Home რუბრიკები საზოგადოება პატრიოტიზმი _ მხოლოდ ერთი მიმართულებით!

პატრიოტიზმი _ მხოლოდ ერთი მიმართულებით!

882

აბა, ახლა, დამანებეთ თავი! არავინ დამელაპარაკოთ და ხელი არავინ შემიშალოთ! ამ სტატიაში მილიონის მეოთხედს შემპირდნენ ჰონორარს და კარგად, პასუხისმგებლობით უნდა დავწერო! დიახ, დიახ! საუბარია სწორედ 250 ათას ლარზე! თუ დოლარზე? არა, არა! დოლარზე და ევროზე, შანსი არ არის, აქ ლაპარაკი იყოს, რადგან, სადაც ცივილიზაციაა, სადაც დოლარია და მით უმეტეს _ ევრო, იქ რუსეთს რა უნდა? ჩამორჩენილი და გაპარტახებული რუსეთი რომ ძალიან შორს დგას ევროსთან და ჩვენ რომ ძალიან ახლოს ვდგავართ, ეს ჯერ კიდევ ჩვენმა დიადმა ბელადმა მიშამ გვასწავლა, სააკაშვილმა!

 

ახლა დაიწყებს ზოგიერთი, _ მიშა სააკაშვილი რაღა შუაშიაო?

ეგ ჩვენც გვიკვირს, რადგან “მიშას რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლნი”, წესით, მიშას ავადმყოფურ ფრაზებს ერთი-ერთზე არ უნდა იმეორებდნენ და იმგვარ “რეჟიმულ” მოწოდებებს არ უნდა აკეთებდნენ, მაგრამ…

აუცილებლად მივიჩნევ ყველა იმ საინფორმაციო სიხშირის დაუყოვნებლივ აკრძალვას, რომლებიც ღიად (გინდ ირიბად) ფინანსდება საქართველოს სახელმწიფოს მტრის მიერ, საქართველოს სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესების წინააღმდეგ სამუშაოდ. ამასთანავე, აუცილებლად და გადაუდებლად მივიჩნევ, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის ისტორიული ფაქტის ნებისმიერი ფორმით უარყოფა გახდეს სისხლის სამართლებრივი დანაშაული”, _ ამბობს ვინმე “ექსპერტი” გრიგოლ გეგელია.

ამ ამბავში ყველაზე საყურადღებოა სიტყვა “ისტორიული”.

ანუ, თუ გრიგოლ გეგელიას დავუჯერებთ, ის, ვისაცშიდა აეროპორტადგადავუფორმეთ ბათუმის აეროპორტი, სულაც არ ყოფილა საქართველოს ტერიტორიის ოკუპანტი. კიდევ უფრო რომ დავაზუსტოთ, ასეთი ხალხიპატრიოტიარის მხოლოდ ჩრდილოეთის მიმართულებით, ხოლო სამხრეთის მიმართულებით მათ პატრიოტიზმიც ავიწყდებათ და, როგორც ჩანს, გამართული ქართულით წერაკითხვაც.

ზემოთ მოყვანილ ციტატაშიც მიაქცევდა მკითხველი ყურადღებას ავტორის “ტკბილქართულს”, თუმცა კიდევ უფრო სასაცილოა რეგალია, რომლითაც ციტატის გადმოცემამდე მოხსენიებულია ბატონი გრიგოლ გეგელია.

“ევროპის უნივერსიტეტის ინსტიტუტის დოქტორანტურის მკვლევარი” _ აი, ზუსტად ასეა მოხსენიებული ბატონი გეგელია საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში და, თუკი ვინმე ოდესმე შეძლებთ იმის გარკვევას, რას ნიშნავს ეს, გთხოვთ, ნუ დაიზარებთ და ჩვენც გაგვაგებინეთ! მით უფრო, რომ გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს” რედაქციას “არაპირდაპირი დაფინანსება” ახლახან მიღებული და სირცხვილია, არ იცოდეს, რას ნიშნავს “ევროპის უნივერსიტეტის ინსტიტუტის დოქტორანტურის მკვლევარი”!

