Home რუბრიკები პოლიტიკა გოგა ხაჩიძე: წულუკიანს პარლამენტთან ქვა დავუდოთ, შხამი რომ დატოვოს

გოგა ხაჩიძე: წულუკიანს პარლამენტთან ქვა დავუდოთ, შხამი რომ დატოვოს

482

ნაციონალურიმოძრაობის წარმომადგენლებს ვინმეს შხამი, მანიაკობა, კაცთმოძულეობა და ბოროტება რომუკვირთ”, იმთავითვე სასაცილო ამბავია, მაგრამ მაინც გვინდა, ცოტა განვავრცოთ ყველაზე ოხუნჯინაციონალისიდეები. ჩვენი აზრით, ნაცვლად იმისა, რომ ვინმემ რამე დატოვოს პარლამენტის შესასვლელთან და შიგნით ისე შევიდეს, ამას, მგონი, აჯობებს, დეპუტატებს პარლამენტის წინ ისეთი რაღაცები დავახვედროთ, პარლამენტში რომ აღარ შევიდნენ და იქ თავიანთი ტუტუცური გამოსვლებითა და უსაქმურობით საქართველოს მოსახელობას ნერვები არ მოუშალონ.

მაგალითისთვის, უცებ რაც გვახსენდება:

გუბაზ სანიკიძეს პარლამენტის წინ გაშლილი კაი ქართული სუფრა დავახვედროთ ხოლმე, დარწმუნებული ვართ, ის პარლამენტში არასოდეს შევა; ზურაბ ზვიადაურს _ ტატამი; ზაზა პაპუაშვილსა და სოსო ჯაჭვლიანს _ გადასაღები მოედანი და კინოკამერები; ეკა ბესელიას _ ძვირფასი შუბების კოლექცია და ა.შ., ბევრი რამის მოფიქრება შეიძლება…

თუმცა უმთავრესია, რა უნდა დავახვედროთ “ნაციონალების” დეპუტატებს, პარლამენტში შესვლა რომ აღარ მოუნდეთ და საბოლოოდ დაასვენონ გატანჯული ქართველი ხალხი თავიანთი ინტრიგებისა და დემაგოგიისგან.

სიმართლე გითხრათ, მთელი კვირა ვიფიქრეთ და ვერაფერი მოვიფიქრეთ, _ რა შეიძლება დაახვედროს ადამიანმა “ნაციონალებს” ისეთი, რომ მათ გაუმართლებელი და მოჭარბებული პოლიტიკური ამბიციები დაიოკონ და პარლამენტში შეძრომაზე უარი თქვან.

ამიტომ, ვფიქრობ, სჯობს, ისევ ნაცად, მამაპაპურ ხერხს მივმართოთ და პარლამენტის წინ ასე 60-70 ცალი დიდი ზომის ხაფანგი დავამონტაჟოთ, ყველა ეს ვირთხა თავის ხაფანგში რომ გაებას და ვერასოდეს შევიდეს საქართველოს პარლამენტში…

რაც შეეხება ხაფანგების დადგმას პარლამენტარი “ნაციონალების” რაოდენობაზე ცოტა მეტი რაოდენობით, ეგ სასარგებლოა, რადგან, როგორც ვიცით, უკვე “ნაციონალ” ვირთხებს არაერთი “თავისუფალი დემოკრატი” ვირთხაც შეემატა და პლუს ამას, იქნებ ორიოდე რესპუბლიკელი ვირთხაც წინასწარ გავაბათ…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here