხადა:

“დღეს პუტინი დომინანტი ფიგურაა მსოფლიო სცენაზე. პრეზიდენტ ობამასთან შედარებით ჯიმი კარტერიც კი ნაპოლეონ ბონაპარტედ გვეჩვენება”, _ განაცხადა მეგანმა.

აშშ-ის პრეზიდენტი მამა-შვილი მაკკეინების კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოექცა. მეგანმა მას ლიდერის თვისებები დაუწუნა და განაცხადა, რომ ობამას არ ძალუძს, ახლო აღმოსავლეთში პრობლემები მოაგვაროს.

მეგანი სენატორის ოთხი შვილიდან ერთ-ერთია. იგი 1984 წელს დაიბადა. ამჟამად რესპუბლიკური პარტიის წევრია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here