დიახ! დიახ! თავდაპირველად, სიმართლე გითხრათ, მეც ვერ დავიჯერე, რომ ორიოდე არცთუევრორემონტიანოთახში განთავსებული რედაქციაარაპირდაპირი დაფინანსებისდა არც თვითონ რედაქციის თანამშომლებს სჯეროდათ ეს, მაგრამ, როდესაც შენი თვალით ნახავ, რომ ამ ინფორმაციას ავრცელებს ისეთი პრესტიჟული, ნამუსიანი და სერიოზული სააგენტო, როგორიც არისექსპრესნიუსი” (EPN), უკვე შანსი აღარ გრჩება არდაჯერებისა და მეც ამიტომ გაუწყეთ დასაწყისში _ მეოთხედ მილიონს ველოდები ჰონორარსმეთქი! როგორ?! 5 მილიონიდან ერთი მილიონის მეოთხედიც არ მეკუთვნის?!

ეს “ძალიან სანდო” სააგენტო კი ზუსტად ასეთ ინფორმაციას ავრცელებს: “ცნობისთვის, ფონდმა “რუსულმა სამყარომ” და შპს “როსტელეკომმა”, რომლის მფლლობელობაშია კომპანია “სპუტნიკი”, ქართული ონლაინ და ელექტრონული მედიის გასაძლიერებლად 2015 წლის თებერვლიდან 25 მაისამდე 5 მილიონი დოლარი გადმორიცხეს. “ექსპრესნიუსისთვის” ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ ორივე რუსული ორგანიზაციიდან არაპირდაპირი დაფინანსება მიიღო მედიასაშუალებებმა “გევორლდ”-მა (“საქართველო და მსოფლიო”) და “საქინფორმმა”.

ისე, ცნობისათვის: აი, ასეთი სტილის ვითომ ინფორმაციის მხოლოდცნობისათვისგავრცელება, ისე, რომ არც ერთი დამამტკიცებელი საბუთი არ ერთვის, ნორმალურ ქვეყნებში სხვადასხვა პასუხისმგებლობას იწვევს, რომ არაფერი ვთქვათ სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე. ყველაზე ცოტა, ასეთი მიდებმოდება იწვევს მკითხველის დაკარგვას და მსგავსი ტუტუცობების გამავრცელებელისააგენტოებისსრულ გაკოტრებას.

თუმცა რა, ეს რაღაც “ექსპრესნიუსი” მკითხველს როგორ დაკარგავს, როდესაც ისედაც არ ჰყავს?! გაკოტრებას რაც შეეხება, უცხო ქვეყნებიდან სწორედაც რომ ასეთი ტლიკინა და უპასუხისმგებლო “სააგენტოები” ფინანსდებიან “ვედრო მანეთად” და მათ, რაც უნდა ნდობა დაკარგონ მკითხველისა, ფინანსური გაკოტრების საფრთხე მაინც არ ემუქრებათ.

თუმცა, ვიდრე შესაბამის დასკვნებს გავაკეთებდეთ, მოდით, თანმიმდევრობით მივყვეთ “ექსპრესნიუსის” ე.წ. ექსკლუზიურ სისულელეებს.

“ექსპრესნიუსისთვის” ასევე ცნობილი გახდა, რომ “სპუტნიკმა”, რომლის მთავარი რედაქტორი დიმიტრი კისილიოვია, საქართველოში “გე”-დომეინზე რამდენიმე ონლაინ მედია რესურსი გახსნა. ყველა დაფინანსებული მედიარესურსის მიზანია ანტიდასავლური ინფორმაციის გავრცელება გადამოწმების გარეშე”.

კიდევ ერთხელ თავი დავანებოთ ამ “პატრიოტი” მედიასაშუალების ჩიქორთულ ქართულს და ვიკითხოთ: კი ბატონო, ამ დალოცვილიექსპრესნიუსისთვისყველაფერიექსკლუზიურადხდება ცნობილი და მათ ხელთ არსებული სხვადასხვა ინფორმაცია ისეთიექსკლუზიურია”, რომ არანაირ მტკიცებულებასა და წყაროს არ საჭიროებსმაგრამ აი, “რუსების მიერ დაფუძნებულიმედიასაშუალების მიზნები საიდანღა გაიგო ასე დაზუსტებით დაექსკლუზიურადპატივცემულმაექსპრესნიუსმა”?

თქვენ წარმოიდგინეთ, “ექსპრესნიუსს” ისიც კი დაუზუსტებია, ამ რუსეთისგან დაფინანსებულმა მედიასაშუალებებმა ანტიდასავლური ინფორმაცია გადამოწმებით უნდა გაავრცელონ თუ გადამოწმების გარეშე!

მოკლედ, მთელი ესინფორმაციაჟურნალისტური შედევრია და მისი გამავრცელებლების ტვინისგადამოწმებამართლაც საინტერესო იქნებოდა

თუმცა, რა თქმა უნდა, რთულია, როდესაც მართლა გიხდიან ფულს იმაში, რომ სხვასფულის აღებადასწამო და ერთ ადგილს მაგრად იწვალებ, რომ როგორმე შეუსრულო დაკვეთა შენს დამკვეთებს.

რომელ დამკვეთებს?..

სხვათა შორის, ამ ყველაფრისექსკლუზიურადგამგებექსპრესნიუსსადა მის ხელმძღვანელს იმდენი ტვინიც არ ჰყოფნით, რომ ეგეც არ წამოროშონ, ვის დაკვეთას ასრულებენ რეალურად. აგერ, ბატონო, ინებეთ:

“ამავე საფრთხეზე “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამაც ისაუბრა _ “ვხედავ სერიოზულ გამოწვევას იმიტომ, რომ დიდი ფულის ჩადება დაიწყეს რუსული სპეცსამსახურების მხრიდან ქართულ მედია სივრცეში, ვებპორტალების დაფინანსებაში. ცდილობენ, საქარველოში იპოვონ დასაყრდენი იდეისა, რომ ევროპული არჩევანი ქვეყნისთვის არასწორია”, _ აი, ზუსტად ასე ასრულებს “ექსპრესნიუსი” თავის ინფორმაციას, რომლითაც, ფაქტობრივად, აღიარებს, ვინ არის რეალურად ფულის სანაცვლოდ დაკვეთის შემსრულებელი.

თუმცა “უნივერსიტეტის ინსტიტუტის დოქტორანტურის მკვლევარებს” სხვა რა უნდა მოსთხოვო?!

მათ ხომ ისიც არ შეუძლიათ, კონკრეტულად თქვან, სად მიდის ესდიდი ფული”, რომლითაც თურმე რუსეთი აფინანსებსქართულ მედიასაშუალებებს”. რომელია ესმედიასაშუალებები”? მხოლოდსაქინფორმიდაგევორლდი”? და ეს მილიონები და მილიარდები ამ ორ მედიასაშუალებაზე იხარჯება?

ისე, პირდაპირ რომ ვთქვათ, 5 მილიონი დოლარი მართლაც რომ დაეხარჯა ვინმეს ამ მიმართულებით, მაშინ ამ მიმართულების პირველი მიმდევარი თავად ირაკლი ალასანია გახდებოდა.

სხვათა შორის, ნუ გაგვიკვირდება, თუ მართლა დაიწყო რუსეთმადიდი ფულისჩადებაანტიდასავლურმიმართულებებში, ამ მიმართულების ლიდერი მართლაც ირაკლი ალასანია რომ გახდეს. რა, აქამდე ერთხელ გადაუბრუნებიათპლასტინკაასეთ ფულის მონებს თუ ორჯერ?!

თუმცა ისევ მინდა, იმ განსაზღვრებას მივუბრუნდე, სადაც საუბარია “საქართველოს ოკუპანტზე”.

თუკი ჩვენ მართლაც მივიღეთ ის სამართლებრივი ნორმა, რომ საქართევლოს ტერიტორიების ოკუპაციის უარყოფა გახდეს სისხლის სამართლის დანაშაული, როგორც ამას “უნივერსიტეტის ინსტიტუტის დოქტორანტურის მკვლევარი ითხოვს”, მაშინ ყველა, ვინც თურქეთთან რაიმე ტიპის ეკონომიკურ ან საზოგადოებრივ ურთიერთობას დაამყარებს, დაუყოვნებლივ უნდა დავიჭიროთ…

ახლა მიხვდით, რატომ არის ამ ბატონის მიერ ჩამოყალიბებულ განსაზღვრებაში ჩართული სიტყვარუსეთი”? ანუ, არა საზოგადოდსაქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები”, არამედ მხოლოდსაქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები”! თორემ სხვა რომელიმე ქვეყნის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს კისერიც უტეხიათ, არა?

აი, დღევანდელი ქართული “პატრიოტიზმის” ნიმუში!

ანუ ჩვენ “პატრიოტულ” განცდებს აღგვიძრავს მხოლოდ ის ტერიტორიები, რომლებიც დავკარგეთ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოფიციალურად აღიარების შედეგად, ხოლო ის ტერიტორიები, რომლებიც თურქეთმა წაგვართვა და იქ მცხოვრებ ქართველებს ეროვნებაც კი არ შეუნარჩუნა, სულაც არ არის ჩვენი “მაღალპატრიოტული” ყურადღების ღირსი, ხო?

მომისმენია ასეთი “არგუმენტი”: მთავარი ის არის, რომ დღეის მდგომარეობით თურქეთი აღარ გვემტერება და ჩვენ მიმართ მტრული განზრახვები აღარ აქვსო!

ანუ, რა გამოდის: ასე, 60-70 წლის შემდეგ, თუკი რუსეთი საბოლოოდ შემოიმტკიცებს სოხუმსა და ცხინვალს, და გვეტყვის, მეტი პრეტენზია და მტრული განზრახვა აღარ მაქვს საქართველოს მიმართო, აღარ იქნება ოკუპანტი?

ანუ, ძალიან საინტერსოა, რა კრიტერიუმით ადგენენ ეს ბატონები “ოკუპანტის” სტატუსს.

წესით, თუ პატრიოტი ხარ, ნებისმიერი დაკარგული ტერიტორია უნდა გაღელვებდეს და ნებისმიერი ტერიტორიის მიმტაცებელს “ოკუპანტს” უნდა უწოდებდე!

მაგრამ, როგორც ჩანს, “უნივერსიტეტის ინსტიტუტში” მათ სხვანაირად ასწავლიან…

ალბათ, ასწავლიან იმასაც, რომ, თუკი შენი პროპაგანდა, იგულისხმება რეალური პროამერიკულ-პროდასავლური, მძიმედ ჩაისვრის, ამაში დახარჯული მილიარდების უნაყოფობა საკუთარ უუნარობასა და საქმის უიმედობას კი არ უნდა დააბრალო, არამედ ვიღაც მოგონილ “მოწინააღმდეგეს”, რომელიც თურმე საპასუხო პროპაგანდით გჩაგრავს!

და ეს მაშინ, როდესაც საშენო პროპაგანდას მართლა რამდენიმე ასეული ყველაზე კარგად დაფინანსებული და ყველაზე მაღალრეიტინგული მედიასაშუალება ეწევა, ხოლო ე.წ. საწინააღმდეგოს, რეალურად არც არავინ. უბრალოდ, შენ გაჭირვებით ახერხებ იმას, რომ ორიოდე მატერიალურად აშკარად ცუდად უზრუნველყოფილ გამოცემას ეს დააბრალო!

რაც შეეხება დაფინანსებას, მეტი ფანტაზია, ბატონებო! აკი, ყველა ხედავს, რომ თქვენ წინააღმდეგ იბრძვის მთელიმონსტრიპრორუსული პროპაგანდისა!

5 მილიონი რა ჩემი ფეხებია?!

თუ ფანტაზიაა, ფანტაზია იყოს! დააბრეხვეთ 50 მილიონი, 5 მილიარდი! რა იყო, ფანტაზიებშიც კი ძუნწები და ხარბები ხართ თუ, მე თქვენ გეტყვით, პასუხს მოგთხოვთ ვინმე ამხელა ტყუილისთვის, ამ მართლაც, მხოლოდ ნატოსა და ევროკავშირისგან კი არა, ღვთისგანაც მიტოვებულ ქვეყანაში?!

ბაკურ სვანიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here